მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » მარადიული გრძნობა სიყვარული
9:06 PM მარადიული გრძნობა სიყვარული |
წიგნების თაროებს ვათვალიერებდი, ვცდილობდი მეპოვნა წიგნი რომელიც იქნებოდა მისტიკური ჟანრის. ამ ჟანრში არის იდუმალებითა და ბურუსით მოცული ლეგენდები. ისინი ყოველთვის აღძრავენ ჩემში ინტერესს. სამწუხაროდ ჩემმა ძიებამ სახლში უშედეგოდ ჩაიარა.აღმოჩნდა რომ რაშიც მისტიკა ერია ყველაფერი წაკითხული მქონდა. გადავწყვიტე საჯარო ბიბლიოთეკაში წავსულიყავი. კატალოგში მალევე ვიპოვე ჩემთვის სასურველი წიგნი, რომლის სათაური იყო „მისტიკური სამყარო". მის წინასიტყვაობაში ეწერა–„წიგნში თავმოყრილია მისტიკური ლეგენდები, ისინი უთუოდ გააღვიძებენ თქვენში ინტერესს. არავინ იცის რამდენად მართალია ყოველივე, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მათში არის სიმართლის მარცვალი"–ეს სწორედ ის ყოფილა, რაც მე მინდოდა მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. სახლში მისულმა წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. პირველ ლეგენდას სახელად „სიყვარულის მკვლელი ვიოლინო ერქვა" ლეგენდის თანახმად , რუმინეთის ჰერცოგ ნიკოლაის ვაჟს, ილიეს და ბოშის ქალს აზას ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ილიემ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა აზა. ჰერცოგი წინააღმდეგი იყო მათი ქორწინების, არ უნდოდა მისი შვილის ცოლი, ვიღაც ღარიბი ბოშის ქალი გამხდარიყო. ის ყველანაირად ცდილობდა გადაეფიქრებინა ილიესათვის აზას ცოლად მოყვანა მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. ნიკოლაიმ დახმარებისთვის მაგს მიმართა. მაგმა მეტად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა. მან მოაჯადოვა ის ვიოლინო, რომლითაც სოლისტს უნდა დაეკრა იმ წვეულებაზე, სადაც ილიეს სურდა მისი ნათესავებისა და მეგობრებისთვის აზა გაეცნო. ჯადოს წყალობით ვიოლინოთი დაკრული მელოდია აზას ილიეს დაავიწყებდა. ჯადო იმოქმედებდა მაშინ, თუ დაკვრის წინ, სოლისტი ჩაიფიქრებდა, რომ მელოდიას უკრავდა მხოლოდ აზასა და ილიესათვის. ჰერცოგმა სოლისტს მოუყვა ვიოლინოს მაგიური თვისებების შეასახებ, და დიდი თანხის სანაცვლოდ შესთავაზა ჩაეფიქრებინა რომ ის უკრავდა მხოლოდ ილიეს და აზასთვის. სოლისტიც დასთანხმდა. ყველაფერი ისე მოხდა როგორც დაგეგმილი იყო. ილიემ აზა საცეკვაოდ გაიწვია. სოლისტმა ჰერცოგის დანაბარები ჩაიფიქრა და დაკვრა დაიწყო. დარბაზში მხოლოდ ილიე და აზა ცეკვავდა. სტუმრები მათ უყურებდნენ. ნიკოლაი მოუთმენლად ელოდა თუ რა მოხდებოდა. ცეკვის დროს აზას თანდათან ავიწყდებოდა ილიე. როცა სიმღერა დამთავრდა მან ილიე მიატოვა და სასახლიდან გაიქცა. ის თავის ბოშათა ბანაკში დაბრუნდა. ამის შემდეგ გავიდა დრო და ვიოლინო მოხვდა ერთ–ერთ მოხეტიალე მუსიკოსთა ჯგუფში. რომელსაც სახელად „შავი ნიღბოსნები" ერქვათ. ისინი დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ფულს დაკვრით შოულობდნენ. მათ სახეზე შავი ნიღბები ეკეთათ და სწორედ ამიტომ შეარქვეს „შავი ნიღბოსნები". ლეგენდაში ნათქვამია რომ ისინი უკრავდნენ მხოლოდ შეყვარებული წყვილებისთვის. ამბობდნენ იმასაც, რომ დაკვრის შემდეგ, შეყვარებული წყვილები ერთმანეთს შორდებოდნენ, და გოგო მიდიოდა უახლოეს ბოშათა ბანაკში ან მოხეტიალე მუსიკოსთა ჯგუფში.შემდეგ კი მათთან ერთად იწყებდა ხეტიალს ქალაქიდან ქალაქში. როგორც ჩანს ჯადო გონებას მხოლოდ გოგოებს უბინდავდა, რადგან ილიეს ახსოვდა აზა, აზას კი არა. ბიჭებს ახსოვდათ მათი შეყვარებული გოგოები, გოგობს კია არა. აღსანიშნავია ისიც რომ დაკვრის წინ, „შავი ნიღბოსნები" შეყვარებულებს ეკითხებოდნენ მათ სახელებს და მხოლოდ ამის შემდეგ უკრავდნენ. ისინი ქალაქს მალე ტოვებდნენ და გზას აგრძელებდნენ. ამბობდნენ იმასაც რომ ამ ჯგუფის წევრი იყო ის სოლისტი, რომელმაც ილიეს მიერ მოწყობილ წვეულებაზე დაუკრა. ერთი მხრივ აქედან გასაგებიცაა საიდან მოხვდა ვიოლინო ჯგუფში, მაგრამ გაუგებარია როგორ ჩაიგდო ხელში ვიოლინო სოლისტმა. ერთ დღესაც „შავი ნიღბოსნები" ჩავიდნენ თურქეთის ქალაქ სტამბულში. ქალაქის ცენტრში იყო მერიის შენობა. ამ ქალაქის მერი საქმიანი კაცი გახლდათ. ის სასტიკად ექცეოდა მათ ვინც მუშაობის დროს შეაწუხებდა. მერიის წინ იყო პარკი, რომელიც შეყვარებული წყვილების შეხვედრის საყვარელი ადგილი გახლდათ. „შავი ნიღბოსნებიც" ამ პარკში უკრავდნენ. ერთ დღეს მერი თავის კაბინეტში იჯდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საქმეს აგვარებდა. კაბინეტის ფანჯარა ღია იყო. ამ დროს პარკში „შავმა ნიღბოსნებმა" დაკვრა დაიწყეს. მუსიკის ხმამ მერს საქმის მოგვარეობაში ხელი შეუშალა. ის ძალზედ გაბრაზდა და დაცვას უბრძანა დილეგში ჩაეგდოთ მუსიკოსები. დაცვამ ბრძანება შეასრულა. მერმა „შავ ნიღბოსნებს" საკრავი ინსტრუმენტები ჩამოართვა.მას დიდი ანტიკვარული კოლექცია ჰქონდა და ადვილად შეეძლო ანტკვარული ნივთი ჩვეულებრივი ნივთისაგან გაერჩია. მერმა შეამჩნია, რომ ვიოლინო ძველი იყო და თან სათუთად ნაკეთები. გადაწყვიტა ის თავისი კოლექციისთვის შეემატებინა. რამდენიმე კვირაში „შავი ნიღბოსნები" გაათავისუფლეს. მათ თავიანთი ინსტრუმენტები მოითხოვეს. მერმა ვიოლინოს გარდა ყველა ინსტრუმენტი დაუბრუნა. „შავმა ნიღბოსნებმა" მოითხოვეს ვიოლინოც დაებრუნებინათ. მაგრამ მერმა მათ არ დაუბრუნა ვიოლინო. რამდენიმე დღეში უცნობმა პირებმა მერის სახლის გაქურდვა სცადეს. სახლი გაქურდვისგან მერის ქართველმა მსახურმა მიხეილ ჯაფარიძემ იხსნა. მან ქურდები დაინახა და დაცვას დაუძახა. ქურდებს შეეშინდათ და გაიქცნენ. და რადგან ჯაფარიძემ სახლი გაქურდვისგან იხსნა, მერმა ის დააჯილდოვა. ჯილდოებს შორის იყო „შავი ნიღბოსნების" ვიოლინო. ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯაფარიძემ მერის სახლი დატოვა და თავის სამშობლოში–საქართველოში დაბრუნდა. ვიოლინოც სამშობლოში ჩაიტანა. 46 წლის შემდეგ მიხეილი გარდაიცვალა. მან დატოვა ანდერძი, რომელშიც ეწერა რომ ვიოლინო გადაეცათ თბილისის ხელოვნების მუზეუმისათვის. მისი შვილები ისე მოიქცნენ როგორც ანდერძში ეწერა. ვიოლინო თბილისის ხელოვნების მუზეუმს გადასცეს. იბადება კითხვა როგორ? რატომ? რანაირად? მაგრამ ამ კითხვების პასუხი ისევ კითხვაა, განა ეს ყველაფერი მართალია? მაგრამ ფაქტია რომ „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო დღეს თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება. –საიდან სად მეთქი, გავიფიქრე ლეგენდის დასასრულს. გადავწყვიტე წიგნში დაწერილი სხვა ლეგენდები გადამეთვალიერებინა და მათგან ყველაზე საინტერესო წამეკითხა. ის იყო წიგნი გადავფურცლე რომ იქიდან რაღაც ლამინირებული ქაღალდი გადმოვარდა. ქაღალდის თავში ეწერა–აბონიმენტი. მის ქვემოთ სალომე მაყაშვილი. შემდეგ–მის: ქალაქი თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, მეორე კვარტალი, მეშვიდე კორპუსი, მესამე სართული. სულ ბოლოს კი–ლიტერატურული კლუბი „სონბიეგრადა" მის: ქალაქი თბილისი თავისუფლების მოედანი, საჯარო ბიბლიოთეკის შენობა, მეორე სართული. აბონიმენტზე აგრეთვე იყო სალომე მაყაშვილის ფოტო. ძალიან გამიკვირდა რომ ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნში ვიღაც სალომეს აბონიმენტი იდო. დავიწყე იმაზე ფიქრი თუ საიდან შეიძლებოდა აბონიმენტი წიგნში მოხვედრილიყო, მაგრამ ამაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ჩემი ყურადღება სალომეს ფოტომ მიიქცია. ფოტოზე აღბეჭდილმა მისმა ღიმილმა ერთიანად მომნუსხა. ის ძალიან, ძალიან ლამაზი იყო.მუქი ლურჯი თვალების მიღმა სიხარული და სევდა იმალებოდა. მართალია ეს ორი გრძნობა ერთად შეუსაბამოა, მაგრამ ისინი სალომეს თვალებში ჩანდა. სწორი ცხვირი და სახის დახვეწილი ნაკვთები, მას არაამქვეყნიურ სილამაზეს ანიჭებდა. თქვენ ახლა იფიქრებთ შეუყვარდაო, მგრამ ეს მთლად ასე არ ყოფილა. ეს გრძნობა იდგა მოწონებაზე მაღლა და სიყვარულზე დაბლა. თვითონაც არ ვიცი რა ერქვა ამ გრძნობას.–უეცრად ტელეფონმა დარეკა. მე ყურმილი ავიღე. –ალიო, გისმენთ. –გუგა როგორ ხარ?–ყურმილიდან ჩემი მეგობრის ლევანის ხმა მოისმა. –რა ვიცი ვარ რა, შენ? –არამიშავს, ბიჭო ჩემთან სიღნაღში 2კვირით წამოხვალ? –რაა?..ააა..არ ვიცი...–დავიბენი მე. –წამოდი რა, არ მინდა მარტო წასვალა. –ბიჭო თუ მშობლებმა გამომიშვეს წამოვალ.–ფეხს ვითრევდი, რადგან რატომღაც არ მინდოდა სიღნაღში წასვალა. –მიდი კითხე. ახლა სახლში არ არიან და რომ მოვლენ ვკითხავ. –კარგი, მაშინ რომ კითხავ დამირეკე. –რა თქმა უნდა. –აბა დროებით, –კარგად.–არ ვიცოდი წავსულიყავი თუ არა, ალბათ ლევანს არას ვეტყოდი,მაგრამ რომ სწყენოდა? მოდი ამაზე მერე ვიფიქრებ–ვუთხარი ჩემს თავს. იმ დროს სალომეს გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი და აბონიმენტი მიმეცა, თან გავიცნობდი. სალომეს სახლში მისვლა შემრცხვა, ამიტომ საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი, ვიფიქრე იქნებ იმ ლიტერატურულ კლუბში იყოს მეთქი. ბიბლიოთეკაში თან წიგნი წავიღე–მაშინ აღარც წიგნი მაინტერესებდა.–ბიბლიოთეკარს წიგნი მივეცი და თან ვკითხე.–უკაცრავად, ამ შენობაშია გახსნილი ლიტერეტურული კლუბი „სონბიეგრადა"? –დიახ–მიპასუხა მან. –და კლუბში რას აკეთებენ?–დავინტერესდი მე. –სონბიეგრადაში გაწევრიანებულები არიან ახალგაზრდა ნიჭიერი პროზაიკოსები. მათ კლუბში უტარდებათ ლიტერატურის და გრამატიკის გაძლიერებული გაკვეთილები, აწყობენ ლიტერატურულ საღამოებს, სადაც პატიჟებენ ცნობილ მწერლებს. –და შემთხვევით ხომ არ იცით როდის არის „სონბიეგრადას" გაკვეთილები? _რადგან ახლა ზაფხულია და ბავშვები დასასვენებლად წავიდნენ, გაკვეთილები შეწყდა, მაგრამ სექტემბრიდან განახლდება. საერთოდ კი გაკვეთილები ყოველ პარასკევს ტარდებოდა. –ბიბლიოთეკარს მადლობა გადავუხადე და ქუჩაში გავედი. სხვა გზა არ იყო სალომესთან სახლში უნდა მივსულიყავი. ძალიან მრცხვენოდა მაგრამ... აბონიმენტზე დაწერილ მისამართს დავხედე, რამე არ შემეშალოს მეთქი. სალომეს კორპუსს ძლივს მივაგენი. მესამე სართულზე ავედი და ზარი დავრეკე. კარი არავინ გამიღო. რამდენჯერმე კიდევ დავაჭირე ზარის ღილაკს ხელი მაგრამ ამაოდ. ვიფიქრე იქნებ ბინა შემეშალა მეთქი, ამიტომ მოპირდაპირე კარზე დავრეკე ზარი. კარი შუახნის ქალმა გააღო. –უკაცრავად აქ ცხოვრობს სალომე მაყაშვილი?–ვკითხე მას. –არა შეგეშალა სალომე იქ ცხოვრობს–და ქალმა იმ კარზე მიმითითა, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ზარს ვრეკავდი.–მაგრამ ახლა არც სალომე და არც მისი ოჯახი სახლში არ გახლავს. სიღნაღში არიან დასასვენებლად წასულები. რამე ხომ არ გადავცე რომ ჩამოვა? –არა, არა. და შემთხვევით სიღნაღის სახლის მისამართი ხომ არ იცით? _დიახ ვიცი. მაგრამ შენ ვინ ხარ? და რაში გჭირდება მისამართი?–ქალს შეეტყო რომ არ უნდოდა უცხოსათვის მისამართი მიეცა. –მე მისი მეგობარი ვარ და სალომეს სასწრაფოდ რაღაც უნდა გადავცე. –აჰ გასაგებია. გუშინ ჩამოვედი სიღნაღიდან, მათთან ვიყავი სტუმრად. თუ არ ვცდები მათი სახლი მელანქოლიის ქუჩის ნომერ 6–ში მდებარეობს. –ქალს მადლობა ვუთხარი და სახლში სახლში წავედი. აქამდე თუ სიღნაღში წასვლა არ მინდოდა, ახლა გული იქით მიმიწევდა. სიღნაღში თუ წავიდოდი, ლევანსაც გავახარებდი და სალომესაც ვნახავდი. სახლში მისულს მშობლები შინ დამხვდნენ. მათ ვუთხარი რომ ლევანი თავისთან–სიღნაღში მეპატიჟებოდა და ვთხოვე რომ გავეშვი მასთან. თავიდან უარზე იდგნენ რამე არ მოიწიოო. მაგრამ მერე ვუთხარი რომ ლევანის მშობლებიც იქ იქნებოდნენ.მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დავითანხმე. შემდეგ ლევანს დავურეკე. _ალიო გისმენთ._თქვა ლევანმა. –ალიო ლევან. –ხო გუგა. –ბიჭო დავითანხმე ჩემი მშობლები. –ესეიგი მოდიხარ?–მკითხა გახარებულმა. –ჰო მოვდივარ. –აუ რა მაგარია. –ჰო მართლა მაგარია.–გახარებული ვიყავი, ლევანთანაც გავერთობოდი და თან სალომესაც ვნახავდი. –ერთად მაგრად გავაჯაზებთ.–თქვა ლევანმა. –აბა რა, და როდის მივდივართ? –ეგ სულ დამავიწყდა რომ შენთვის მეთქვა. ხვალ საღამოს 5-საათზე მივდივართ. მამაჩემი წაგვიყვანს. –ძალიან კარგი, წავედი ახლა ბარგი ჩავალაგო თორემ ხვალამდე ვერ მოვწესრიგდები. –აბა შენ იცი. –კაი, აბა კარგად. მეორე დღეს მე და ლევანი სიღნაღში–სიყვარულის ქალაქში გავემგზავრეთ. მგზავრობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ჩვენ მალე მივედით ლევანის სახლში. რომ დავბინავდით, აივანზე გავედით. სიღნაღი ღამის წყვდიადში ეხვეოდა. ქუჩაში ნისლი ჩამოწოლილიყო. ლამპიონების შუქი ნისლში გასასვლელს ეძებდა. მართალია ბუნდოვნად მაგრამ მაინც ჩანდნენ ის ადამინები რომლებიც თავიანთი სახლების აივნებზე გადმომდგარიყვნენ. ზოგი მათგანი საუბრით ირთობდა თავს, ზოგიც ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდებს ადევნებდა თვალს. –მოგწონს სიღნაღი?–მკითხა ლევანმა.
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1422 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/3 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 9 სტუმარი: 9 მომხმარებელი: 0 |
|
|