♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » შენამდე ძალიან შორია...
9:16 PM
შენამდე ძალიან შორია...

"რა ბედნიერი ვიქნებოდი, სულ ცოტა იმედი მაინც რომ მქონდეს შენი სიყვარულის"...

ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ანა პატარა გოგო იყო. უფროსი ძმის მეგობრები ხან ფორტეპიანოსთან დაასკუპებდნენ, ხან ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ. მერე ანა გაიზარდა, გალამაზდა და დაჭკვიანდა. ძმის მეგობრების სტუმრობისას დედასთან ერთად სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი და სიამოვნებდა, როცა ბიჭები ნახელავს შეუქებდნენ. მერე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ბექას ანა შეუყვარდა და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დაავიწყა, ისიც, რომ ანა მისი უახლოესი მეგობრის და იყო და ამას მეგობრები არ მოუწონებდნენ. როცა გულში ვეღარ დაიტია, გოგონას გამოუტყდა, მერე მის ძმას და რამდენიმე მეგობარს... ანამ თავი შორს დაიჭირა, - ძმად მიმაჩნდი და ეგ გულში როგორ გაივლეო. ანას ძმა და მეგობრები ძალიან გაბრაზდნენ - შეგეშალაო და გარიყეს... მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი ბექამ. წუხდა - განა სიყვარულისთვის შეიძლება ასე დაისაჯოს კაციო? მიხვდა, დროებით მაინც უნდა გასცლოდა აქაურობას, თორემ გული გაუსკდებოდა... ადგა და დეიდაშვილთან წავიდა ბარსელონაში. გულში მაინც იმედს იტოვებდა, - იქნებ, დრომ ამდენი გაბრაზებული ადამიანის რისხვა ცოტათი მაინც შეანელოსო... ვერც სიშორემ უშველა და ვერც სხვა გარემომ. იქ კიდევ უფრო გაუჭირდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა - ანას მობილურით მესიჯებს უგზავნიდა, წუხილს და ფიქრებს უფრო თამამად უმხელდა... იმდენი ლამაზი სიტყვა დაგროვდა ანას უბის წიგნაკში (ქალი რის ქალია, თუ ასეთ წერილებს არ შეინახავს!), რომ მან გადაწყვიტა, ჩვენთვის გადმოეცა. თანაც გვთხოვა, გაორებული ვარ, საკუთარ გრძნობებში ვერ გავრკვეულვარ და იქნებ მკითხველმა მაინც მირჩიოს რამეო.
"დიდხანს ვიფიქრე, როგორ დამეწყო შენთან საუბარი... რომ შეგეძლოს ჩემი მოსმენა, ჩემი გულის ნადების გაგება და დაჯერება, დარწმუნდებოდი, რომ მთელ სამყაროს ეყოფა ჩემი სიყვარული. არ ვწუწუნებ, პირიქით, მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ფიქრებში, ცხადსა თუ სიზმარში ჩემთან ხარ".

"საღამო მშვიდობისა, ანა. ვიცი, რომ გძინავს, მაგრამ დამესიზმრე და გამეღვიძა. ჩემ წინ იჯექი და რაღაცას მხიარულად მიყვებოდი. ვითომ არ იცოდი, რომ მიყვარდი და თავისუფლად მელაპარაკებოდი. მე კი სათქმელი გულში მიტრიალებდა და თავს ვიმტვრევდი, როგორმე მეთქვა... ამ წუხილში გამომეღვიძა და ვინანე. ნეტავ, მთელი სიცოცხლე მეძინოს და შენ მესიზმრებოდე. ერთ ახლობელს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. რასაც შენ ნატრობ, იმას "კაიფში ჩარჩენა" ჰქვია და თუ ასე გააგრძელე, ერთ მშვენიერ დღეს საგიჟეთში მოხვდებიო"...

"ვიცი, რომ გტანჯავ წუწუნით, მაგრამ შენთან ცალმხრივი ურთიერთობა ის ძვირფასი ძაფია, რომელიც ამ ცხოვრებასთან მაკავშირებს და ამ ძაფსაც ნუ გამიწყვეტ, ანა... ვიცი, სულელივით ვიქცევი... შენ კი არა, ყველას უკვირს, რომ ამდენი ხანი სხვისკენ ვერ გავიხედე, აქ შეძენილი მეგობრები მაზოხისტსაც მეძახიან ხუმრობით, მაგრამ როცა ვითარებას ავუხსნი, უკვირთ, - განა რა დააშავე ისეთი, ასე სასტიკად რომ გექცევიანო... ისინი ვერ ხვდებიან ჩემი "დანაშაულის" სიმძიმეს"...

"ახლა ერთ მელოდიურ სიმღერას ვუსმენ, რომელსაც ძალიან ბანალური ტექსტი აქვს, - მთელი სიცოცხლე შენ გეძებდი და მაინც უშენოდ დავრჩიო. მე მჭირს ასე, მივხვდი, რომ ის ადამიანი ვიპოვე, ვისაც ვეძებდი და გამიხარდა, მაგრამ... თუმცა მაინც მირჩევნია, შენი ცალმხრივი სიყვარულით სავსემ ვიარო, ვიდრე ცარიელი ვიყო. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ცოტა, სულ ცოტა იმედი მაინც მქონდეს შენი სიყვარულის"...

"ამას წინათ შენმა ძმამ დამირეკა - როგორ ხარო? როცა მისი ხმა გავიგე, გული ამიჩუყდა და ამხელა კაცი კინაღამ ავღრიალდი... იცი, როგორ მინდოდა შენი ძმისთვის რამე ისეთი მეთქვა, რაც ჩვენს ურთიერთობას გაამთელებდა? მაგრამ ვერ შევძელი. შენ გგონია, შენი დავიწყება არ მიცდია? მაგრამ ვერ მოვერიე თავს"...

"ახლა ბიჭები ერთი ქართველი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. შეყვარებული მასაც საქართველოში ჰყავს, ოღონდ ის ტელეფონზეა ჩამოკიდებული. საქართველოს კოდს დაინახავს თუ არა, თვალები უბრწყინდება. ცუდად არ გამიგო, ანა, არ მშურს მისი, მაგრამ მათი საუბრის მოსმენისას გუნება მიფუჭდება. ისედაც ცუდი ადამიანი გგონივარ და ბარემ ამასაც მართალს გეტყვი, - ისე მინდა მის ადგილზე ყოფნა, ჭკუაზე ვიშლები... მაგრამ მერე თავს ვერევი... ალბათ ყველას თავისი ტვირთი აქვს ამ ცხოვრებაში..."

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1072 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024