♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 9 » საიდან მოდის ბედნიერება?
9:21 PM
საიდან მოდის ბედნიერება?

საიდან მოდის ბედნიერება, როდის არის ადამიანი კარგ ხასიათზე? რა უფრო მნიშვნელოვანია ბევრი ფული თუ კარგი მეგობრები და კეთილ მეზობლებთან ურთიერთობა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოინდომეს. ნიკოლას ქრისტაკისმა და ჯეიმს ფოულერმა ამ საკითხებთან დაკავშირებით 5000 ადამიანის ემოციური დამოკიდებულება გამოიკვლიეს. მეცნიერებმა ამ მიზნით ოცი წლის მანძილზე დაგროვილი მასალები გამოიყენეს, რომელიც გულის დაავადებებთან დაკავშირებით ფრამინგჰემის კარდიოლოგიურ ცენტრში იყო დაგროვილი. ამ გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ხალისიანი ადამიანების მეგობრები თავადაც უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს და რაც უფრო ახლო არიან ადამიანები ერთმანეთთან, რაც უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს მით უფრო მეტი გავლენა აქვთ ერთმანეთის გუნება განწყობილების ცვალებადობაზე. მაგალითად თუ თქვენი მეგობარი თავს ბედნიერად გრძნობს და თქვენს მეზობლად ცხოვრობს თქვენც მეტი შანსი გაქვთ რომ ცხოვრებას უფრო იმედიანად უყუროთ. ასევე კარგია თუ თქვენი კარის მეზობელს აწყობილი აქვს ცხოვრება, ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით ეს თქვენს ბედნიერებას 34%-ით გაზრდის. მეგობრის კარგად ყოფნით გამოწვეული სიამოვნება კი თურმე ერთი წლის მანძილზე გრძელდება. უნდა აღინიშნოს რომ გადამდები ყოფილა როგორც ბედნიერების ისე სევდის და მწუხარების შეგრძნებაც, მაგრამ საბედიეროდ უფრო ნაკლებად. თურმე საერთო მეგობრების კეთილდღეობაც ახდენს ადამიანზე დადებით ზეგავლენას. როგორც ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ დამატებით ხუთი ათასი დოლარიც არ გვაწყენდა თურმე იმისთვის რომ თავი უფრო ბედნიერად გვეგრძნო. კიდევ ერთი აღმოჩენა იმაში მდგომარეობს რომ ცოლ-ქმარის გუნება-განწყობილება და თანამშრომლის სიხალისე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს ადამიანზე ვიდრე მეგობრის ბედნიერება. ამიტომ როგორც ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაიხაროთ მეგობრის ბედნიერებით.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1287 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ილია  
0
yleedan modis bedniereva

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024