გავარდისფერებულ ცხოვრებიდან აფრინდა გედი, თითქოს ფოთლების მელოდია მოსტაცა ქარებს... გალანდებული ეულეთის ასკეტი ბედი დღესაც დაეძებს სადედოფლოდ დაკარგულ ქალღმერთს. ბუნებამ უკვე ოცდაოთხჯერ იცვალა ფერი... ოცდამეოთხედ შეეპარა სისოვლე თვალებს... გაფერმკრთალებულ ბაგეებზე დამდნარი ცრემლი ფოთოლცვენაში გადაკარგულს წვიმაში დაგდევს. ქარების ლოცვით იფერფლება მტირალა ღამე, დამანდილული, ნაღრუბლავი ისწორებს ფატას და მონაჟური წვეთებიდან მოწყენილ მთვარეს დღესაც გამოჰყავს საქორწინოდ პატარძლის კაბა... და კვლავ დაეძებს სადედოფლოდ დაკარგულ ქალღმერთს, გალანდებული ეულეთის ასკეტი ბედი... თითქოს ფოთლების მელოდია მოსტაცეს ქარებს, გავარდისფერებულ ცხოვრებიდან აფრინდა გედი...
|