რატომღაც მიყვარს ეს სიტყვა "არა"
და თვით არ ვიცი, რამ შემაყვარა..
სპექტაკლის შემდეგ,
როს ნათელ ქუჩებს მივყვები წყნარად,
ვაჟი თუ მეტყვის: "მე გაგაცილებთ!"
ვპასუხობ : "არა"..
როცა ფრთას ისხამს დაირა, ტაში,
"იცეკვეთ ჩემთან" -მომმართავს ვაჟი
მე ვამბობ-"არა"..
ჩემს მოკრძალებას ეს ერთი სიტყვა,
ეს ცივი სიტყვა შვენის ზარიშნად,
თავს გამოვუტყდე? მე ვიტყვი "არას"
და ის ყოველთვის "არას" არ ნიშნავს..