♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » სიყვარული
2:58 PM
სიყვარული


დ.ა.მ.ე.ლ.ო.დ.ე
გახსოვს ჩემო ერთადერთო
როგორ ამიხსენი სიყვარული
მემამიტივით რომ გიყურებდი
ჩემთვის იყო დიდი სიხარული
შენი ალერსი და მოფერება
ეხლაც მახსოვს ჩემო სანატრელო
სიყვარულით სავსე გამოხედვა
ჩემი გაბუტება
შენი თბილი ჩახუტება
შენი ღიმილი და გაცინება
იცი როგორ მენატრება
ის დღე გახსოვს რომ გამბერე
ნაყინების ნაჭამი
ის დღე იყო რომ მაჩუქე
ძვირიანი კალამი
და რომ მთხოვე
"დამიწერე ლექსი-ჩემი წამალი"
სკოლიდან რომ მოვდიოდი
თვალი როგორ ჩამიკარი
მერე ჩემსკენ მოდიოდი
გულში უნდა ჩაგეკარი
ის სკამი ხო გახსოვს ?
ჩვენი კარგი მეგობარი
როგორ ვსეირნობდით მის გარშემო
ვისვენებდით იქვე ჩამომჯდარი
რომ არ გვყოფნიდა დილა კარგო
და ვმესიჯობდით მთელი ღამე
აივნიდან კონცებს გიგზავნიდი
დაგვცინოდა ალბათ მთვარე
ჩემი იუბილე გახსოვს ?
რომ მაჩუქე სუნამო და თეთრი ვარდი
რომ ვიცეკვეთ ერთად კარგო
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს
ვარდის ფურცლები მათოვს...
ჩემო ტკბილო სიყვარულო
ტკბილად მახსოვს ჩვენი 2 წელი
მართალია აღარ მოხვალ
მე კი მაინც გელი
გვირილები გახსოვს ....
გვირილები შენი ნაჩუქარი
დღეს მე გიდებ გულზე კარგო
დამჭკნარია მაგრამ სანუკვარი
გთხოვ არ დაივიწყო ჩემი თავი
იცოდე რომ მოვალ
ღია გქონდეს კარი ...



დამიძახე და მოვალ...

როცა გაწვიმდება
ცა იქუხებს მკაცრად
შეგეშინდება...დამიძახებ
და მოვალ...
როცა თოვლი გაწვიმდება
არემარეს გაათეთრებს უმალ
გუნდაობა მოგინდება...
დამიძახებ და მოვალ
როცა შემოდგომის
ყვითელ ფოთლებს ეალერსები
ცრემლებს უმატებ ბალახის ნამს
მარტოდ იგრძნობ თავს
დამიძახებ და მოვალ..
იმავე წამს ...
როცა ქუჩაში სეირნობისას
ვიღაც მოგყვება უკან
ნუ შეშინდები
დამიძახე და მოვალ...
თუ მოგენატრა...ბურთით თამაში
და თუ ბავშვობა გიხმობს მასთან
ნუ ატირდები ჩემო პატარავ
მოვალ, და ერთად წავიდეთ მასთან ...
თუ მოგინდება გაფრენა ცასთან
და თუ ოცნების ახდენას ელი
დამიძახე და მოვალ...
მე ხომ ამდენ ხანს გელი...
მოვალ...ისევ იმ ცის ქუხილად...
წვიმად...თეთრ ფანტელებად...
შემოდგომის ხმელ ფოთლებად...
უკან გამოგყვები
როგორც ტკბილი ბავშვობა...
დაგიბრუნდები ჩემო ლამაზო
აუხდენელი ოცნება შენი..


თოვს...თოვს...თოვს....

ისევ თოვს
ზამთარმა თეთრი საბანი მოხვია ქალაქს
დახრილ ხეებს უფრო ამძიმებს თოვლი
ღრუბელი ცას ისევ მალავს
ფანჯრის მინებზე ბავშვები ვხატავთ
შემოდგომის ფოთლები მიწას ჩაუყლაპავს
შიშველი ტოტები თოვლს დაუფარავს
მონატრება ფიქრებს ტანჯვას ასწავლის
ცრემლები გაყინულა მარტოხელა ქალის
მოხუცი შავი ქოლგის ქვეშ დადის
ზეცა თეთრ ფიფქებს ირგვლივ ფანტავს
გამყიდველი მზესუმზირას ხალავს
და თოვს...თოვს....თოვს....
მოდის ფიფქები ისევ უდარდელად
უსახლკაროებს არ აქცევს ყურადღებას
მოდის... ზამთრის აფრქვევს სურნელებას
ეკლესიაში დაჩოქილი კაცი ღმერთს ევედრება
იქნებ უბრალოდ თოვლს ემალება....
მოკლედ პატარა ქალაქს ზამთარი ეუფლება ...
ეეხ... შემოდგომა მენატრება....


ცრემლებად ვღვრი

ცრემლებად ვღვრი სიყვარულს
იცით როგორ მიწვალებს გულს?
ვეცდები დავმშვიდდე
გამოდის განა ?
მონატრებამ სიკვდილისთვის გამამზადა
და უკვალოდ მატარა
ცრემლებად ვღვრი ჩემ ოცნებას
რა ვუყო ამ ნისლიან გონებას
როგორ შევეგუო ამგვარ ცხოვრებას
ცრემლებად ვღვრი მოგონებებს
ტკბილ და სატნო გრძნობებს
ისე მომენატრა...როგორ მომენატრა
ჩემი მაშინდელი ნატვრა
მომენატრა ოცნებების ხატვა
ვხატავდი...ვხედავდი ... ვღელავდი...
ცრემლებად ვღვრიდი
და ვღვრი
მარტოობას ამ ცხოვრებას
და სიკვდილს ვუღიმი :)

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1358 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:44 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024