♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » მარადიული გრძნობა სიყვარული 4
9:10 PM
მარადიული გრძნობა სიყვარული 4

დედამისი ტიროდა, მამამისი კი ნერვიულობისაგან ბოლთას სცემდა.
–შვილო ვერ ნახე სალომე?–მკითხა ქალმა და შეეცადა აღარ ეტირა.
–ვერა ვერ ვნახეთ. მე და ლევანმა მთელი ქალაქი შემოვიარეთ მაგრამ ამაოდ–სალომეს მშობლებს ლევანი გავაცანი.–ძალიან ვნერვიულობ, მგონი დროა პოლიციაში განვაცხადოთ.
–ჩვენ უკვე განვაცხადეთ. ძებნა დაიწყეს.–გვითხრა მამამისმა.
–სალომეს მესიჯებიც წავიკითხეთ, იქნებ იქიდან გავიგო რამე მეთქი, მაგრამ არაფერი, გარდა იმისა რომ დღეს 11 საათზე მისთვის უნდა გამოგევლო.
–და გამოვუარე კიდეც, მაგრამ ის უკვე წასული იყო...ნეტავ სად წავიდა...უიმისოდ ვერ გავძლებ, შეგიძლიათ მისი ფოტო მომცეთ, ხვალ ქუჩაში ხალხს ვაჩვენებ, იქნებ სადმე ნახეს. ასე უფრო დაჩქარდება სალომეს მოძებნა.
–ერთი სურათი გვქონდა და ისიც პოლიციაში მივიტანეთ. მაგრამ მისი ლიტერატურული კლუბის აბონიმენტზეა ფოტო. ახალავე მოგცემ.–მითხრა ქალმა. მან აბონიმენტი მომცა. მე და ლევანი დავემშვიდობეთ და სახლში წავედით. ნერვიულობისაგან ის ღამე თეთრად გავათენე. ლევანი კი მამშვიდებდა მაგრამ მე მაინც ვნერვიულობდი. თვალებიდან რამდენიმე ცრემლი წამომივიდა. მერე რა რომ ბიჭი ვარ, რა არ შეიძლება ბიჭმა იტიროს? ამ ცრემლებში იდო ჩემი დარდი. თითქოს ცრემლებს დარდისგან უნდა გაეთავისუფლებინა ჩემი გული, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. ჩემი გული ისევ სავსე იყო დარდის ღრუბლებით. და ამ ღრუბლების გაფანტვა მხოლოდ სალომეს გამოჩენას შეეძლო.
მეორე დღეს მე და ლევანმა დილიდანვე დავიწყეთ სალომეს ძებნა. ქუჩაში ხალხს ვაჩერებდით და სალომეს აბონიმენტს ვაჩვენებდით რომელზეც მისი ფოტო იყო. ვეკითხებოდით შემთხვევით ხომ არ ნახეს, მაგრამ ყველას პასუხი ერთი იყო–არა. შუადღეს ძებნით დაღლილები სკვერში დასასვენებლად დავჯექით.
–გუგა დამშვიდდი, დამიჯერე სალო გამოჩნდება.
–კარგი რა ლევან, ტყუილად მამშვიდებ, ვერ ხედავ არ ჩანს.
–გამოჩნდება, იცი მე შენთვის საჩუქარი მაქვს.
–მართლა? რა საჩუქარი?–ვკითხე გაკვირვებულმა.
–აი ეს–და ლევანმა ჯიბიდან წითელი შვეიცარიული ჯაყვა ამოიღო.
–ვაა... მაგარია, დიდი მადლობა–ვუთხარი მე.
–არაფრის–ვიფიქრე გავახარებ მეთქი.
ცოტა ხანი კიდევ ვიჯექით სკვერში. შემდეგ კი ძებნა განვაგრძეთ. გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შემოგვევლო ქალქის ქუჩები. გზაში ნაცნობი მუსიკის ხმა მომესმა. ეს, ის სიმღერა იყო რომელიც მე და სალომეს მუსიკოსებმა სკვერში დაგვირეკეს. ვიფიქრე იქნებ ამათმა ნახეს სალომე, ესენი ხომ მთელს ქალაქში დადიან თქო.
–ლევან წამო მუსიკოსებთან მივიდეთ.
–ვინ მუსიკოსებთან?–მკითხა გაკვირვებულმა.
–გამახსენდა რომ ლევანისთვის არაფერი მითქვამს იმ საღამოზე და მუსიკოსებზე,
მას ყველაფერი მოვუყევი, და ვუთხარი რომ შეიძლებოდა მათ ჰყავდათ ნანახი სალომე.
ჩვენ მუსიკის ხმას მივყევით. ის ერთ–ერთი სახლიდან მოდიოდა.
კარზე დავაკაკუნეთ, მაგრამ არავინ გაგვიღო. ლევანმა თქვა იქნებ ღიაა არისო.
კარი მართლაც ღია აღმოჩნდა. ჩვენ შეგვრცხვა დაუკითხავად შესვლა ამიტომ რამდენჯერმე დავუძახეთ მუსიკოსებს. მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, ალბათ მუსიკის გამო არ ესმით თქო. ხმას მივყევით, ის სხვენის ოთახიდან მოდიოდა. ჩვენ კარი გავაღეთ.
–სალომე?–დავიძახე გაკვირვებულმა. უეცრად კეფაში რაღაც მომხვდა და...
თვალი რომ გავახილე ისევ იმ ოთახში ვიყავი. მე ლევანს და სალომეს პირი აკრული და ხელ–ფეხი შეკრული გვქონდა. ჩვენ იატაკზე ვიჯექით. თავი ძალიან მტკიოდა. ჩვენს წინ ის სამი მუსიკოსი იდგა, რომლებმაც მე და სალომეს სკვერში სიმღერა მოგვიძღვნეს. მათ შავი ნიღბები ეკეთათ. შუაში მდგომს ხელში ვიოლინო ეჭირა. სალომე ერთ ადგილს მისჩერებოდა. ავნერვიულდი რამე ხომ არ დაუშავეს მეთქი. ლევანი ჩემს გვერდით იჯდა. ისევე როგორც ის მეც ვცდილობდი მუსიკოსებთან დალაპარაკებას. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, რა უნდოდათ ჩვენგან ამ სამ მუსიკოსს.
–ჟოზე გაუხსენი პირი ამას–შუაში მდგომმა მის მარცხნივ მდგომს ჩემზე მიუთითა. ჟოზე მოვიდა და „სკოჩი" მომხსნა.
–რა გინდათ ჩვენგან? რა დაგიშავეთ? რა უქენით სალომეს?–ვიყვირე გამწარებულმა.
–ჩვენ „შავი ნიღბოსნები" ვართ–თქვა შუაში მდგომმა, ყველაფერი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, თავი კოშმარში მეგონა.
–„შავი ნიღბოსნების" ისტორია კარგად ვიცი, ისინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ.
–მოკეტე, ენრიკე აუკარი პირი. ენრიკე ჩემთან მოვიდა და პირი ამიკრა, მისთვის კბენა მინდოდა მაგრამ ვერ მოვახერხე.
–ჩვენ უკვდავები ვართ. როგორც ხედავ შენ ჩვენი ისტორია გცოდნია, მაგრამ ის ისტორია რომელიც შენ იცი არასწორია. ახლა ყველაფერს მოგიყვები. მე ის სოლისტი ვარ რომელმაც წვეულებაზე დაუკრა. ნიკოლაიმ მომიყვა თუ რა შეეძლო ვიოლინოს და მითხრა რომ დიდ თანხას გადამიხდიდა თუ ვიტყოდი რომ ვუკრავდი მხოლოდ აზასა და ილიესათვის. მე უარი ვუთხარი. წინა დღეს ჩემმა შეყვარებულმა მიმატოვა და სხვას გაჰყვა ცოლად. თურმე მატყუებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა უყვარდა. იმ დღეს და მას შემდეგაც იმდენად გამწარებული ვიყავი, რომ მინდოდა შური მეძია გრძნობა სიყვარულზე და გამექრო ის. ამიტომ ნიკოლაის და მაგს ვუთხარი რომ ფულის მაგივრად ვიოლინო მოეცათ ჩემთვის. ისინი დამთანხმდნენ. მაგმა მითხრა რომ თუ ყველაფერს ისე გავაკეთებდი როგორც ნიკოლაიმ მითხრა მაშინ წვეულების შემდეგ კიდევ ერთ საჩუქარს გამიკეთებდა.
წვეულება რომ დამთავრდა მაგმა მითხრა რომ თუ მინდოდა ვიოლინოს გაუკეთებდა ჯადოს . ჯადოს წყალობით მე ვიცოცხლებდი მანამ, სანამ ვიოლინო იქნებოდა. მეც დავთანხმდი. ოღონდ ვთხოვე რომ კიდევ სამი ადამიანისთვის ყოფილიყო ეს ჯადო. რადგან არ მინდოდა ყველა ჩემი მეგობარი და ნათესავი რომ გარდაიცვლებოდა მე მარტო დავრჩენილიყავი. ამიტომ ჩემს სამ უახლოს მეგობარს ჟოზეს, მანუელს და ენრიკეს მოვუყევი ჯადოზე. და შევთავაზე ის სამი ადამიანი თვითონ გამხდარიყვნენ. ისინი დამთანხმდნენ. შემდეგ მაგმა ჩემს სამ საუკეთესო მეგობარზეც გააკეთა ჯადო. ჩვენ რამდენი წლისაც ვიყავით იმდენის დავრჩით. წლები არ გვემატებოდა და არ ვბერდებოდით. შეყვარებულს არა მარტო მე არამედ ჩემი სამივე მეგობარი იყო დაშორებული. ამიტომ ჩვენ ოთხმა გადავწყვიტეთ შური გვეძია სიყვარულზე და გაგვექრო ეს გრძნობა. ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ეს „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინოთი. ეს სახელი ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ.
ბევრ ქვეყანაში ვიყავით, ვსწავლობდით იმ ქვეყნების ენებს რომლებშიც მივდიოდით. დაკვრით თან სიყვარულს ვაქრობდით და თან ფულს ვშოულობდით. ჩვენზე ეჭვს არავინ იღებდა, რადგან შეყვარებულები ისედაც ხშირად შორდებიან ერთმანეთს. შეყვარებული გოგონები ჯადოს მიხედვით უახლოეს ბოშათა ბანაკში, ან მოხეტიალე მუსიკოსთა ჯგუფს უერთდებოდნენ. რადგანაც ჩვენ მალევე ვტოვებდით ქალაქს,ამიტომ მოჯადოებული გოგონები სხვა ბანკებში და ჯგუფებში მიდიოდნენ, რადგან ისინი ჩვენზე ახლოს იყვნენ მათთან. იყო რამდენიმე შემთხვევა როცა ჩვენთან მოვიდნენ მათ ჩვენს გარდა არავინ ახსოვდათ. ეს ჯადო მაგმა იმიტომ გააკეთა რომ აზა თავის ბოშათა ბანაკში წასულიყო. ბოშათა ბანაკი მოგზაურობდა, და თუ აზა ბანაკს შეუერთდებოდა, ილიე აზას ვეღარასდროს ნახავდა. მართლაც ასე მოხდა. მაგრამ ამ ჯადოს გამო ჩვენ ის გოგონები მოვკალით რომლებიც ჩვენთან მოვიდნე, არ გვჭირდებოდნენ და იმიტომ მოვკალით.
ასე გაგრძელდა მანამ, სანამ სტამბულში ჩავიდოდით. იქ დაგვაკავეს რადგან ჩვენმა მუსიკამ საქმის გაკეთებაში ხელი შეუშალა სტამბულის მერს. მან ჩვენ ინსტრუმენტები ჩამოგვართვა. როცა გაგვანთავისუფლეს მან ყველა ინსტრუმენტი დაგვიბრუნა გარდა ვიოლინოსი. ჩვენ ვიოლინო მოვითხოვეთ მაგრამ არ დაგვიბრუნა.
შემდეგ ქალაქში გავიგეთ რომ მერს სახლში ანტიკვარული კოლექცია ჰქონდა. ვივარაუდეთ რომ ვიოლინო იქ იქნებოდა ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეპარა მისი სახლიდან ვიოლინო. მაგრამ იქ შესულები მისმა მსახურმა დაგვინახა და ყვირილი დაიწყო. ყვირილზე დაცვა მოვიდა. არადა ვიოლინო დავინახეთ. მისგან რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა. ჩვენ იძულებულები გავხდით გავქცეულიყავით. იმ პერიოდში ჩხუბი მოგვივიდა მანუელთან. ის დაგვშორდა და შურისძიების მიზნით ხალხში ჩვენი საქმინობის შესახებ დაიწყო ლაპარაკი. ის დამახინჯებულ ისტორიას ყვებოადა. იმ ისტორიაში თვითონ არ იყო. მალე მთელმა სტამბულმა გაიგო ჩვენზე.
ჩვენ მერის სახლს ვუთვალთვალებდით. რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა ვიოლინო უნდა მოგვეპარა. ერთ დღეს ის მსახური გამოვიდა რომელმაც ყვირილი დაიწყო. მას ხელში ჩვენი ვიოლინო და კიდევ სხვა რაღაცეები ეკავა. ჩვენ მას გავყევით. გზაში ვერ მოვახერხეთ მისთვის ვიოლინოს წართმევა. ის თბილისში ჩამოვიდა. ჩვენც ჩამოვყავით. იქ მისი კვალი დავკარგეთ. ბევრი ვეძებეთ მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ თბილისში დავრჩით და მუშაობა ერთ–ერთ დუქანში დავიწყეთ. მალე ქართულიც ვისწავლეთ. ყოველ 10 წლიწადში საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს ვიცვლიდით, რათა არავის შეემჩნია რომ არ ვბერდებოდით. ვიოლინოს პოვნის იმედი დავკარგეთ. მაგრამ ვიცოდით რომ ის არსებობდა. რადგან ჩვენ არ ვბერდებოდით. ერთ დღეს თბილისის ხელოვნების მუზეუმს ვესტუმრეთ. და იქ ვნახეთ ჩვენი ვიოლინო. მთელი დღეები ვფიქრობდით იმაზე თუ როგორ მოგვეოპარა ვიოლინო. ყოველ დღე დავდიოდით მუზეუმში და გეგმებს ვაწყობდით. ერთ დღეს ჩვეულებრივ მივედით. დავინახეთ რომ ერთ ადგილას ხალხი შეკრებილიყო. დაგვაინტერესა რა ხდებოდა. მუზეუმის დირექტორი განცხადებას აკეთებდა. მან თქვა რომ სულ ახლახანს სიღნაღში გახსნილ „ფიროსმანის" მუზეუმს, თბილისის ხელოვნების მუზეუმი საჩუქრად რამდენიმე ექსპონატს აძლევდა. მან ექსპონატების სია წაიკითხა. ამ ექსპონატებს შორის იყო „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო. მეორე დღეს ისევ მივედით მუზეუმში. დაგვაინტერესა წაიღეს თუ არა ვიოლინო. ის წაღებული დაგვხვდა.
რამდენიმე დღეში სიღნაღში ჩევედით. მუზეუმში უკვე გამოფენილი იყო ვიოლინო. შემდეგ კარგად დავგეგმეთ თუ როგორ მოგვეპარა ის, და მოვიპარეთ კიდეც.
შემდგომ დაგვაინტერესა ვიოლინოს ისევ ჰქონდა თუ არა ძალა, ამიტომ გავრისკეთ და გამოვედით გვიან ღამე, გარეთ ვიოლინოთი გასვლისგან თავს ვიკავებდით გვეშინოდა ვინმეს რამე არ ეეჭვა. იმედი გვქონდა რომ ერთ შეყვარებულ წყვილს მაინც ვიპოვნიდით, და ია გიპოვნეთ კიდეც.
შენი შეყვარებული ჯადოს მიხედვით ჩვენთან მოვიდა. ეს ვეღარ გავითვალისწინეთ, დაგვავიწყდა. მაგრამ არაუშავს მოვკლვთ. თქვენც მოგკლავთ, არცერთს არ დაგტოვებთ ცოცხალს. ენრიკე წადი დანამომიტანე.
–თავი ფანტასტიკურ ფილმში მეგონა. მაგრამ როცა ადამინს სიკვდილი უახლოვდება, ის ბოლო ძალებს იკრებს და ყველა ღონეს ხმარობს რომ სიკვდილი დაამარცხოს. თან არამარტო მე, არამედ ჩემს საუკეთესო მეგობარს და შეყვერბულს უპირებდნენ მოკვლას. ამიტომ თავი ფანტასტიკური ფილმის მთავ გმირად წარმოვიდგინე. როდესაც შუაში მდგომმა ენრიკეს დანა უხსენა, უმალვე ლევანის ნაჩუქარი ჯაყვა გამახსენდა. როგორღაც ჯიბიდან ჯაყვა ამოვირე და გავშალე. შემდეგ თოკის გაჭრა დავიწყე.
–ენრიკე ვერ ნახე დანა?–დაუყვირა სოლისტმა.
–ვერა, სად დადეთ?
–არ მახსოვს, მოძებნე.
–კარგი.–სანამ ენრიკე დანას ეძებდა მე ხელებიდან და ფეხებიდან თოკი ჯაყვით მოვიშორე. შემდეგ ლევანსაც მოვაშორე. „შავმა ნირბოსნებმა" ვერაფერი დაინახეს რადგან აქეთ–იქით დადიოდნენ და დანას ეძებდნენ.
–ვიპოვნე დანა–დაიძახა ჟოზემ და ოთახში შემოვიდა. მალე მას დანარჩენებიც შემოყვნენ. ჩვენ პირიდან „სკოჩები" მოვიხსენით.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1256 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:47 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024