მთავარი » 2010 » თებერვალი » 6 » ++++++++
|
_მე შენ მიყვარხარ _არ გჯერა? _ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი.მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ...
მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბოდიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ ისეთს როგორიც იყავი. დილა არის. თოვს. ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები. თოვს. ზეცა ნებივრობს შენ კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთსში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ. დგახარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემ! ;ო დგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა. თოვს. მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით! ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ რომ გვენახა, მასწავლებელის მოფრინავდა, თუ არა. როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით. მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში. შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე. და დავიგვიანე მეუბნება დედაჩემი. თოვს. მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას. ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის. იცი რა მახსოვს? ერთხელ დავალება მოგვცა, წიგნიდალ ლამაზად უნდა ამოგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. მეტი რა გზა მქონდა, ის გადათხუფნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დ! ა& #4315;იწერდა. თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით. მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა. თოვს. შენ უცებ თავს დახრი და ფანჯარასთან მოიხედავ. შენ ეხლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან. თოვს. ჩვენ სკოლაში მივდივართ
- მე შენ მიყვარხარ. - დამიჯერე რა. - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არა გჯერა ჩემი. მე კი... მე კი, რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ. ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც; სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვევა სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი.
შენ არი იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნებოდი. იქნებ უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მეშინია რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდიმეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო. მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან. მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში. მე შენ მოგატყუე. სხვაც რამდენ რამეს გატყუებდი. გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე მეთქი. ერთხელ ისიც კი მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე. შენ გჯეროდა. რატომ გატყუებდი, არ ვიცი. ალბათ ვაჯკაცად მინდოდა დამენახვებინა ჩემი თავი. ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იხყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისბვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი. გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი. არ მოკვდებოდი... დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა. ეტყობა ცხადად ვტიროდი. ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული, ხოლო სამყარო არ დაბადებულა. ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა. მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ. იცი როგორ გელოდები. როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი, რომ მოვა, მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს... სკოლის უკან ისევ მცემენ მერვე კლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვარდი. ისევ ვნახავ დევს შენი სახლის უკან. ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად. ოღონდ დამიჯერე. სადაც ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება... ოღონდ დამიჯერე, რომ თუ როდისმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო თავს აღარ მოვიკლავ. ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ არ მიყვარდი, პირიქით, მე შენ მიყვარხარ!
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1175 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 12 სტუმარი: 12 მომხმარებელი: 0 |
|
|