დასრულდა ცრემლებით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა, პირქუში სიზმარივით გამიმეტე ასე თავნება და ნებიერა
არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს, მართლა კარგი ვარ და სასურველი, მიკვირს _ადექი და შემელიე, მიკვირს _ უჩემობას გაუძელი...
ვაი _ შენ თორე მე რა მიჭირს _ მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდე-ნიააა!.. ჩემებრ თავქარიანს სადა ნახავ?
|