♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » ერთი ნახვით შეყვარება
9:38 AM
ერთი ნახვით შეყვარება


ერთი ნახვით შეყვარებას შანსი ნაკლებად აქვს, აქ ყველაფერი წამიერად წყდება-გაგრძელდება თუ დაწყებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ამიტომ მზად იყავით შეხვედრისთვის და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.



გერმანელი ფსიქოთერაპევტის ჰერბერტ მიუკის მტკიცებით სავსებით შესაძლებელია დაარწმუნოთ მამაკაცი, რომ თავისი ინიციატივით გეცნობათ. ამისთვის მცირე ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ.

გააკონტროლეთ სიგნალები, რომელსაც თქვენი სხეული აქამდე გაუცნობიერებლად გამოსცემდა.

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები მეორე ნახევრად ირჩევენ თავიანთ მსგავს ადამიანებს და მეორე მხრივ აბსოლუტურად დამოუკიდებელ პიროვნებებს. ამიტომ ახალი ნაცნობობის დევიზი უნდა იყოს „ბევრი საერთო, მაგრამ არაერთნაირი".

ამასთან ადამიანები პრაგმატული არსებები არიან. რაიმე სერიოზულ გრძნობებსა და ურთიერთობაზე საუბრის წამოწყებამდე, თითოეული მათგანი ავტომატურად სვამს კითხვას:" რაში მჭირდება ეს ურთიერთობა? რა სარგებლობას მივიღებ?"

ამიტომ კარგი იქნება შთაბეჭდილების შექმნა, რომ თქვენი კომპანია განსაკუთრებით ღირებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი- თავს განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც გვაფასებენ, რითაც საკუთარ ეგოს სიამოვნებას ვანიჭებთ. ეს ცოდნა კი უნდა გამოვიყენოთ.

შეუძლებელია სიყვარულის პოვნა „უადგილო ადგილას" ან „შეუფერებელი კანდიდატის" შერჩევა. სამაგიეროდ შესაძლებელია არასწორი გზით სიარული და საკუთარი შანსის ხელიდან გაშვება.


ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი


არ დააყოვნოთ ღიმილი, თავის დაქნევა ან შესაფერისი რეპლიკა, რათა გაამყაროთ წარმოქმნილი სიმპატია
იყავით „სტილური" მზად იყავით ახალი სიყვარულისთვის გარეგნულადაც. მნიშვნელოვანი არ არის, რითი ხართ დაკავებული-ღობე უნდა შეღებოთ თუ ძაღლი უნდა გაასეირნოთ
ტანსაცმელში მთავარია-სტილი
ყური დაუგდეთ საკუთარ შეგრძნებებს, მზად იყავით, რომ ეს შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოხდეს. ცხოვრებაში შანსი დაფდაფების და საყვირის ხმის თანხლებით არ გეძლევათ. დააპროგრამეთ საკუთარი თავი, რომ მაშინვე ამოიცნოთ შესაფერისი სიტუაცია.
წარმოაჩინეთ თქვენი დაინტერესებულობა, არ დაივიწყოთ თვალებით კონტაქტი, რადგან ერთი ნახვით შეყვარება არის სწორედ შეხედვით გაჩენილი გრძნობა. თუ თანამოსაუბრის მიმართ გულგრილი არ ხართ, თვალებით კონტაქტი საუბრის 70 %-ს უნდა მოიცავდეს. როცა თვალი განზე გაგირბით, ინტერესი დაკარგულია.
ინიციატივა აიღეთ საკუთარ ხელებში. უკვე წარსულს ჩაბარდა იმ ქალების დრო, რომლებიც ელოდებიან როდის აირჩევენ. როცა ვინმე მოგწონთ, ხელებდაკრეფილი ნუ იჯდებით, შემდეგ კი მომენტის გაშვებაზე ნუ იწუწუნებთ. სიმპატიას მაშინვე ხმამაღლა ნუ გამოხატავთ, აირჩიეთ უფრო მსუბუქი გზა, ფართოდ გაუღიმეთ, მზერა შეაჩერეთ მასზე, ხელი გადაისვით თმებზე, როცა ის გიყურებთ. თუ მამაკაცი ამ ნიშნებზე რეაგირებს, შედეგად, როგორც წესი, თავად გადმოდგამს პირველ ნაბიჯს.
მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ. განავითარეთ ურთიერთობა. მხოლოდ ღიმილით, თავის დაქნევით ან შესაფერისი რეპლიკით სიმპატიას ვერ გააძლიერებთ. აეწყვეთ პარტნიორზე. წარმოიდგინეთ, რომ მისი ანარეკლი ხართ, გააკეთეთ იგივე, რასაც ის აკეთებს, მაგ. აიღეთ სასმისი მისი მიყოლებით.
უსმინეთ ყურადღებით. ზოგადი საუბრიდან გამოარჩიეთ ყურადსაღები მომენტები, კარგად გააანალიზეთ, რომელი თემა იქნება მისთვის საინტერესო და ამ თემაზე გაუბით საუბარი.
დარწმუნდით, რომ აინტერესებთ. ყურადღება მიაქციეთ არამარტო მის რეპლიკებს, დააკვირდით, მოწყენილი მზერა ხომ არ გადააქვს? იგი დაინტერესებულია, თუ მისი გუგები გაფართოებულია, ხოლო ვიწრო თვალები საპირისპიროს მიუთითებს. ასევე დააკვირდით სახის გამომეტყველებას, ხელების მდგომარეობას.
არ დამალოთ პატარა სისუსტეები, ამგვარად მიანიშნებთ, რომ მზად ხართ უფრო ახლო ურთიერთობისთვის. შექმენით ნდობის ატმოსფერო. თუმცა ღრმად ნუ შეტოპავთ.
არ შეუშინდეთ, რომ დვილად მისაღწევი გამოჩნდეთ. კვლევებმა უჩვენა, რომ ძნელად მოსახელთებელ ქალებს უფრო მეტად არ აფასებენ. პაემნის დანიშნვისას უმჯობესია დათანხმდეთ, თუმცა არაორაზროვნად აგრძნობინოთ, რომ სხვა კავალერს უარით გაისტუმრებდით.
პირველი პაემანი ამაღელვებელი გახადეთ. სხვა ადამიანებს უფრო სექსუალურად მიმზიდველად აღვიქვამთ, როცა თავადაც ღელვას განვიცდით. გაითვალისწინეთ ეს და მშვიდი, რომანტიკული ვახშამი სხვა დროისთვის გადადეთ. პაემანი დაიწყეთ რაიმე უფრო „დრაივით", მღელვარება და ემოცია გახდება სიყვარულის კატალიზატორი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 906 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-11-23, 8:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024