გაზაფხული? ეს ყველაზე ლამაზი სეზონია წელიწადის დროებს შორის. ამ დროს ყველაფერს ხალისი ეძლევა, ზამთრისგან დატყვევებულ ბუნებას ბორკილები ეხსნება და ჰაერსჰი ნავარდობს. გაზაფხული აცოცხლებს ყველა სულიერ არსებას. ჰაერში მუდამ საოცარი სურნელი ტრიალებს. ფანჯრიდან გაიხედავ და გარეთ გასეირნება მოგინდება. სწრაპად ჩაიცვამ პეხსაცმელს, თხელ ქურთუკს სჰემოიცვავ და გახვალ გარეთ სადაც ნამვილი სამოთხეა. გაივლი მანდზილს და მიხვდები რომ ამას არაფერი სჯობს. სადგაც შორიდან მოვლენ ფიქრები და დაიწყებენ შენს თავში ხეტიალს. ოცნებისგან დაღლილი ამოისუნთქებ და სასურველ სურნელს შეიგრძნობ. გვერდზე გაიხედავ და ხეებზე პატარა კვირტებს დაინახავ, სადღაც შორს ვიღაც ბიცჰი გოგონას ყვავილებს ჩუქნის. ეს გაზაფხულის ყვავილებია. ამაზე ლამაზი არაფერია. ზამთრის თეთრი ქურქი ყველაპერს გაუხდია და მწვანედ შეღებილა სამყარო. იპოვი სადღაც მიტოვებულ მინდორს, დაჯდები და დაიწყებ ფიქრს მომავალზე. გაზაფხული ეს ის დროა როდესაც ადამიანების გრძნობები თავ აშვებულნი არიან.მერე მოწყვეტ ყვავილს და სეიგრძნობ მის არაჩვეულებრივ სურნელს. ყურში თითქოს ჩიტები გეჩურჩულებიან "გამარჯობა ეს მე ვარ გაზაფხული, მომენატრე და შენტან მოვედი” შენც ბედნიერი ისმენ ამ ყველაფერს. თავს მარტოდ გრძნობ მაგრამ გაზაფხული ხომ შენთან ერთადაა? შენ ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე და ის აუხდენელ ოცნებასაც აგიხდენს. გადის დრო შენ ისევ მინდვრის სურნელით ტკბები. უცბად ვიღაც Yვალებზე ხელებს გაფარებს , ცხვირწინ ყვავილებს გაგიშლის და ყურში გეჩურჩულება "მოვედი ხომ მელოდი? Aი მეც აქ ვარ”. შენ აიხედავ და საყვარელ ადამიანს დაინახავ, გაგიხარდება და ჩაეხუტები. Mერე წახვალთ ერთად და მიატოვებ ადგილს რომელმაც ბედნიერება მოგანიჭა. Uკან გაიხედავ და ჩუმად ჩაიჩურჩულებ "დიდი მადლობა”. ჩიტებიც ცოტახანს გამოგყვებიან და ისევ ლამაზ-ლამაზი სიტყვებით გამკობენ, მაგრამ სჰენ მათთვის აღარ გცალია. შენ ხომ ის მიიღე რაც გსურდა. თუმცა გავა დრო წავა გაზაფხული და დაგწყდება გული. გაგახსენდება ის დრო რამაც ასე დზალიან გაგახარა. აი ეს არის გაზაფხული. ბედნიერების მომტანი წელიწადის დრო რომელიც ასე ლამაზი და ტკბილია.
|