♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » ბრძნული აზრები
1:45 PM
ბრძნული აზრები


სოკრატე
 მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.
 ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.
 ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.
 მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.
 ილაპარაკე, რათა გაგიცნო.
 ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.
 ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი.
 გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.
 ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს.
 უნდა ჭამო იმისათვის,რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო.
 ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.
 ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.
 განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!
 ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.



პლატონი

 სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.
 ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
 ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
 ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
 სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
 აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
 ვისაც სურს ქვეყნის მართვა, არ აქვს ამის სურვილი, ხოლო მას, ვისაც სურვილი აქვს, არ გააჩნია საამისო უნარი.
 სიმამაცე- ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
 ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
 პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.


არისტოტელე

 გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.
 ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
 ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.
 ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება.
 ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.
 იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.
 სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.
 ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.
 გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.
 ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი- ნაწილია ჩვენი სულის.
 სირცხვილი... ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა....
 კარგი დასაწყისი - ნახევარია საქმისა.
 ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.
 სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.


დემოკრიტე
 ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად -კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.
 ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები,თორემ უმეცარი დარჩები.
 ვისაც კარგი სიძე შეხვდა,შვილი შეიძინა, ვისაც ცუდი- ასული დაკარგა.
 ნუ იქნები მეტად ტკბილი,რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტისმეტად მწარე,თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.
 ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის.
 მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია.
 სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს.
 საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს.
 არცერთი საგანი არ წარმოიშობა უმიზეზოდ, ყველანი ჩნდებიან რაღაცის საფუძველზე და აუცილებლობის ძალით.
 მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჩირდება,რამდენადაც იმის რწმენა,რომ ისინი დაგვეხმარებიან.
 პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით,რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1559 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:16 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024