"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს... რა ნაცნობი იყო... დიდხანს ვიხსენე სად მენახა... ბოლოს მივაგენი... სულ ახლახანს ვნახე იგიც, ღიმილით მეტყოდა: ბედნიერი იყავ!... სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ... ეს ყველაფერი ჩემი იყო! ირგვლივ ჩემი აწმყო მეხვია!... ჩემი ცხოვრება... როგორ დამჭკნარა ყოველივე... ერთი მწვანე ფოთოლი აღარ დარჩენილა არსად... ამასაც უძლებს თურმე ადამიანი... რა უცებ შეიცვალა ყველაფერი... ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერებია ყოველივე... რად მინოდა?... შეცვლა რომ შეიძლებოდეს... ალბათ... ალბათ მაინც იგივეს ჩავიდენდი... ეს იყო ჩემი ბედნიერება! არ ვიცი... არ მინდა, სამუდამოდ დაზამთრდეს... არ მინდა უკაცრიელი გახდეს შარა... ერთი მინდა მხოლოდ... ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ბედნიერი! იყოს ისეთი როგორიც არის... არ მინდა შეშლილი თვალებით მიყურონ და მოითხოვონ ის, რისი მიცემაც არ შემიძლია... იყვნენ ბედნიერნი მცირედითაც!.. მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ!...."
|