♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » Alesandra Ambrosio
9:36 PM
Alesandra Ambrosio


დაბადების თარიღი: 11 აპრილი 1981
დაბადების ადგილი: ბრაზილია, ქალაქი ერიქსიმი
სიმაღლე: 178 სმ.
წონა: 51 კგ.
მკერდის გარშემოწერილობა: 86 სმ.
წელი: 61 სმ.
თეძოები: 86 სმ.
თმის ფერი: მუქი წაბლისფერი
თვალების ფერი: ყავისფერი
ეროვნება: ბრაზილიელი
წარმომავლობა: იტალიურ-პოლონური
აქვს მეტსახელი ალე (Alé)




• მოდელობა მაშინ გადაუწყვეტია, როცა ჟურნალის გარეკანზე კარენ მიულდერის ფოტო უნახავს, 8 წლის ასაკში;
• მისი საუკეთესო დაქალია ბრაზილიელი სუპერმოდელი ენა ბეატრის ბაროსი. მეგობრომს ჟიზელ ბუნდჰენთან და ადრიანა ლიმასთან ("ამ გოგონებს 15-წლის ასაკიდან ვიცნობ”)
• როცა ნიუ-იორკში პირველად ჩავიდა ალესანდრა ჟიზელთან ცხოვრობდა.
• ჟურნალმა "People Magazine” ის 50 ულამაზესი ადამიანის სიაში ჩართო.
• პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალბატონთა ასეულშიც შედის გამომცემლობების Maxim და FHM-ის ვერსიით.
• ალესანდრა ყველაზე გრძელფეხება მოდელია სამხრეთ ამერიკაში;
• ყველაზე ძვირადღირებულ მოდელების ათეულში 4 ადგილზეა;
• მისი უმცროსი და იურისტად მუშაობს;
• 2006 წელს მორიგ ფილმში ჯეიმს ბონდზე ("კაზინო რიოალი”) ეპიზოდურ როლში გადაიღეს;
• და მაინც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი

პირველი ნაბიჯი სამოდელო კარიერისკენ 12 წლისამ გადადგა მაშინ, როცა სამოდელო კურსებზე ჩაეწერა. 15 წლის ალესანდრამ ეროვნულ კონკურსში Elite Model Look გაიმარჯვა და კონტრაქტიც მიიღო.

პირველი სერიოზული სამუშაო Elle-ს გარეკანზე გამოჩენა იყო.

მაშინვე შენიშნეს და შემდეგ მის კარიერაში ისეთი ცნობილი ბრენდ-კომპანიების სახელები გაჩნდა, როგორიცაა: Revlon, Giorgio Armani, Calvin Klein, Ralph Lauren, ასევე მთელ მსოფლიოში ცნობილი Pirelli Calendar-ი.
იმ დიზაინერების სიაც შთამბეჭდავია, ვისთანაც ბრაზილიელი მოდელი მუშაობდა: Laura Biagiotti, Christian Lacroix, Byblos, Fendi, Issey Miyake, Kenzo, Christian Dior, Nicole Miller, Ralph Lauren, Giorgio ArmaniVivienne Westwood, Oscar de la Renta და ბევრი სხვა

ამჟამად ის საცურაო კოსტიუმების საკუთარ ხაზსაც უშვებს, სახელწოდებით Rosa Cha. პლაჟზე გიჟდება, განსაკუთრებით უყვარს იქ ბრაზილიური მუსიკის მოსმენა და ქვიშის სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების შენება. Mმისი საყვარელი ადგილი პატარა სახლია - ზღვის ნაპირზე. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობამაც ვერ შეცვალა მისი სიყვარული ამ პატარა სახლის მიმართ.
როგორც ყველა ბრაზილიელს, ალესანდრასაც სექსუალური და ცოტა არ იყოს გამომწვევი სამოსის ტარება უყვარს. კავალის კაბები ბრეტელებზე და ნიკოლ მილერის გამჭვირვალე მაქმანები - ეს გამოსასვლელად, საგანგებო შემთხვევებზე; თორემ ყოველდღიურად საცურაო კოსტიუმი ურჩევნია - ანუ ის, რაც ყველაზე მეტად უხდება...
ტაირა ბენკსს ერთხელ უთქვამს, რომ იდეალური მანეკენი ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ალესანდრა ამბროსიო. ალბათ მოდელისთვის უკეთესი კომპლიმენტის მოფიქრება ძალიან ძნელია?!




P.S დააჭირეთ და გადმოწერეთ სურათები ! 


კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1632 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 10:23 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024