♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 6 » განაჩენი
4:09 PM
განაჩენი


დღეს მე განაჩენი გამომიტანეს. მითხრეს, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც
ბოროტი, კიბოსმაგვარი არსება ბუდობს. ის მანგრევს, მჭამს შინაგანად და ამის
შეჩერება არავის და არაფერს აღარ შეუძლია... ექიმმა მშვიდი ტონით მითხრა –
კიბო გაქვს... უკვე ვერაფერი უშველის... სიგარეტმა დაგღუპა, შვილო... იმ
მომენტში თითქოს ნათლად გავიგე, როგორ დაეცა მუხლებზე და აქვითინდა ჩემი
ანგელოზი. მე არ მიტირია. თითქოს ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ველოდი ამ
დღეს, ამ სიტყვებს... უბრალოდ ვიგრძები, როგორ გადამიარა სახეზე შავ-თეთრმა
ტალღამ და ადგილს მიმაჯაჭვა. ჩოტა ხანი ესე ვიდექი, გახევებული და
მეტყველების უნარდაკარგული. მერე კი თითქოს მექანიკურად, რაღაცნაირად უემოციოდ
ვიკითხე:
1 რამდენი დამრჩა?
2 ორი თვე... მაქსიმუმ...
გული ძალიან, ძალიან სწრაფად ამუშავდა. თვინმა თავისით დაიწყო ფიქრი. ორი
თვე... ორი თვე... უნდა მოვასწრო... უნდა... უნდა...
ექიმმა მხარზე დამადო ხელი, მთელი გულით ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.
სახლში მივედი და ოთახში შევიკეტე. ძლივს მარტო დავრჩი საკუთარ ფიქრებთან,
მაგრამ სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. მეშინოდა სიმართლისათვის
თვალებში შეხედვის, ამ შემთხვევაში კი მე ვიყავი ჩემი საკუთარი სიმართლე.
ლოგინზე დავჯექი და რაღაც მწარეს, მაგრამ რეალურს გავუსწორე თვალი. ვერ
გავუძელი... გამახსენდა სადღაც გადანახული კონიაკის ბოთლი. პირველი მოყუდებით
თითქმის მესამედამდე ჩავიყვანე სასმელი. ალკოჰოლმა უმოწყალოდ ამიწვა ყელი.
კიდევ მოვიყუდე. სიმთვრალე მალე მოვიდა და გონება გადამიკეტა. არ ვიცი,
სიმთვრალის ბრალი იყო თუ უბრალოდ ჩემი სუსტი ნერვების, რომ ცარიელი ბოთლი
დავამტვრიე და ერთ-ერთი ნატეხი მთელი ძალით გადავისვი იმ ადგილას, სადაც
ვენები აქვთ ხოლმე ადამიანებს. ტკივილი თითქმის არ უგრძვნია ალკოჰოლით
გაჟღენთილ სხეულს. სისხლი ბევრი იყო, ბევრი იყო მასში არეული, საიდანღაც
გაურკვევლად გაჩენილი ცრემლებიც. გონება დავკარგე, მომეჩვენა რომ ანგელოზი უკან
მედგა და ჩემი ხელი ეჭირა.
- ცოტა დაგრჩა... უნდა მოასწრო... მე შენთან ვარ – მითხრა და გაქრა. მე
მომენტალურად მოვედი აზრზე, ბარბაცით მოვქექე რომელიღაც უჯრაში ბენდენა
თუ რაღაც მსგავსი, კბილებით დავიჭირე და მეორე ხელით მაგრად მოვიჭირე
გადასერილ ხელზე. ნაჭერმა ცოტათი შეაკავა სისხლი. სარკეში საკუთარ მთვრალ
ანარეკლს შევეჩეხე. როგორ მომბეზრდა საკუთარი თავი... ეს გაბურძგნული, ყვითელი
თმები, ღია ცისფერი თვალები, რომლებიც ვიღაცას ალბათ მოსწონდა... შავი
ტანსაცმელი და დახეული, რვეულებით გატენილი უაზრო ჩანთა. ცოტათი რომ გამოვედი
გაჭრილი ხელი უკვე მტკიოდა. ცოტა ხანში ძილმა წამიყვანა.
თვალები რომ გავახილე იატაკზე ვიწექი სისხლის გუბეებსა და ბოთლის
ნამსხვრევებს შორის. თავი ძალიან მტკიოდა და ყველა კიდური საშინლად დამძიმებულიყო
ერთ ღამეში.
- ადექი, წადი – ვუბრძანე ჩემს თავს. Aვდექი, ოდნავ მოვწესრიგდი და
თავდახრილი გავუყევი გამსახურდიას გამზირს.
ქუჩაში ქარს გაემართა ხეებთან დიალოგი. რაღაც ძალიან ნაცნობ და ძალიან
სევდიან რიტმში აცეკვებდა.
- შეხედე... დაიმახსოვრე... იქნებ ბოლო ქარია შენთვის ესეთი ლამაზი...
დაიმახსოვრე, ცხოვრების ყოველი წამი დაიმახსოვრე – ვუთხარი საკუთარ თავს
გულში.
ცეცხლი ძლივს შესამჩნევ სითბოს ასხივებდა. მე გაშტერებული ვიჯექი და
სიცივისაგან გაწითლებულ ხელებს ცეცხლს ვუშვერდი. ვიღაც მაწანწალა ფრთხილად
მოიძურწა ცეცხლთან და იქვე ახლოს დაჯდა.
2 შეიძლება გავთბე? – მუდარით მკითხა.
3 რათქმაუნდა... რათქმაუნდა... – გამიკვირდა. მაწანწალას დიდი და ლამაზი
თვალები ჰქონდა.
თვალი ავარიდე და ცეცხლს მივაშტერდი. ვუყურებდი და რაღაცაზე ვფიქრობდი
ალბათ, ან ვიღაცაზე.
4 რატომ ტირი, გოგონა? – მაწანწალას ხმამ გამომაფხიზლა.
5 ვტირი? არა... – ცრემლის მალულად მოწმენდა ვცადე.
6 სიყვარული ხომ... - ამოიოხრა და თითქოს გული ამოაყოლა. აღარც მიფიქრია
თავის შეკავება. ემოციებს ფართოდ გავუხსენი კარი და ისინიც ცრემლების
სახით გამოიჭრნენ ჩემი თვალებიდან. ვცადე შორიდან შემეხედა ჩემი თავისთვის.
გაწეწილი, შავებში ჩაცმული გოგო ცეცხლის პირას ლამაზთვალება მაწანწალის
მხარზე ტიროდა. იქვე სადღაც ახლოს ფრთებმოკეცილი ანგელოზი იდგა და სინანულით
აქნევდა თავს.
მეორე დღეს იმავე ადგილას ვიდექი დაბარებულივით. აქედან მისი ფანჯარა
ყველაზე კარგად ჩანდა... ჩანთა ისევ სავსე იყო რვეულებით, დაავადებული
ფილტვები – სიგარეტის ბოლით. ჩემი დარჩენილი ცხოვრების ყოველ საღამოს მე და
მაწანწალა ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილით ვთბებოდით.
ნელ – ნელა ვეჩვეოდი საკუთარ ბედს. სიცოცხლეზე არც მანამდე მწყდებოდა
გული, მაგრამ ვიცოდი რომ მას მარტო ვტოვებდი და ეს მაშინებდა ყველაზე
მეტად. წარმოვიდგენდი ხოლმე ყოველ საღამოს, მარტოს ფანჯრის მინასთან, ყველას
გარეშე და გული მეკუმშებოდა ტკივილისაგან. ბევრი რამე ისწავლა ჩემგან...
ეტყობა ყველაფერი მაინც ვერ ვასწავლე. ბოლოს, დარწმუნებული იყო რომ მარტოც
გაძლებდა, აღარ ვჭირდებოდი. ადგა და უბრალოდ წავიდა. მისი წასვლიდან ორი
დღეც არ იყო გასული, რომ ქუჩაში შემხვდა. ისეთივე იყო, თბილი თაფლისფერი
თვალებით ანათებდა გამსახურდიას გამზირს. მაგრამ რაღაც აკლდა... თავი
მომაჩვენა, თითქოს ძალიან კარგად იყო, და მე გამახსენდა როგორ ვასწავლიდი
ხალხისათვის თავის მოჩვენებას. მისი მოჩვენებითი სიძლიერის უკან პატარა, სატირლად
გამზარებული ბავშვი იდგა, რომელსაც რაღაც აკავებს და ცდილობს არ გამოუშვას
გრძნობები გარეთ. მე ღიმილით ჩავუარე, გავიფიქრე, დაბრუნდება მეთქი ადრე
თუ გვიან. ის აღარ დაბრუნდება. ვერ მოასწრებს. მე ცოტა დამრჩა.
საკუთარი დასაფლავება თვითონ დავგეგმე. ავირჩიე კუბო, ყვავილები... თითქოს
რაღაც პატარა სპეკტაკლის დამდგმელი რეჟისორი ვიყავი, მაგრამ გაცილებით
უფრო მძიმეა, როცა საკუთარ გასვენებას დგავ. ანდა რა უნდა ყოფილიყო ჩემს
ცხოვრებაზე მძიმე... ყველაფერი უბრალოდ მოხდა.
იმ დღეს ბოლო რვეული მქონდა წაღებული მის ფანჯარასთან, დასაწვავად.
დიაგნოზიდან ზუსტად 45 დღე იყო გასული. ტკივილი გულთან გაჩნდა და ზევით ავიდა.
მერე ყველაფერი გაჩერდა.
- მოასწარი – გამიღიმა ანგელოზმა და ხელი მომკიდა. მე უკან გავიხედე. Aრ
მეგონა, თუ სიკვილის მერეც მომინდებოდა ტირილი. ის მარტო, ყველასგან
მოშორებით იდგა და ძირს იყურებოდა. ვერ ვხედავდი, ტიროდა თუ არა, თმები
ეფარებოდა ლამაზ თვალებზე. მე მხოლოდ ერთი რამე ვიცოდი – შორს, სასაფლაოს ერთ
– ერთ ბოლოში მთელი ხმით ქვითინებდა ჩემი ლამაზთვალება მაწანწალა. მას
მე აღარ ვყავდი, რომ ჩემი ცხოვრების ფურცლებით გამეთბო...




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1062 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-11-28, 4:32 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024