ქალს სილამაზე ხილავდა ვსთხოვე, არ დამაძლევინა! დავღონდი, წყალი მომწყურდა, წვეთი არ დამალევინა! მომხედა, თოლნი შემყარნა, ნაწინწკლებ წამაყრევინა; დამრცხო, ავინთე, გავწითლდი, თავი ძირს დამახრევინა, სიტყვები გადამავიწყა, ენა სულ ამარევინა, არც მითხრა, მოდი, არც წადი, არც თავი დამახწევინა, ტიალი რაი ყოფილა, თავბედი დამაწყევლინა დახე წყეულსა დიაცსა, რა დღემდე მომაღწევინა?!
|