♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » მთარგმნე თითებით
9:39 PM
მთარგმნე თითებით


მთარგმნე თითებით
დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე
ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები,
სავსე სიშიშვლით

პარიზულია ეს წვიმები
და არომატიც მოფრანგულო დაჰკრავს ხასიათს,
ამინდებივით იზმორება ვნება სიბილწის
სისხლში,
მოდი და ამომაშრე სანამ სხვა გვერდზე,
ლონდონურ ჯანღში დაგეკარგოს
ჩემი სურვილი.

კოცნით დაკაწრე
გამომშრალი თხელი ტუჩები,
უდაბნოს ცხელი ნაქარევით რომ შეილესა
და მარტოობით უწყლოობა სჭირდა სასჯელად.

ლაყუჩებიდან
ცხელი სუნთქვით ამაცალე სულყველა ვნება,
სულყველა სიტყვა
შენს სუნთქვასთან ნამუსაყრილი
ჩემში გველივით რომ იზლაზნება,
და ყველა კვნესა
თავდაკარგული
ფილტვებიდან ნაწილ-ნაწილ რომ იბოლქვება.

მთარგმნე თითებით
დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე
ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები,
სანამ მომბერზდი
ესპანური ტემპერამნენტით...
სანამ შენი ვარ

მთარგმნე თითებით..
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:15 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024