სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია. ნ ო ვ ა ლ ი ს ი
სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით. ა ნ ა კ რ ე ო ტ ი
სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი. ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი
სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს. ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი
სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა. ჰ ი უ გ ო
სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. ს ტ ე ნ დ ა ლ ი
სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი
სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის. ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი
სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს. ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი
სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი
სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. ვ ო ლ ტ ე რ ი
სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ
სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა. მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი
რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე
სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია. ლ ა რ ო შ ფ უ კ ო
სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს. ჭ ო ლ ა ლ ო მ თ ა თ ი ძ ე
სიყვარული - აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში - აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი. მ ო პ ა ს ა ნ ი
სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ. მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე
სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. ლ ო ბ ე რ გ ე რ ი
სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს. სიყვარული - ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი. უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი
სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა. ვ ა ჟ ა ფ შ ა ვ ე ლ ა
სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს. მ. გ ო რ კ ი
სიყვარული რაა ბრძენო? - ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა. "ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა." ფ რ. ჰ ა ლ მ ი
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს. რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს. ა რ ი ს ტ ო ტ ე ლ ე
სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს. ს ე ნ ე კ ა
სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია. ტ ე კ ე რ ე ი
სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. ბ ა ლ ზ ა კ ი
სიყვარული - ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის. ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი
სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება. მ ი ხ ე ი ლ ლ ე რ მ ო ნ ტ ო ვ ი
სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში. შ ე ქ ს პ ი რ ი
სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა. გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი
სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით - გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება. ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი
სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის. გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე
სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება. ვ ლ ა დ ი მ ე რ თ ო რ დ უ ა
სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ. ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი
სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულია შიშზე ძლიერი. ვ ი ტ ო რ ი ო ა ლ ფ ი ე რ ი
სიყვარული გრძნობათა სარდალია. რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი
სიყვარული არის თავის დავიწყება. გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი
სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია. ლ ა ი ს ტ ი
უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია. ე ს პ ა ნ უ რ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა. უ ნ ა მ უ ნ ო
სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. კ ა ზ ა ნ ო ვ ა
სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს. ს ტ ე ნ დ ა ლ ი
სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად. ს ე რ ვ ა ნ ტ ე ს ი
უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება! ფ. შ ი ლ ე რ ი
სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ - არ ცნობს ბატონებს. ა ნ დ რ ე ა ს გ რ ი ფ ი უ ს ი
სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია. ვ ი ქ ტ ო რ ჰ ი უ გ ო
ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი. ს ე ქ ს ტ პ რ ო პ ე რ ცი ო ს ი
ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. ლ ე ო ნ ა რ დ ო დ ა ვ ი ნ ჩ ი
სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი. ჰ. ი ბ ს ე ნ ი
ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას. ნ. ჩ ე რ ნ ი შ ე ვ ს კ ი
სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის. ლ ა რ ო შ ფ უ კ ო
ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული. თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! - ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან. ც ი ც ე რ ო ნ ი
ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის. პ ო ნ ტ ა ნ უ ს ი
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. გ ო ე თ ე
სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია. კ ა რ ი
უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები. გ ი ო რ გ ი ე რ ი ს თ ა ვ ი
სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია. ა. წ ე რ ე თ ე ლ ი
ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა. ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას. ა. ბ ლ ო კ ი
ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ. ვ. ჰ ი უ გ ო
სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა - ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს. მ. გ ო რ კ ი
სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია. ა ლ ფ რ ე დ დ ე მ ი უ ს ი ე
ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინაც იგრძნო სიყვარული. გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი
სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია. ი ტ ა ლ ი უ რ ი ა ნ დ ა ზ ა
არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს. რ ო მ ე ნ რ ო ლ ა ნ ი
ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით. უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი
კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთსავე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია. ბ ა ლ ზ ა კ ი
სიყვარული და შიმშილი არის ყველაფრის მიზეზი. რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი. ჰ ა ი ნ ე
სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება. შ ი ო ა რ ა გ ვი ს პ ი რ ე ლ ი
ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი.
ვისაც სიყვარული არ განუცდია, მას არც უცხოვრია. მ ო ლ ი ე რ ი
ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი. მას უნდა შეეძლოს სიყვარული არა ცხოველური ან პლატონური, არამედ ადამიანური. ბ ე ს ა რ ი ო ნ ბ ე ლ ი ნ ს კ ი
სიყვარული ახსნა განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები. ე რ ი ხ მ ა რ ი ა რ ე მ ა რ კ ი
ვისაც ვინ უყვარს, იმისი ლამაზი ის არისო. ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
შეყვარებულს ხშირად მახინჯიც ლამაზი ჰგონია. თ ე ო კ რ ი ტ ე
სატრფოს სიახლოვე ყოველთვის ამოკლებს დროს. გ ო ე თ ე
ვისაც შეუძლია გამოთქვას, თუ როგორ იწვის, მას სუსტი ცეცხლი მოსდებია. პ ე ტ რ ა რ კ ა
როცა გვიყვარს, მხედველობას ვკარგავთ. ლ ო პ ე დ ე ვ ეგ ა
სიყვარულს ისეთი საბუთი გააჩნია, რასაც გონება არა ცნობს. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულის ჭრილობას მარტო ის მოგიშუშებს, ვინც დაგჭრაო. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
მამაკაცი და ქალი - ესაა ორი ნოტი, ურომლისოდაც ადამიანის სული სრულ და სწორ აკორდს ვერ შექმნის. ჯ უ ზ ე პ ე მ ა ძ ი ნ ი
სიყვარულს დრო მალე გაჰყავს, ხოლო დროს სიყვარული მიაქვს. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულისთვის დაბრკოლება ისეთი რამ არის, რაც ალისთვის - ქარი. რ უ კ ე რ ტ ი
ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს. შ ე ქ ს პ ი რ ი
არის ისეთი სიყვარული, რომელიც თავის უმაღლეს გამოვლინებაში არავითარ ადგილს არ უტოვებს ეჭვიანობას. ლ ა რ ო შ ფ უ კ ო
ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს, იმას სიყვარულში მეტოქე არა ჰყავს. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ. ი ს ო კ რ ა ტ ე
ვერ შეიყვარებ იმას, ვისიც გეშინია, ვერც იმას, ვისაც შენი ეშინია. ც ი ც ე რ ო ნ ი
სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც ის აქვს, და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია. დ ე ნ ი დ ი დ რ ო
ვისაც არავინ უყვარს, ის მგონი, არავის უყვარს. დ ე მ ო კ რ ი ტ ე
თუ შენ გიყვარს, თუ შენ ლოცულობ, თუ შენ იტანჯები - მაშ კაციც შენ ყოფილხარ.
წინა 20 მომდევნო 20
სიყვარული ერთი ნახვით იწყება. რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული არც მაშინ გვეკითხება, როცა მოდის და არც მაშინ, როცა მიდის. ბ უ ა ს ტ ი
სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს. ლ ა ბ რ ი უ ე რ ი
ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გვიყვარს. მომდევნო სიყვარული ნაკლებ უშუალოა. ლ ა ბ რ ი უ ე რ ი
სადაც უნდა მოგვისწროს სიყვარულმა, იგი სხვა არა არის რა, თუ არა გაბედული ნაბიჯი, და შემთხვევასაც დიდი ადგილი უჭირავს ამ საქმეში. გ ო ე თ ე
ყველაზე ძნელია იმ სიყვარულისაგან განკურნება, რომელიც უცბად წარმოიშვება. ლ ა ბ რ ი უ ე რ ი
დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც აღანთებს მიჯნურებს მძიმე საქმეებისათვის, გაუთვალისწინებელი სიძნელეების დასაძლევად. ჯ ო ვ ა ნ ი ბ ო კ ა ჩ ო
შიში შეიქმს სიყვარულსაო. ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული ბრძანებით არ მოდის. ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
სიყვარულს ვინც იპარავს, ქურდად ვერავინ მონათლავს. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული მორჩილებას სასიამოვნოდ ხდის. ბ უ ა ს ტ ი
სიყვარულზე იგივე ითქმის, რაც წვეტიან მთაზედ: ახვალ თუ არა ძირს უნდა დაეშვა. დ ე ლ ა ვ ი ნ ი
ქალისა და ვაჟისათვის არ არსებობს უფრო გარდაუვალი დაბრკოლება და უფრო ერთგული იარაღი, ვიდრე სიყვარული, რომელიც ეშმაკის ალის მსგავსად ედება ყველაფერს, რასაც ახლოს გაეკარება. ბ ა ლ ზ ა კ ი
ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს. შ ე ქ ს პ ი რ ი
ეჭვიანობა სულია სიყვარულისა. ი ა პ ო ნ უ რ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულს არ ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი; ასევე, რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის. ჯ ო რ დ ა ნ ო ბ რ უ ნ ო
სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე არ არსებობს არც სიყვარული, არც მეგობრობა, არც სათნოება. ჯ ო ზ ე ფ ა დ ი ს ო ნ ი
სიყვარულის ყველაზე დიდი სასწაული იმაშია, რომ ის კურნავს ადამიანს ცვალებადი კეკლუცობისაგან. ლ ა რ ო შ ფ უ კ ო
მე ადამიანი ვარ, ადამიანი თავისი ვნებებით. მე არ შემიძლია არსებობა უსიყვარულოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიყინები და გავქვავდები. ვ ა ნ გ ო გ ი
მხოლოდ ის სიყვარულია ხანგრძლივი, დაუბოლოვებელი, რომელიც პატივისცემაზეა აგებული.
სიყვარული თავისი შინაგანი კანონების მიხედვით მარად უსაზღვროებას ესწრაფვის. ც ვ ა ი გ ი
სიყვარული ხახვის ფოჩი არ არის, წყალში გადააგდო. ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიძულვილი სიყვარულია, რომელიც დამარცხდა. ს. კ ი რ კ ე გ ა რ დ ი
ძველ სიყვარულს ჟანგი არ ეკიდება. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოსცდის. გ ო ე თ ე
ეჭვიანობა ზოგჯერ საყვარელი არსების სიკვდილი და დაღუპვა კი არაა მხოლოდ, ხშირად იგი თვით სიყვარულსაც ჰკლავს. ჯ ო რ დ ა ნ ო ბ რ უ ნ ო
ნამდვილ ადამიანს სატრფოც ნამდვილი ადამიანი უნდა ჰყავდეს. ნ ა ვ ო ი
სატრფოს ერთი შემოხედვა მრავალთ სიმწარეთ გვავიწყებს. გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი
ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც კაბაჩაცმული თხაც შეიძლება შეგიყვარდეს. რ ო ლ ა ნ ი
ადამიანი მარტოკა არ უნდა იყოს, ადამიანთა გულებს დაწყვილება სწადიათ, რათა მოიპოვონ თავიანთი ფასი და ყადრი. რ უ ს ო
შეყვარებულნი არიან სულითა და გულით განუყრელნი და ერთარსებად ქცეულნი. რ უ ს ო
ვინც სატრფოს ტყვეა, ის ტყვეობას ისურვებს მუდამ. ს ა ა დ ი
მე არ შემიძლია მუსიკის გაგება გარეშე სიყვარულისა. ვ ა გ ნ ე რ ი
სიყვარული ემყარება ძლიერ გაზვიადებას იმ განსხვავებისა, რომელიც ერთ პიროვნებასა და ყველა დანარჩენს შორის არსებობს. ბ ე რ ნ ა რ დ შ ო უ
დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო. ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული არის საომარი მდგომარეობის ერთი სახეობა. ო ვ ი დ ი უ ს ი
ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს. ს ე ნ ე კ ა
თუ გსურს, რომ სხვებს უყვარდე, შენ თვითონ უნდა გიყვარდეს. ს ე ნ ე კ ა
იმისთვის გავჩნდი, რომ მიყვარდეს და არა მძულდეს. ს ო ფ ო კ ლ ე
პირველი სიყვარული თავის დღეში არ არის ხოლმე უკანასკნელი, ხოლო უკანასკნელი კი ხშირად პირველია.
|