ფილმის მიმოხილვა ეზეკილმა უნდა დაწეროს მუსიკა ახალი ფილმისათვის, მაგრამ მუზა არაფრით მოდის მასთან. მან უნდა იპოვოს ის და მოიგონოს, როგორ დაფაროს ბანკიდან გამოტანილი კრედიტი. სასოწარკვეთილი, ის რეკავს ბანკში, სადაც მუშაობს პაულა – მენეჯერის ასსისტენტი, რომელიც ბოლო თვის ფეხმძიმეა. პაულა ტოვებს მას ხაზზე და ის მუსიკა რომელიც ესმის ეზეკილს ყურმილში ზუსტად არის ის რაც მას სჭირდება, მაგრამ ის იკარგება შიდა ქსელში და ეზეკილი ვეღარ ახერხებს მის დაბრუნებას. პაულა ელის დედის ჩამოსვლასმ, რომელიც ესპანეთიდან უნდა ჩამოვიდეს ბავშვის დაბადებისთვის და გაიცნოს თავისი ქალიშვილის მეორე ნახევარი. მთელი პრობლემა იმაშია, რომ პაულას მეორე ნახევარი არ ყავს... ეზეიკილი მიმართავს პაულას იმ მუსიკის პოვნის თხოვნით. შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა მომავალ დედას თავისი ფიქტიური შეყვარებული წარმოადგინოს...