♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » მარადიული გრძნობა სიყვარული 3
9:08 PM
მარადიული გრძნობა სიყვარული 3


–მართალი ხარ.– ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ექსკურსანტები მოგვიახლოვდნენ. მათ თან გიდიც ახლდათ. გიდმა ექსკურსანტებს ვიოლინოს ისტორიის მოყოლა დაუწყო.
გავოცდით. მან ის ისტორია მოყვა რომელიც მე და სალომემ „მისტიკურ სამყაროში" წავიკითხეთ. გიდმა ყველაფერი ისე თქვა, როგორც წიგნში ეწერა. მან თქვა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდა იყო. გიდის მონათხრობიდან ერთადერთი ახალი ის გავიგეთ რომ როდესაც სიღნაღში „ფიროსმანის" მუზეუმი გაიხსნა, მაშინ თბილისის „ხელოვნების" მუზეუმმა, რამდენიმე ექსპონატი გადასცა მას. ამ ექსპონატებს შორის იყო „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო.
ჩვენ ცოტა ხანი გაოგნებულები ვუყურებდით ვიოლინოს, შემდეგ მუზეუმის ეზოში გავედით და სკამზე დავჯექით.
–ვაა... გუგა, ეს ის „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო ყოფილა.
–მე მეგონა თბილისის ხელოვნების მუზეუმში იყო, მაგრამ თურმე აქ ყოფილა.–ვუთხარი მე.–უეცრად სიგნალიზაციის ხმა მოგვესმა.
–რა ხდება?–მკითხა სალომემ.
–ალბათ ვიღაცამ ისევ გადაუღო ფოტო, რომელიმე ექსპონატს.
–არა მგონია, ამდენი ხანი გაჩერდებოდა.–უეცრად სადღაციდან პოლიციელები გამოჩნდნენ, ისინი მუზეუმში შევიდნენ.
–მგონი საქმე სერიოზულადაა.–ვუთხარი სალომეს.
–მეშინია.
–რისი?
–არ ვიცი.–რამდენიმე წუთში მუზეუმიდან ხალხი გამოვიდა. მალე მათ პოლიციელები გამოჰყვნენ.
ხალხი შეშინებული ჩანდა. ყვიროდნენ კვამლი გაუშვესო.
–აუ გუგა მეშინია.–მითხრა სალომემ და ჩამეხუტა, ეს ისე მესიამოვნა...
–ნუ გეშინია, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება. ვერ ხედავ რამდენი პოლიციელია.
–კი მაგრამ...–გამოგიტყდებით ცოტათი მეც შემეშინდა. პირველად მოვხვდი ასეთ სიტუაციაში. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
პოლიციელები სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა.
–ყურადღება, გთხოვთ დამშვიდდეთ, თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ. გატყობინებთ რომ გაიძარცვა მუზეუმი. მძარცველებმა მოიპარეს ვიოლინო.
მათ გაუშვეს კვამლი, და ჩაამტვრიეს კამერები. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით შეუძლებელია მძარცველების ვინაობის დადგენა. ამჟამად ჩვენი ქალაქის პატრული ცდილობს ამოიცნოს დამნაშავეები, იპოვნონ და დააკავონ ისინი.–ეს გვამცნო პოლიციელმა და წავიდა.
–ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თავი სიზმარში მეგონა. თან ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა...
–აი ხომ ხედავ, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება.–ვუთხარი სალომეს.
–ჰო, მაგრამ... გუგა იცი თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადასაღებ მოედანზე მგონია.
–დაახლოებით მეც ეგრე მგონია. მაგრამ ხომ იცი ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.
–კი ვიცი. ნეტა მალე ამოიცნონ და დაიჭირონ ის მძარცველები. ესეიგი „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო მოიპარეს?
–რა იცი იქნებ სხვა ვიოლინო მოიპარეს.
–რანაირად? მთელი მუზეუმი დავათვალიერეთ მაგრამ „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინოს გარდა სხვა ვიოლინო ნამდვილად არ მინახავს.
–ჰო რაღაც არც მე მახსენდება. საინტერესოა რატომ მოიპარეს მაინცდამინც „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო? მუზეუმში ხომ ბევრად უფრო ძვირფასი ნივთები არის დაცული.
–ეგ მართლაც საეჭვოა. რაში სჭირდებოდათ ეს ვიოლინო?–მკითხა სალომემ.
–ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია რატომ მოიპარეს „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო. გასაყიდად რომ სდომოდათ უფრო ძვირფას ნივთს მოიპარავდნენ. ალბათ სხვა რამისთვის სჭირდებოდათ.
–ალბათ, მაგრამ რისთვის?
–არ ვიცი.
–არც მე.–იცი გუგა ახლაც შეშინებული და გაკვირვებული ვარ–მითხრა სალომემ და უფრო მაგრად ჩამეხუტა. მაშინღა მივხვდი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩახუტებულები ვიყიავით.
–დაწყნარდი, ხომ ხედავ ყველაფერი დამთავრდა.–ვუთხარი სალომეს და ამავდროულად ჩემს თავს.
იმისათვის რომ ორივეს ეს ყველაფერი დაგვევიწყა, სალომე რესტორანში დავპატიჟე.
–სალო წამო რესტორანში წავიდეთ.
–არა, რას ამბობ.
–კარგი რა ნუ გრცხვენია, წავიდეთ გულს გადავაყოლებთ.
–ჰო კარგი.–ჩვენ რესტორანში ვისადილეთ. სადილის განმავლობაშიც და მის შემდეგაც ჩვენ ერთმანეთს სასაცილო ისტორიებს ვუყვებოდით.
ვხვდებოდი რომ ჩემს „უსახელო" გრძნობას სახელი დაერქვა–სიყვარული. ერთად გატარებულმა საათებმა მე ის შემაყვარეს. ამ დროის განმავლობაში მე ის კარგად გავიცანი.
გარეთ მზე ანათებდა. მაგრამ მალე მზის გარშემო ღრუბლები მოგროვდნენ და დაფარეს ის.
–ყველაფრისთვის დიდი მადლობა, სახლში მიმაცილებ?.–მითხრა სალომემ.
–რა თქმა უნდა–ჩვენ ქუჩაში გავედით.
რამდენიმე წუთის გასულები ვიყავით რომ, წვიმა დაიწყო. არ ვიცი რატომ მაგრამ ერთ ადგილას გავჩერდი. სალომეც გაჩერდა. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. წვიმის წვეთები გვასველებდა. თითქოს დგებოდა რაღაც გადამწყვეტი მომენტი.
–სალომე... მე შენ მიყვარხარ... ვუთხარი მას. ეს არ იყო ჩემდა უნებურად ნათქვამი. თოთქოს ამ სიტყვებს დიდი ხანი ვმალავდი.
–მეც...–მითხრა სალომემ. არც ეს სიტყვები იყო მოულოდნელი. თითქოს ვხვდებოდი რომ ის ამას მეტყოდა. მე მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი და ვაკოცე. მანაც მაკოცა. იმ წუთას მე ჩვენი სიყვარული შევიგრძენი. ჩვენ შუა ქუჩაში ვიდექით და ერთმანეთს ვკოცნიდით. წვიმა კი გვასველებდა. ეს იყო ყველაზე რომანტიკული წუთები ჩემს ცხოვრებაში.
სიყვარულით დამუხტულებმა ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და წვიმით დასველებულ ქუჩას გავუყევით.
–როდის შეგიყვარდი?–მკითხა სალომემ.
–იცი, როცა შენს ფოტოს შევხედე გამიჩნდა გრძნობა, რომელიც იდგა მოწონებაზე მაღლა და სიყვარულზე დაბლა. სწორედ ამ გრძნობის გამო დავიწყე შენი ძიება. მაგრამ როცა გაგიცანი მე შენ შემიყვარდი.–ვუთხარი სალომეს.
–მე კიდევ როგორც კი დაგინახე მაშინვე შემიყვარდი...
–ერთი ნახვით შეგყვარებივარ...
–ჰო ეგრე გამოდის. მე მივხვდი, რომ უბრალოდ ჩემს მოძებნას არ დაიწყებდი. თავიდან ვერ ვხვდებოდი რის გამო გინდოდა ჩემი ნახვა. მაგრამ როცა სკვერში შეხვედრა მთხოვე და გასეირნება შემომთავაზე, მივხვდი რომ მოგწონდი.
სალომე სახლში მივაცილე, ისევ წვიმდა. სალომემ მითხრა, სახლში შემოდი სანამ გადაიღებსო. მეც შევედი. მან თავისი მშობლები გამაცნო და უთხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ამაზე ისე გავწითლდი, რომ... მერე მისმა მშობლებმა გამომკითხეს, ვინ ვიყავი, საიდან ვიყავი.
წვიმამ რომ გადაიღო, სახლში წასვლა დავაპირე. სალომე კარამდე მიმყვა.
–რატომ უთხარი, რომ ერთმანეთი გვიყვარს?–ვკითხე მას.
–ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდნენ, ჯობდა ახლავე მეთქვა.
–კი, მაგრამ... რომ არ მოვეწონო?
–თუ დააკვირდი, ბოლოში დედაჩემმა და მამაჩემმაც გაგიღიმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოეწონე. დამიჯერე, კარგად ვიცნობ ჩემებს.
გახარებულმა სახლისაკენ გავწიე, ლევანს ყველაფერი მივუყევი. ის გაოცებული მისმენდა. თავიდან არ მიჯერებდა მუზეუმიდან „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინოს მოპარვის ამბავს, მაგრამ შემდეგ დამიჯერა. ლევანს ჩვენი სიყვარულის ახსნის ამბავიც ვუამბე–მომილოცა.
რამდენიმე დღე მე და სალომე ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსეირნობდით, დავდიოდით კაფეებში. ვუღებდით ერთმანეთს სურათებს, გვიანობამდე ვიყავით სკვერში, ზოგჯერ ლევანიც შემოგვიერთდებოდა ხოლმე. მე და ლევანი ყოველ ღამეს ლაპარაკში ვათენებდით. ის გაგებით ეკიდებოდა იმას, რომ სალომესთან უფრო დიდ დროს ვატარებდი.
სიღნაღის პოლიციამ მძარცველები ვერ ამოიცნო. ერთ ღამეს, მე და სალომე სკვერში ვისხედით. გვიანი იყო, ასე 2 საათი იქნებოდა. ჩვენს გარდა სკვერში არავინ იყო. არც ქუჩაში დადიოდა ვინმე, სახლებშიც აქა–იქ ენთო სინათლე. სახლების სახურავებზე თეთრად გადაწოლილიყვნენ ღრუბლები, რომლებიც უსასრულობის მდინარეში მიედინებოდნენ. მათ უკან იდგა მთვარე რომელიც სიღნაღს თეთრად ანათებდა.
უეცრად სკვერში ნაბიჯების ხმა გაისმა. მალე ჩვენ 3 ბიჭი მოგვიახლოვდა. მათ სიბნელეში სახეები არ უჩანდათ. ერთს გიტარა ეჭირა, მეორეს ფლეიტა, მესამეს ვიოლინო.
–ჩვენ გვინდა სიმღერა მოგიძღვნათ, თქვენი სახელები, თუ შეიძლება.–გვითხრა ერთერთმა.
–მართლა? რა კარგია. მე სალომე მქვია, ამას გუგა.
–მუსიკოსებმა დაკვრა დაიწყეს. ისინი შესანიშნავად უკრავდნენ. სალომე მათ გაშტერებული უყურებდა. დაკვრას რომ მორჩნენ ჩვენ ტაში დავუკარით.
–დიდი მადლობა–ვუთხარი მე.
–არაფრის, ნახვამდის.–გვითხრეს მუსიკოსებმა და წავიდნენ.
–გუგა, წამოდი სახლში მიმაცილე.–მითხრა სალომემ.
–კარგი.–სალომეს მთელი გაზა ხმა არ ამოუღია. მე არაფერი მიკითხავს, ვიფიქრე ალბათ დაიღალა და ეძინება თქო. მეც დაღლილი ვიყავი, ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა.
სალომე მივაცილე და სახლში დავბრუნდი.
მეორე დღეს ჩვეულებრივ გავუარე მას. კარი დედამისმა გააღო. გამიკვირდა როცა მის სახეზე ცრემლები შევნიშნე.
–გუგა? შენთან არ არის სალომე?–მკითხა გაოცებულმა.
–არა, არ არის.–ვერ მივხვდი რატომ ეგონა რომ სალომე ჩემთან იყო.
–კი მაგრამ...თუ შეიძლება შემოდი სახლში.
–ახლავე–ჩვენ სასტუმრო ოთახში შევედით და დივანზე დავჯექით. ქალმა ცრემლები მოიწმინდა.
–ესეიგი შენთან არ არის სალომე?–მკითხა მან ხელმეორედ.
–არა რატომ მეკითხებით?
–საერთოდ დილას ადრე ვდგები ხომლმე, ასე 7 საათისთვის. დღესაც ჩვეულებრივ 7საათზე ავდექი. ისე უბრალოდ სალომეს ოთახში შევიხედე, გამიკვირდა სალომე იქ რომ არ დამხვდა. ვიფიქრე ალბათ მეგობრებთან წავიდოდა თქო. მობილურზე დავურეკე მაგრამ მისი მობილური სახლში აღმოჩნდა. მერე მის მეგობრებს დავურეკე. მათ მითხრეს რომ მათთან არ იყო სალომე. შემდეგ შენ გამახსენდი. ვიფიქრე ალბათ ერთად წავიდნენ სადმე თქო, მაგრამ ჩემს ამ აზრს ორი რამ ეწინაარმდეგებოდა. პირველი, შენ რომ მოდიხარ ყოველთვის აკაკუნებ, და რომ მოსულიყავი დააკაკუნებდი. მე კი ისეთი ფხიზელი ძილი მაქვს რომ აუცილებლად გავიგებდი. მეორე ის რომ შენ ასე ადრე არასდროს მოსულხარ. უცებ საშინელმა აზრმა გამიელვა თავში. ხომ არ გაიპარნენ სალომე და გუგა მეთქი? არ ვიცოდი რატომ, მაგრამ, ეს აზრი სიმართლედ მივიჩნიე. საშინლად გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი. არა იმიტომ რომ არ მინდოდა შენ გაგყოლოდა ცოლად, არამედ იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვეკითხეთ, და თან სალომე ხომ მხოლოდ 15 წლისაა, რა დროს მისი გათხოვებაა. ამაზე ავტირდი და მანამ ვტიროდი სანამ შენ მოხვიდოდი. ჩემი ქმრისთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა ენერვიულა, და თან მართალი რომ არ ვყოფილიყავი..მას ახლა სძინავს. კიდევ კარგი არ ვუთხარი. თურმე ვცდებოდი, არ გაპარულხართ. მაგრამ სად არის სალომე. გუშინ ჩვეულებრივად მოვიდა სახლში. როცა სადმე მიდიოდა მობილური ყოველთვის თან მიჰქონდა.–ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. არ ვიცოდი რა მექნა. საერთოდ ადამიანის დამშვიდება არასდროს მეხერხებოდა. ამავდროულად მე თვითონაც ავნერვიულდი, რადგან არც მე ვიცოდი სად იყო სალომე.
–იქნებ რამის საყიდლად წავიდა?–ვკითხე მას.
–ქალმა თავი ხელში აიყვანა და მითხრა.–რანაირად? 7საათზე ხომ მაღაზიები დაკეტილა. თან როცა სალომე მიდის გასაღები ყოველთვის თან მიაქვს. დღეს კი კარი ღია დამხვდა. გასაღებებიც თავის ადგილზე იდო. შენთვის ხომ არ უთქვამს რომ სადმე წასვლას აპირებდა?
–არა ნამდვილად არაფერი უთქვამს.
–პოლიციაში უნდა განვაცხადო.–მითხრა ქალმა.
–ხომ არ ჯობია ცოტა ხანი დაველოდოთ, იქნებ დაბრუნდეს. მე წავალ ქალაქში მოვძებნი.
–კარგი დაველოდოთ, ქალს თავზე ცრემლი მოადგა.
–დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება, საღამოს გნახავთ, იმედია სალომესთან ერთად.
–იმედია შვილო.–მე ქუჩაში გავედი. დათრგუნული ვიყავი. მაგრამ იმედი მქონდა რომ სალომეს ვიპოვნიდი. თავდაპირველად ლევანთან წავედი, რატა ძებნაში დამხმარებოდა. მას სალომეს გაუჩინარების ამბავი მოვუყევი. ლევანი გაოცდა. მან მითხრა რომ ის დამეხმარებოდა სალომეს მოძებნაში. ჩვენ მოვიარეთ ყველა ქუჩა, მაღაზია, სუპერმარკეტი, რესტორანი. ვიყავით აფთიაქში, ეკლესიაში, ციხეზე... ქალაქს რამდენჯერმე შემოვუარეთ მაგრამ სალომე ვერ ვიპოვნეთ. უკვე ბნელდებოდა და ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. უკვე სერიოზულად ავნერვიულდი. ლევანი მამშვიდებდა. წამო სალომესთან მივიდეთ, იქნებ სახლში მივიდაო. ჩვენც მასთან მივედით.




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1225 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024