ხან ქუჩაში ვარ გადებული, დავდივარ გზა–გზა, ხან დირეზე ვარ ჩამომჯდარი შენს სახლის კართან. შენ თუ გართობა განგიზრახავს შესვი ფიალა, რა ავსებს იცი? ჩემი სისხლითგულის იარა. მერე ღვინოთი ჩაიარე ჩემს საფლავისკენ, ეს სისხლის ტიტაც შენთვის ყვავის, ჩემთვის კი არა. ზოგჯერ გაკვირვებს უცნაური კანონი ღმერთის ტიტას მაგიერ,სარეველას გაწვდიან ეკლის. როგორც მინდოდა, სტრიქონები მეძებნა ცაში, შენ, გულის მხარეს, ბასრი დანა ჩამასვი მხარში. მე ვერ მოგხიბლე ვერც კოცნით და ვერც ყვავილებით ჩემი სიკეთე დაივიწყე ისროლე წყალში. შეხედე ხე ვარ, სისხლისფერი ცრემლად ქცეული, ჩემი ფესვები გახმა, ცრემლის გუბეში წოლით. რად გამიჩინე ნეტავ ეჭვი, შენზე ფიქრებით, მეგონა ფეხქვეშ მდელოს მფენდი შენ კი პირიქით. ორ რამესა გთხოვ, ერთის მაინც, იმედი მქონდეს, არ დაივიწყო რასაც ვწუხვარ, რისთვისაც ვგოდებ. სადაც გაივლი, წინ ვარდივით გადავიშლები, შენს განვლილ გზაზე, დარჩენილი მტვერი ვიქნები. აქ მეც კაცი ვარ და სუსტი ვარ შესაფერ ლერწყმის, ჩემი გონება სხვის მშვენებას არასდროს ერწყმის. როცა მისწყვდება, შენი კაბის ჩუმი შრიალი, შენს ფანჯარასთან გავჩერდები მკერდნატყვიარი! ჯობს დავიტანჯო, არ მერჩიოს ტკივილისთმობა უსიყვარულოდ გულს მოელის, უდროოდ ჭკნობა! მიხეილ ჭიჭინაძე მას გაუფრთხილდი რაც გიყვარდეს, ასეა წესად, თუ დაგემსხვრევა გული ქვაზე დაიწყებ კვნესას. შენ თუ შორსა ხარ, მკერდმა გული რით დაიტიოს, ჩემმა გონებამ სხვა იმედი რისთვის იძიოს. ის არ ვიცოდი, რომ სიბერე ადრე მელოდა, სიკვდილს სამიზნედ გავუხდივარ და დავძაბუნდი. ლექსების ვალი არ მცოდნია, ახლა შევიტყვე, ქვეყანას დარჩა სარეველა, ბედისგან კრული. სული და ხორცი ერთი არის უნდა იცოდე, სულით და ხორცით სატრფოსათვის უნდა იწვოდე. გამხადა შენმა სიყვარულმა წყვდიადის მკვიდრი, მომტეხე ფეხი, ზეცისაკნ რითიღა ვილტვი. ვინც მიყვარს, თუ ის სიყვარულით ვერ აღიგზნება, ამ ტკივილისგან ჩემი გული ვერ დაიხსნება. შენც მოიკითხე გული შენთვის ანაძგერები, მოდი, ერთ ღამეს მანეტარე შენი ფერებით. მიხეილ ჭიჭინაძე ვარდთან მსურს მისვლა, დამხობა და მოდრეკა მუხლის. მის კალთის ცრემლით ამოვავსებ, გავუმხელ წუხილს. სატრფოს ხატება აღუბეჭდავს ჩემს გულის ფიცარს, ისე ბასრია სიყვარული, გაგიყრის ისარს. მიხეილ ჭიჭინაძე რომც დაგიმალო, ნათელია, მე რაც მაწუხებს, ვერ დავეხსენი სიყვარულის მძიმე მარწუხებს. მინდა ვემონო გულის წადილს, შენ ნუ დამიშლი, ოცნებით შენზე, გზა სავალი, ნუღარ წამიშლი მიხეილ ჭიჭინაძე
|