♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » თითიც არ შემახო
9:25 PM
თითიც არ შემახო

მოდი,
ამ საღამოს თითიც არ შემახო.
ზურგით მოგეყრდნობი გულის საპირესთან.
ხმა არ ამოვიღოთ,
სიტყვა არ ვიწამლოთ,
ბუხარს შევუკეთოთ ფუჭი დაპირება.

ყველა დამუხტული ბგერის ვიბრაცია,
ცივი კონიაკის ლაციცს შევუხამოთ,
ჭიქას ჩავაწუროთ ჩვენი სურვილი და
ყალბი გულგრილობის კედელს მივახალოთ!..

კედელს მივახალოთ,
წელში გადავტეხოთ,
ყველა შეხება და ვნების გაფიქრება,
ჩუმად დავინანოთ უხმო დიალოგის
სევდაშეპარული კერპი ახირება.

ხუთი გრძნობა მაინც დუმილს ვანაცვალოთ...
(ვიცი,ხვალ მოგელის სულ სხვა ზიარება).
მოდი,
შენი დარდი თმებში ჩამაბნიე,
ეკლად მომახვიე გულის იარები...

მერე,
კანს ატკეცილს, დავაბრალებ სიცხეს,
სურვილს გავაპარებ ბნელი ფარეხებით...
ისე მოგიყვები - ხმას არ ამოვიღებ.
ისე მოგიფერებ - არც კი შეგეხები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1043 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024