♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 25 » იყო საღამო...
12:51 PM
იყო საღამო...

იყო საღამო დუმილით სავსე,
უთვალავ გულთან დანაფიცარი,
ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე
ბრძენი რუსთველი და ოპიზარი.
თავს იწამლავდა ტაბიძის მერი
და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს,
მე მაწამებდა ხატება შენი,
მე დავეძებდი საყვარელ თვალებს.
ქალაქის ბაღში არ იყო ქარი,
ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ.
მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი
და ვუღიმოდი შენმაგავარ ლანდებს.
გეძებდი დიდხანს. ამ მტანჯველ ლოდინს
ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს.
გეძებდი დიდხანს. რატომ არ მოდი,
იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო!
ახლა წვიმაა...მე ნამთვრალევი
ველი ჯადოქარს და საოცრებას.
მაინც არ მტოვებს შენი თვალები,
შენი სათუთი გულის ოცნება.
ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის,
ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს
და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს,
გავგიჟდებოდი ასე მგონია!
იმ წყნარ საღამოს გეძებდი, კარგო,
ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს.
საით წახვედი... სად დაიკარგე...
ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1177 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-10-14, 8:40 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024