♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » მარადიული გრძნობა სიყვარული 2
9:07 PM
მარადიული გრძნობა სიყვარული 2


–აბა რა გითხრა?ჯერ ხომ არ დამითვალიერებია, მაგრამ რასაც აქედან ვხედავ მომწონს.–ვუთხარი მას.–ლევანის აივნიდან რამდენიმე ძველებური სტილის აივნიანი სახლი მოჩანდა. ეს სახლები თანდათან იძირებოდნენ ნისლის ღრუბლებში.სულ მალე კი მათი დანახვა თითქმის შეუძლებელი გახდა.
–დღეს ნისლია, და თან დაღამდა. ამიტომ ხვლ დავათვალიეროთ ქალაქი კარგი?
–კარგი, მაგრამ ხვალაც რომ ნისლი იყოს?
–არა მგონია, იმედია ქარი გაფანტავს და კარგი ამინდი დადგება.–უეცრად გამახსენდა რომ ლევანისთვის არაფერი მითქვამს სალომეზე. ამიტომ მოვუყევი რაც გადამხდა, და ისიც ვუთხარი თუ რა გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ.
–ვაა, გუგა შეყვარებულია.–დაცინვით თქვა მან.
–მერე რა , სიყვარული სამარცხვინოა?და თან ხომ გითხარი რომ ეს მთლიანად სიყვარული არ არის.
–კაი გეხურე. ესეიგი მისამართი იცი?
–კი მაგრამ მე არ ვიცი სად არის მელანქოლიის ქუჩა.
–მაგაზე ნუ ღელავ მე ვიცი. ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს აქ ვატარებ. ამიტომ სიღნაღის ყოველ კუთხე კუნჭულს ვიცნობ. ხვალ ერთად მივიდეთ სალომესთან.
–მაგრად დამეხმარები თუ წამომყვები, მარტო მისვლა მრცხვენია.–ვუთხარი მე.
–რამდენიმე წუთი კიდევ ვიყავით აივანზე, მაგრამ სიცივემ შეგვაწუხა და ლევანის ოთახში შევედით. საერთოდ დასაძინებლად დავწექით, მაგრამ არც მე და არც ლევანს არ დაგვიძინია. მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ, მხოლოდ დილისაკენ ჩაგვეძინა.
ლევანი მართალი გამოდგა მეორე დღეს ქუჩებში ნისლი აღარ იყო.
ქალაქში მზიანი ამინდი იდგა. მე და ლევანი ქუჩაში გავედით. გადავწყვიტეთ ჯერ სიღნაღი დაგვეთვალიერებინა, შემდეგ კი სალომესთან მივსულიყავით და აბონიმენტი მიგვეცა.
სიღნაღი მართლაც ულამაზესი ქალაქი ყოფილა. კრამიტით გადახურულმა აივნიანმა სახლებმა, ქვით მოკირწყლულმა ქუჩებმა, ძველებურმა ლამპიონებმა, პატარა სკვერებმა და უმშვენიერესმა ქანდაკებებმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ზოგი ქანდაკება მოქანდაკის ფანტაზიით იყო შექმნილი, ზოგიც რომელიმე წიგნის პერსონაჟს განასახიერებდა.
სიღნაღის სკვერები სიყვარულით იყო გაჟღენთილი. აქ ყოველ მეორე სკამზე იჯდა შეყვარებული წყვილი. ჩემთვის გავიფიქრე ტყუილად კი არ დაურქმევიათ სიღნაღისთვის სიყვარულის ქალაქი მეთქი.
ლევანი ექაკურსია მძღოლობას მიწევდა, მე კი ჩემი ციფრული ფოტოაპარატით ფოტოებს ვიღებდი. მალე ჩვენ მოედანზე გავედით რომლის შუაგულში შადრევანი იყო. შადრევნის თავში ქორბუდა ირემი იდგა. შადრევნიდან ამოვარდნილი წყალი შხეფებად იფრქვეოდა და ირემს ასველებდა. დასველებული ირემი კი მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. ლევანის ქუჩაზე მდგარ სახლებთან შედარებით, მოედნის გარშემო უფრო დიდი და ლამაზი სახლები იდგა. თავი პატარა ზრაპრულ ქალაქში მეგონა.
–აი ეს არის სიღნაღის ცენტრი–მითხრა ლევანმა.
–შადრევნიდან რამდენიმე ნაბიჯში იწყებოდა ქვის კიბე, რომელსაც ქორწინების სახლში ავყავდით. შენობის პირველ სართულზე იყო თაღები, მათ შუაში, კედელზე, ოქროსფერი ასოებით ეწერა „ქორწინების სახლი". თაღების მიღმა იყო შესასვლელი სადაც შეყვარებული წყვილები თავიანთი ქორწინების დასადასტურებლად შედიოდნენ და ხელს აწერდნენ ქაღალდს, რომლის მიხედვითაც ისინი ცოლ–ქმარი ხდებოდნენ.
–ესეც სიყვარული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა–გავიფიქრე მე.
–გუგა ეს ქორწინების სახლია. იცი აქ შეყვარებულებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოაწერონ ხელი. თუნდაც შუაღამეს.–მითხრა ლევანმა–უეცრად წარმოვიდგინე რომ მე და სალომე ქორწინების სახლში შევდიოდით, ხელის მოსაწერად. სალომეს თეთრი კაბა ეცვა მე კი კოსტუმი. ორივე ვიცინოდით და გვიხაროდა, რომ მალე ცოლ–ქმარი გავხდებოდით.
–გუგა! მისმენ?–გაბრაზებულმა მკითხა ლევანმა.
–რაა?..ჰო...ჰო...გისმენ. უბრალოდ ოცნებებში წავედი და...
–სხვა დროს მითხარი, რომ დააპირებ ოცნებებში წასვლას და გავჩერდები, ენას აღარ დავიღლი ლაპარაკით.
–კაი კაი გეყოფა, ნუ დაიწყე ჩვენი ისტორიის მასწავლებლივით.
–ჰო კარგი. ახლა მუზეუმში წავიდეთ, და მერე შენს სალომესთნ.
–აი ეს უკვე მომწონს.
–სანამ მუზეუმამდე მივიდოდით, ჩვენ ვნახეთ თეატრისა და მერიის შენობები. მოჩუქურთმებული თეატრის კედლებისა და მერიის კოშკის ნახვის შემდეგ, მე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ პატარა ზღაპრულ ქალაქში ვიყავი.
–აი ეს არის მუზეუმი, წამო შევიდეთ.–მითხრა ლევანმა როცა მერიას გავცდით, და მან გრძელ თეთრ შენობაზე მიმითითა.
–მოდი ჯერ სალომესთან მივიდეთ, კარგი?–მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე მენახა სალომე.
–კარგი, წამოდი აი ეს არის მელანქოლიის ქუჩა–და ლევანმა ხელი ჩემგან მარჯვნვ გაიშვირა. ჩვენ ჩავუყევით დაღმართს და მელანქოლიის ქუჩაზე გავედით. ქუჩის ორივე მხარეს სხვადასხვა ფერის, პატარა, კოპწია სახლები იდგა. მათ კარებთან ნომრები ეწერათ. მე და ლევანი ქუჩას მივუყვებიდით და ნომრებს ვკითხულობდით.
–პირველი,მესამე მეხუთე, მეშვიდე–ვამბობდი მე. უკნიდან მესმოდა–მეორე, მეოთხე, მეექვსე, მერვე.
–მეექვსე?–ვკითხე ლევანს.
–ჰო, მეექვსეში ცხოვრობს?
–მგონი, როგორც მახსოვს იმ ქალმა მითხრა მელანქოლიის ნომერ ექვსშიო.
–კარგი მაშინ დააკაკუნე.
–დავაკაკუნებ, მაგრამ მერე რა ვუთხრა?
–უთხარი რომ მისი აბონიმენტი იპოვნე და მერე მიეცი. დანარჩენს ლაპარაკში მოიფიქრებ.
–შენ ხომ აქ იქნები?–ვკითხე ლევანს.
–ჰო, აბა ასეთ რთულ მომენტში ხომ არ მიგატოვებ–სიცილით მითხრა მან.–მოიცა.
–რა?
–აბონიმენტი ამოიღე.
–ეგ სულ დამავიწყდა.–ჯიბიდან აბონიმენტი ამოვიღე და დავაკაკუნე.–კარი სალომემ გააღო. ის ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო ვიდრე ფოტოზე.
–გისმენთ–თქვა მან. მე ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი.
–იცი მე შენი აბონიმენტი საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნში ვნახე.–და სალომეს აბონიმენტი მივეცი.
–თავიდან ცოტა დაიბნა შემდეგ კი მითხრა-დიდი მადლობა...აი თურმე სად ყოფილა, მთელი სახლი გადავატრიალე მაგრამ ვერ ვნახე. ალბათ წიგნში სანიშნად რომ ჩავდე იქ ჩამრჩა, აბა სხვანაირად წიგნში როგორ მოხვდებოდა, მაგრამ მერე რომ გადავშალე რატომ ვერ ვნახე?
–ალბათ ღრმად ჩასრიალდა.–დავეხმარე სალომეს გამოძიებაში.
–ალბათ, თორემ აუცილებლად ვნახავდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ამის გარეშე კარგა ხანს ვერ მივიდოდი „სონბიეგრადაში". შენ რა გქვია?–მკითხა მან.
–მე გუგა.
–მე სალომე, თუმცა უკვე გეცოდინებოდა ჩემი სახელი.
–ხო აბონიმენტზე ეწერა. გაიცანი ეს ლევანია, ჩემი მეგობარი.
–სასიამოვნოა.
–ჩემთვისაც.–უთხრა ლევანმა.
–ქუჩაში რატომ დგახართ, შემოდით სახლში.–შეგვიპატიჟა სალომემ თავისთან.
–არა, არა, თუ გინდა დღეს საღამოს სკვერში შევხვდეთ ერთმანეთს.–ეს სიტყვები ჩემდა უნებურად ვთქვი. ალბათ ეს იმ „უსახელო" გრძნობის ბრალი იყო, რომელიც მე სალომეს მიმართ მქონდა.
–საღამოს რატომ? ახლა წავიდეთ, სახლში მაინც მომეწყინა.–ეს პასუხი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. მეგონა მეტყოდა, ახლა არ მცალია სხვა დროს იყოს, მშობლები არ გამომიშვებენ, ან რაღაც მაგდაგვარს, მაგრამ...
–მე სალომე და ლევანი სკვერში წავედით.
–ჩემი სიღნაღის მისამართი საიდან გაიგე?–მკითხა სალომემ.
–შენს მეზობელს ვკითხე თბილისში.
–და ამდენი რატომ იწვალე?
–უბრალოდ, სიღნაღში მოვდიოდი, ლევანმა დამპატიჟა და ვიფიქრე ბარემ კეთილ საქმესაც გავაკეთებ მეთქი–ვიცრუე მე.
–ააა, გასაგებია. შენ რა კეთილი ადამიანი ყოფილხარ, და რამდენი წლის ხარ?
–16ის, შენ?
–მე 15ის. ახლა რომელ სკვერში დავჯდეთ?
–რა ვიცი, თუ გინდა მუზეუმის წინ რომ არის იქ.
–კარგი.
–მე ცოტა ხნით დაგტოვებთ და მალე მოვალ, პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი.–გვითხრა ლევანმა, როცა სკვერში მივედით.
–კარგი–ვუთხარი მე.
–აქ იქნებით ხომ?
–ჰო აქ ვიქნებით.
–აბა წავედი.–გვითხრა ეს და წავიდა. მე და სალომე კი ახლომდებარე სკამზე დავსხედით.
–ისე ის წიგნი, მისტიკური სამყარო მოგეწონა?–მკითხა სალომემ.
–კი მომეწონა შენ?
–მეც.–შენი საყვარელი მწერალი ვინ არის?
–ოსკარ უაილდი, შენი?
–აგადა კრისტი.
–მე აგადას „აღმოსავლეთის ექსპრესი" მომწონს.
–მე ოსკარის „ბროწეულის ხე".
–„ბროწეულის ხე" ჩემი უსაყვარლესი წიგნია.–ვუთხარი მე. სალომესთან საუბარი იმდენად მსიამოვნებდა რომ შემეძლო მთელი ცხოვრება მასთან მელაპარაკა. ესეც ალბათ იმ „უსახელო" გრძნობის ბრალი იყო. ჩვენ დაახლოებით 2 საათი ვლაპარაკობდით. ამ ხნის განმავლობაში უამრავ თემას შევეხეთ. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით ცისფერი ციდან ყვითელმა მზის ბურთმა ჩასვალა დაიწყო.
ქალაქში დაბნელდა. ლევანი არსად ჩანდა. მე და სალომე ისევ ვლაპარაკობდით. ჩემთვის ვიფიქრე რა მალე დავუახლოვდით ერთმანეთს მეთქი.
–უკვე დაბნელებულა, რა მალე გასულა დრო, როგორ ვერ შევამჩნიე.–მითხრა სალომემ.
–საერთოდ ლაპარაკში დრო მალე გადის–ვუთხარი მე.
–ჰო მართალი ხარ. წავედი ახლა სახლში, თორემ ინერვიულებენ, არ იციან აქ რომ ვარ.
–მიგაცილებ.
–კარგი.–ის იყო ავდექით, რომ ლევანი გამოჩნდა.
–წამო მივაცილოთ სალომე სახლში.–ვუთხარი მას.
–ჰო წამოვალ.–ჩვენ გავუყევით ლამპიონებით განათებულ ქუჩას.
–ხვალ გავისეირნოთ?–ვკითხე სალომეს.
–კი.
–მაშინ დილას გამოგივლი.
–კარგი.–მალე სალომეს სახლთან მივედით. ჩვენ მას დავემშვიდობეთ და სახლში წავედით.
–საქმე გქონდა არა?–გაბრაზებულმა ვკითხე ლევანს.
–მარტო ხომ უნდა დამეტოვებინეთ.
–რატომ?
–იმიტომ რომ მარტო უფრო კარგად გაიცნობდით ერთმანეთს.
–ჰო მართალი ხარ მაგრამ...
–ასე ჯობდა და მორჩა. ისე ამდენი ხანი რაზე ლაპარაკობდით?
–შენ ის მკითხე რაზე არ ვილაპარაკეთ. ბიჭო ხვალ სად წავიყვანო, მე ხომ სიღნაღს კარგად არ ვიცნობ.
–ნუ გეშინია არ დაიკარგები, პატარა ქალაქია. ამ გზას რომელზეც ახლა ჩვენ მივდივართ, პირდაპირ გაყევით და ეკლესიას ნახავთ. შემდეგ ცოტა წინ წადით და ციხე დაათვალიერეთ. მერე მუზეუმი მოინახულეთ. და თუ გინდა თეატრის გვერდით რესტორანი რომაა, იქ დაპატიჟე. აბა სხვა რა გითხრა?
–კარგი, ეგრე ვიზამ.
მეორე დღეს, სალომეს გავუარე.
–სად წავიდეთ?–მკითხა მან.
–მოდი ჯერ ეკლესია და ციხე მოვინახულოთ, შემდეგ კი მოვიფიქროთ სად წავიდეთ.
–კარგი–სხვათაშორის, ეკლესიის მიგნება არ გამჭირვებია. რადგან მას იმდენად მაღალი გუმბათი ჰქონდა რომ შეუძლებელი იყო, არ დაგენახა. ეკლესიაში სანთლები დავანთეთ. შემდეგ კი ციხე მოვინახულეთ. ციხის კოშკიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, იქიდან მოჩანდა უსაზღვრო სივრცე, რომელსაც დასასრული არ უჩანდა.
–ახლა მინდა, რომ ფრთები მქონდეს, აქედან გადავეშვა და გავფრინდე–მითხრა სალომემ.
–ეგ მეც მინდა.–რამდენიმე წუთი გავცქეროდით უკიდეგანო სივრცეს და ვტკბებოდით იმ სილამაზით, რომელიც ჩვენს წინ იყო.
–ახლა სად წავიდეთ?–მკითხა სალომემ.
–მუზეუმში გინდა?
–კი.–ჩვენ მუზეუმისკენ გავწიეთ. იქ მისულებს ბევრი ექსპონატი დაგვხვდა. ჩვენ თან ვლაპარაკობდით და თან ექსპონატებს ვათვალიერებდით. რამდენჯერმე სიგნალიზაციის ხმა მოგვესმა. გაგვიკვირდა, რა ხდება თქო. შემდეგ გავიგეთ, რომ მუზეუმში დაცულ ექსპონატებზე ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ ზოგიერთი დამთვალიერებელი მაინც უღებდა და ამის გამო სიგნალიზაცია ირთვებოდა. სიგნალიზაციის ხმა მალევე წყდებოდა. ლაპარაკ–ლაპარაკში ერთ ვიოლინოს მივუახლოვდით.
–რა ლამაზი ვიოლინოა–თქვა სალომემ.
–ჰო–ვიოლინო მართლაც ლამაზი იყო. ის უამრავი ორნამენტით იყო მორთული.
–გახსოვს „მისტიკურ სამყაროში" „სიყვარულის მკვლელ" ვიოლინოზე რომ ეწერა? შენი აზრით მართალია ეგ ლეგენდა?–მკითხა სალომემ.
–არ ვიცი. მოჯადოების ამბები არა მგონია მაგრამ დანარჩენი შესაძლოა მომხდარიყო.–ვუთხარი მე.
–იცი რაშია საქმე? შეყვარებული წყვილები ხშირად შორდებიან ერთმანეთს. და შეიძლება უბრალოდ დამთხვევები იყო.
–ამდენი დამთხვევა? კი მაგრამ ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს არ შორდებიან? და იმას რითი ახსნი რომ აზამ ილიე სიმღერის დასრულების შემდგომ მიატოვა?
–წიგნში ეწერა, რომ ისტორიებში ბევრი რამ მართალი არ იყო. დიდი შანსია, რომ აზას და ილიეს ამბავი ისეთივე ზღაპარი იყო როგორც „კონკია". და მე არ მითქვამს, რომ არ არიან შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს არ ცილდებიან. უბრალოდ ამ ამბავს სხვა ახსნა არაა აქვს. შენ რა, მართლა გჯერა რომ ჯადოს გამო შორდებოდნენ ერთმანეთს შეყვარებული წყვილები? ან რა მიზეზით უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი „შავ ნიღბოსნებს"?
–არ ვიცი, მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1309 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:45 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024