♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » ლექსები
8:55 PM
ლექსები


* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..

* * *
დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული.

* * *
მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი
და ბაღი გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე წყალი
და ოკეანე გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული
და შენი თავი გამომიგზავნა..


* * *
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

* * *
ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...

* * *
უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ..


* * *
მინდა ვიყო პატარა ცრემლი
რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო,
და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული,
მეც შენთან ერთად გავიზიარო..


* * *
მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული,
მე მწამს მონატრება შენით დანისლული,
მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი,
შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი.
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.

* * *
ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..

* * *
შენ რომ კლდოვან ნაპირზე გინდოდა ყოფნა,
მე მაშინ ოცნების ტალღები მრიყავდა კლდესთან,
სწორედ იმ კლდესთან, რომელზეც თურმე შენ ოცნებობდი..

* * *
ოცნება ხარ ოცნებათა შორის,
ლამაზი ხარ ლამაზთა შორის,
ჭკვიანი ხარ ჭკვიანთა შორის,
იცი? მიყვარხარ სხვათაშორის.

* * *
ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება,
ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები,
ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება,
მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები.
მომენატრა შენთან წყნარი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება.
იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი
და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება.
განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე?
რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე..

* * *
ფურცლის ნაგლეჯზე უსიცოცხლო სიტყვას ეძინა,
გულს უეცარი მარტოობა ძლიერ ეწყინა.
გულის სიღრმეში მონატრების ისმოდა გლოვა,
მოგონებები ჩურჩულებდნენ - ელოდე, მოვა..




* * *
თუ ტკივილი ხარ, მაშინ რატომ მიხარია შენი დანახვა?
თუ რწმენა ხარ, მაშინ რატომ არ მჯერა შენი?
თუ სიხარული ხარ, მაშინ რა უნდა ჩემთან დარდს?
ძნელია სიცარიელის ამოვსება,
ნუ მტკენ გულს, რადგან მერე შენ უფრო გეტკინება,
დაიმახსოვრე! შენ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი
და ნურასოდეს იბატონებ სხვაზე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1315 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 7:48 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024