სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.
იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.
ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის.
მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებს ისხამენ და ძახილით მიწის წიაღში ჩაედინებიან. ვარდები და ყვავილები სიყვარულით იზრდებიან და გამვლელ გამომვლელს ღიმილს აფრქვევენ. ფოთლების უბეში დაბუდებული ცვარი არემარეს სიყვარულით ეკეკლუცება და სიყვარულით ცეკვავს. ცხვარი და ბატკანი სიყვარულით ექცევიან ერთმანეთს და ერთ არსებად იქცევიან. ჩიტები და ფრინველები სიყვარულით ჭიკჭიკებენ და სიყვარულის ორკესტრს ქმნიან.
ყველა არსება ამ უკიდეგანო სიყვარულს სამყაროში თავისი ადგილის შესაბამისად ბრწყინვალე სიმფონიის სახით ახმოვანებს. ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს თავისი არსებობის უბეში ღრმა სიყვარული და ტრფიალი წარმოაჩინოს.
სიყვარული ადამიანის სულში ისეთ დიდ კვალს ტოვებს, რომ იგი ამის გამო თავის თავშესაფარს, მშობლიურ მიწა-წყალს ტოვებს, ის კი არა, საჭიროების შემთხვევაში კერასაც კი აქრობს და მაჯნუნი `ლეილას~ მსგავსად ძახილით ველად იჭრება. ის გულქვა ადამიანები, რომელთა სულშიც სიყვარულს არ დაუბუდებია ამ საქციელს სიგიჟეს უწოდებენ.....!
ალტრუიზმი და სხვისთვის ცხოვრება ადამიანისათვის დამახასიათებელი ამაღლებული გრძნობაა და მისი წყარო სიყვარულია. ადამიანთა შორის ის ვინც ყველაზე მძაფრად აღიქვამს ამ გრძნობას ყველაზე დიდი გმირია. ისინი ის უდიდესი გმირები არიან, რომლებმაც საკუთარ არსებაში სიძულვილსა და შურს სძლიეს. სიკვდილი ამ გმირთაA გულის ცემას ვერ შეაჩერებს, შემოდგომა მათ ყვავილებს ვერ დააჭკნობს. ისინი ყოველდღე სულში სიყვარულის ჩირაღდანს აალებენ, თავიანთ გულებს სიყვარულის კეთილშობილურობის ნაკრძალად აქცევენ. ამ სულებმა, რომლებმაც მათ მიერ მგრძნობელობით გაკვალული გზებითა და გვირაბებით მთელს გულებში შეღწევა ძალუძთ, ამ ამაღლებულმა სულებმა იმგვარი მაღალი საბჭოსაგან `მარადიული~ ცხოვრების უფლება მოიპოვეს, რომ სიკვდილი და წარმომავლობა კი არა, მეორედ მოსვლაც კი მათ ყვავილებს ვერ დააჭკნობს და მათ სასმისებს ვერ წააქცევს.
დედა, რომელსაც შვილისათვის სიკვდილი შეუძლია, სახელოვანი გმირია. ის ვისაც ქვეყნისა და ადამიანებისთვის საკუთარი სიცოცხლე არაფრად მიაჩნია, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირია. ის გმირი, რომელიც ხალხისათვის ცოცხლობს და მათთვისვე კვდება, უკვდავების ძეგლია, რომელმაც მათ გულებში ადგილი დაიმკვიდრა. ამგვართათვის სიყვარული ის იარაღია, რომელიც ყველა მტერს დაამარცხებს. ის ჯადოსნური გასაღებია, რომელიც ყველა კარს განახმობს. ის ვინც ფლობს ამ იარაღსა და თუ გასაღებს, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გააღებს სამყაროს ყველა კარს და სიყვარულის საკმეველით ოთხივე მხარეს სიმშვიდეს დააფრქვევს.
ადამიანის გულისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა სიყვარულის გზაა. სიყვარულის გზა წინასწარმეტყველთა გზაა. ამ გზით მავალთათვის კარები ყოველთვის ღიაა, შემთხვევით ერთი კარი მაინც რომ დაიხუროს მის ნაცვლად ასობით და ათასობით სხვა კარი განიხვნება. თუ ადამიანი სიყვარულის გზას დაადგა მისთვის უკვე აღარ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება.
ნეტარ არიან ისინი, ვისთვისაც სიყვარული გზის წარმართველია! საბრალო არიან ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ ერთხელაც ვერც ეზიარა ამ ჭეშმარიტ გრძნობას!
ო, მაღალთა მაღალო უფალო, ჩვენს ეპოქაში, როდესაც ღამის წყვდიადივით ყოველმხრივ შურსა და სიძულვილს დაუსადგურებია იმისათვის, რომ სიყვარულით გამსჭვალო, აღავსო ამ ჭირვეულ და გამსგავსებულ მონათა გულები, უკანასკნელად მუხლმოდრეკილი შენს კართან ქვითინებთ.