♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 27 » ,იცხოვრო, რათა მოჰყვე’’ 2
4:16 PM
,იცხოვრო, რათა მოჰყვე’’ 2


ბაბუაჩემს ალკალდის თანამდებობა ორჯერ ეკავა, გარდა ამისა, არც უსახსრობას უჩიოდა, თუმცა მეორე კლასის ვაგონით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა ოჯახის წევრი ქალი ახლდა. შეკითხვას, რატომ მგზავრობდა მესამე კლასით, პასუხობდა: ,,იმიტომ რომ არ არსებობს მეოთხე კლასის ვაგონი.’’ თუმცა იმხანად ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მატარებლის პუნქტუალურობა იყო. სოფლის საათებს ხომ სასტვენის ხმაზე ასწორებდნენ.
იმ დღეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მატარებელი საათნახევრის დაგვიანებით ზანტად, ჭრიალით დაიძრა. Dდედამ პირჯვარი გადაისახა, მაგრამ მალევე რეალობას დაუბრუნდა და თქვა:
_ ამ მატარებლის რესორები დასაზეთია.
ვაგონში ჩვენ გარდა არავინ იყო, შესაძლოა მთელს მატარებელშიც კი, ამიტომაც ჩემს ინტერესს არც არაფერი იწვევდა. უილიამ ფოლკნერის ,,აგვისტოს ნათელის’’ კითხვამ ისევ გამიტაცა, თან დაუღალავად ვეწეოდი და გზადაგზა ზოგიერთი ადგილის გასახსენებლად თვალიც გამირბოდა. მატარებელმა გაბმული საყვირის თანხლებით სიერას დაბლობები გადაიარა და მთელი სისწრაფით ალისფრად მოელვარე კლდეებს შორის მოექცა, სადაც ვაგონების გრუხუნის ხმა უფრო აუტანელი გახდა. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში სვლა შეანელა და მშვიდი ქშინვით პლანტაციების მკრთალი ჩრდილის სიგრილეს შეერწყა. ზღვიდან მონაბერი სიო აღარ იგძნობოდა და დროც გაირინდა. მართალია, ბანანის პლანტაციების ჰერმეტულ სამეფოში შევაღწიეთ, მაგრამ კითხვა არ შემიწყვეტია.
აქაური სამყარო მართლაც შეცვლილიყო. სარკინიგზო ხაზების გასწვრივ ხეივნები უსასრულოდ გადაჭიმულიყო. იქვე ურემში შებმული, მკვახე მტევნებით დატვირთული ხარებიც მოჩანდნენ. უნათესო მიწებზე წითელი აგურით ნაშენი ბანაკები და ჭერზე ვენტილატორდაკიდებული ოფისები წამოუჭიმავთ, ყაყაჩოებით მოფენილ მინდორს კი განმარტოებით მდგარი საავადმყოფო ამშვენებდა. აქ ყოველ სოფელს თავისი მდინარე ჩამოუდიოდა. კივილით მიმავალი მატარებლის ხმის გაგონებაზე ყოველი მდინარის ხიდზე ყინულივით ცივ წყალში მობანავე გოგონები საბალოსავით ამოხტებოდნენ ხოლმე, თავიანთი დიდებული ძუძუებით მგზავრებისათვის გული რომ მოეკლათ.
რიოფრიოს დასახლებიდან მატარებელში არუაკების რამდენიმე ოჯახი ა....

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1088 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 2:39 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 37
სტუმარი: 37
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024