მთავარი » 2010 » თებერვალი » 27 » მე შენ მიყვარხარ!
7:03 PM მე შენ მიყვარხარ! |
მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!... არაფერი ვკითხე. მივიღე ისეთი, როგორიც იყო. ბრმად შევაღე მისი სულის კარიბჭე!... ვერ გავარჩიე ვერაფერი... სიბნელე შემომეგება... შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი...არ მინდოდა სიმართლე... იქნებ მომეჩვენა?... არა, მართლა არ მიგრძვნია სიცივე... მომეჩვენა... ის თბილია და წმინდა!... ილუზიებს მოვუყარე თავი და გარშემო შემოვიკრიბე!... რამდენ ხანს შევძლებდი თავის გადარწმუნებას?... ბოლომდე!... გაუბედავს საკუთარი სიმტკიცე მაოცებდა! თურმე ყველაფერს ჩაიდენს ადამიანი საკუთარი ბედნიერებისათვის!... დიდი ხანი გავიდა... ჩემი ხელით ავაგე დიდების სარკოფაგი და შიგ გამოვემწყვდიე მასთან ერთად!... მაშინებდა გარესამყარო... აღარ მინდოდა... საკუთარ კუნჭულში მიმჯდარი მაინც ბედნიერი ვიყავი... ის კი... ის ისევ ბაგეღიმილიანი მიყურებდა... როგორ მძულდა ეს სახე... მეშინოდა მისი და შეძრწუნებული ვუსმენდი მის სიცილს, ბოროტ ხარხარად რომ მეჩვენებოდა!... სიცივე და სისასტიკე რომ იკითხებოდა რატომღაც... ჩემი იყო ეს ყველაფერი... ჩემი არჩეული და ჩემი შექმნილი... უკვე მობეზრებული ტკივილი ხშირად მახსენებდა თავს და მუდამ დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს... სიოსავით ირხეოდა ყურთან... "შენ ღირსი ხარ ბედნიერებს... მიატოვე... გაეცალე ამ სამყაროს... მალე სულ განადგურდები... ფერფლი დარჩება შენგან და მასაც ქარი გაფანტავს ალბათ... მომავალი არ არსებობს!..." ჯიუტი აღმოჩნდა გული ისევ... უძლებდა... იგერიებდა... ერთი... ორი... სამი... უამრავი... მალე დაიღალა და ბოლოს... სადღაც... ბოლოში კარი გამოჩნდა... ადვილად მოერგო ჩემი გულის გასაღები და მშვიდობით!!!........ მე თავისუფალი ვიყავი....
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1030 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 13 სტუმარი: 13 მომხმარებელი: 0 |
|
|