♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » გადამაჩვიე
7:20 PM
გადამაჩვიე


გადამაჩვიე ... სევდას და ოცნებას გადამაჩვიე გთხოვ ...
ისე უბრალოდ, ადექი და გადამაჩვიე ...
დავიღალე ..სევდით და ოცნებით, დავიღალე...

არეულია აზრები დღეს და გუშინდელზე სულაც არ მაქვს მოთხოვნილება ... არადა მეგონა მიჩვევასაც ცოდნია შეჩვევა ...
სულაც არ ყოფილა ძნელი ... ავდექი და გადავეჩვიე ...”

გინახავთ ოდესმე, მოცისფრო ღრუბლების ბოლოს წითელი გავარვარებული დისკო?
მე მინახავს ... ჩემი სარკმლიდან სწორედ ესეთი ხედია ეხლა ...
არადა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჯმუხი ნაცრისფერი იყო არემარე ...
ეს ამინდებიც ჩემი ხასიათივით იცვლება ამ ბოლოს ... მარტი იყოს კიდევ მესმის ...
თუმცა. მარტში მე ვარ ირგვლივ ... ხეშიც,მზეშიც,ქარშიც,წვიმაშიც ,ფიქრშიც.ბგერაშიც,ოცნებაშიც მე ვარ მხოლოდ ... იმიტომ რომ , მე მარტი ვარ - მარტივით არეული და ამოუცნობი ... მარტო მარტი ... მარტოდ .

სითეთრეა გარშემო... მაგრამ სისპეტაკე აკლია რაღაც ... ალაგალაგ სიმუქე ჩრდილავს თოვლს ... არადა როგორ ველოდი ... თოვლსაც და სიმშვიდესაც ...
თოვლი მოვიდა ... სიმშვიდეს აგვიანდება …
მაგრამ მე ველი ... ველოდები მთელი ჩემი დაგროვილი ემოციით და მჯერა მალე მოვა ... ბოლოს ,წასვლის წინ იმედი დამიტოვა ხვალის ... არასოდეს დამაღალატებს მჯერა ...

სულში განგაშის ზარებს რეკენ ... აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც .... ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად ... როგორც ბორტის მეთაური_ ბოლომდე დარჩება და ამ ამოუცნობ შტორმთან ერთად ჩაიძირება გრძნობებში...

ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა ,რომ სტაბილურად გალიო დღეები .. არ მიყვარს სულ ერთი მიმართულებით ცურვა ... ფანტაზიებს მპარავს სისწორე ... ხანდახან არეული მინდა ვიყო , ქაოტურად არეული ... ასე ვლაგდები .

13/02/2010

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1057 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:23 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024