♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 17 » თვალთმაქცობით დამაიმედე
8:15 PM
თვალთმაქცობით დამაიმედე


ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,
ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება
ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.
ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში
მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი – თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!
შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,
რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,
დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება
მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია,
გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია
ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე,
და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე
სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,
რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება
იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს
და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.
ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით...
მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს
თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია,
თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?!
ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია
და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან
უსულო სიმთან შენმა ხელმა მოიკლას ვნება,
მე კი შენს ბაგეს ვემბორო, მომეცი ნება!
გულს თუ არ მანდობ, თვალი მაინც გამოიმეტე
და, ზოგჯერ მაინც, თვალთმაქცობით დამაიმედე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024