♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » ლექსები 2
8:57 PM
ლექსები 2


* * *
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?

* * *
ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი


* * *
შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის,
აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს,
იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს,
დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის,
შენ გამეცლები, წაყვები წვიმას,
მე კი იმ ხესთან უსასრულოდ დაგელოდები...

* * *
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო ნავსადგურო,
სულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვა, ოკეანე უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგამძვრალო გაზაფხულო,
ჩემო სიკვდილამდის მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო.
ჩემო სიცოცხლეო დიდხანს იცოცხლეო,
უშენოდ რაა ჩემი სიცოცხლეო?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1244 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 7:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024