♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » * * * * * * * * * * *
10:54 PM
* * * * * * * * * * *

არასოდეს არის ღამე ისეთი ბნელი, როგორც გამთენიისას... არც შიშია სხვა დროს ასე საგრძნობი...
ღამის საფარველი გრძნობებს სურვილისამებრ უცვლის ელ-ფერს, გეგონება ამის უფლება ჰქონდეს... ან რატომაც არა?
პანიკური შიში... იმისი რაც დღის შუქზე ოდნავადაც ვერ აგაღელვებს...
ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე...
შიში რისი?
იმისი, რომ ხვალინდელი დღე გათენდება... მაგრამ უშენოდ...
რომ სამყარო გააგრძელებს არსებობას, მაშინაც კი, როცა შენს სხეულს მიწას მიაბარებენ...
როცა... არ იქნები შენ... ისინი ვინც გიყვარს... ვისთანაც არაფერი გაკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ეუბნები გამარჯობას...
პანიკური შიში...
რომ არ გათენდება...
მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ყველა ნატრობს... არარსებობას... და რეალურად ვერ აცნობიერებს მის ნამდვილ დატვირთვას...
ადამიანი ყველაფერს თავისი საზომით ზომავს - სამყარო მის გარეშე ვერ იარსებებს...
...მაგრამ ის არსებობს... მის გარეშეც, სხვის გარეშეც...
კიდევ ერთი მზის სხივი... განთიადი... ცვარი...
"ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა...”
ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე... პანიკური შიში სამყაროს მარტო დარჩენის... უშენოდ... ის კი არსებობს უშენოდაც დიდი ხანია...
მწვანე მდელოდან უსაზღვრო ცაში ნარ-ნარ ჩაცურება...
შეგრძნება ვარდნის... ეს სიკვდილი არაა...
სიკვდილი ის წამებია... გამთენიისას ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე რომ გიმძიმებენ ფიქრებს... მზეს რომ ჩასცქერი თვალებში და... სიბნელეა...
პანიკა...
ღამის დასასრულს, მზის ფაქიზი სხივებით შავ-ბნელი უფსკრულის დეკორაციების ჩანაცვლებამდე... ბოლო წამები... სიკვდილია... შიშით...
რომ გათენდება დღე უშენოდ...
ადრე თუ გვიან აუცილებლად.


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024