♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 20 » თეთრონი
9:04 AM
თეთრონი

წკრიალებს, როგორ წკრიალებს,
ომებში წრთილი წინწალი,
აგ-მაგუგელმა ტირალმა
მიწას შეასვა ტინალი.
წვართამ გვიწია მწვართელებს,
წალიკას სუნი წაგვლეკავს,
ადრაგუნები გვამხობენ
ნა-ოსმალ-მონღოლ-ნალეკარს.
მაგრამ მახსოვს რომ თეთრია,
თეთრია ჩემი თეთრონი,
მახსოვს რომ მაღლა ღმერთია,
ღმერთის ვიწამე მე მგონი.
მართვე არწივის არ წივის,
განსაცდელს მედგრად უხვდება,
გასაცდენს, საზღვარს გასაცდენს,
ოსტატის ფუნჯი უხდება,
ოსტატის ფუნჯით, ფასკუნჯით,
გაცდები, საზღვარს გაცდები,
ცხრა ცას აცდები, საუნჯით,
ყველაზე დიდი გახდები.
სველია, როგორ სველია,
ჩემი თეთრონის ფაფარი,
ბნელია, ღამე ძნელია,
ბუჩქებში მოჩანს აფთარი.
თეთრია, როგორ თეთრია,
თეთრია ჩემი თეთრონი,
ღმერთია, მაღლა ღმერთია
და გზას გვიჩვენებს მე მგონი!


---------------------
წრთილი -- გაწვრთნილი
წინწალი--საკრავი ინსტრუმენტი
აგ-მაგუგი--გოგი და მაგოგი
ტირალი--მკვლელი
ტინალი-ტენალი--სისხლის ღვარი
წვართა--სასჯელი
წალიკა--ყველაზე მყრალსუნიანი მცენარე
ადრაგუნი--ყვავილი(წითელი ვარდი)
თეთრონი--აქ რწმენა


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1328 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024