ფიქრი ჩამოწვება, გაფანტულ ოცნებას ფრთებს შეუსწორებს და გაუღიმებს... ...რა ძნელია... გავა დღეები, გული გაჰყვება უცხო ნაკვალევს ათრთოლებული ნაბიჯებით და უკან მოხედვის ეშინია. გახელილ თვალებს ცრემლები დარაჯობენ და წამწამების დასასველებელ სულ მცირეოდენ მიზეზს ეძებენ... ...რა ძნელია... თითქოს გუშინ იყო. თვალს გაახელ და გაფითრებულ დღეთა მორევში გახრჩობს უკვე ჩავლილი წუთების სიტკბო. სულ სხვა ხარ და სულ სხვა უნდა იყო. მოთმენა... მოთმენა არაფრის და არავის გამო...უბრალოდ ნამტირალევ ღამეთა წყება ჩაგივლის გულთან ახლოს და თითქოს არაფერია...ფიქრს ფიქრი აედევნება,აზრი აზრს დაკარგავს, გადახლართულ ოცნებათა სიმები რიგ-რიგობით დაწყდება და ბოლო სიმთან ერთად აზრიც გაქრება... ...რა ძნელია... ვიცი, არ გინდა, რომ ტკივილმა მთელს სხეულში ჟრჟოლად დაგიაროს, დაგსუსხოს და იარა დაგამჩნიოს, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ეს ტკივილი სამუდამოდ შენში დაიდებს ბინას და ყოველთვის თავს შეგახსენებს...გინდა გაიქცე, წარსულის ფარდა ჩამოაფარო აშლილ და არეულ დღეებს, მაგრამ ეს დღეები თავს არ განებებენ, შენსკენ მოიწევენ და მალე მათ უფსკრულში შთაინთქმები...უფერული ზოლი ნაზად ებანტება ყველა შენს სურვილს და დამფრთხალი თვალებით მზის სხივებს ეძებ...ის კი რა შორსაა... გაქრება თუ დროზე არ მიუსწარი, მაგრამ შენ მასთან ვერ მიხვალ. ეკლებივით შეგესობა ყველასგან თქმული სიტყვა: "არა!”... ...რა ძნელია... გინდა გჯეროდეს რომ იქ, სადაც უფრო თბილა, შენთვის ერთი პატარა ადგილი ყოველთვის იქნება...მასთან იქნება...მასში იქნება...იქნება???... ...რა ძნელია...
|