♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება
10:23 AM
ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება


ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება, ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი მძიმე და მწუხრისფერი, ოცნება ჩემი სევდანარევი და მარტოობის ობოლი ცრემლი.

ზოგჯერ ისეთი მძიმეა ფიქრი, რომ ჩემი მხრები თრთიან შიშისგან: ვაი-თუ ვინმეს ვაჩუქე ცრემლი, ვაი-თუ ვინმემ ცოდვა იტვირთა. ეს გახსენება მოჰგავს ტირიფებს, მუდამ მტირალს და სახედამალულს, შენი სახელიც ხომ სადღაც სულში მიმალულა და არ აჩენს სხეულს. ო, ზოგჯერ ისე მძიმეა ფიქრი, რომ მარტოობა განვაგდო მინდა, მაგრამ ვერ ვშველი სულის ტკივილებს დაუყუჩებელს და სევდით მტირალს.

გარეთ ქარია, სიცივისაგან მობუზული ხეების ტოტებს ერთმანეთს აწნავს და დედამიწაზე აქეთ-იქით ფანტავს.
გარეთ ქარია . . .

და როგორც ყოველთვის ჩემს სულშიც ქარიშხალივით იჭრება შენი დანახვის სურვილი მარტოობის და ტკივილის მოსასხამში გახვეული.

შენ აქ ხარ, შენ ჩემში ხარ, შენ ჩემი ფიქრის ყოველი სიმი ხარ, მე შენზე მოგონებებით ავაგე სიყვარულის თეთრი ტაძარი და მუხლმოყრილი ვჩურჩულებ:

მე შენ მიყვარხარ!

გარეთ კი ქარია, ეს ქარი ალბათ შენი ფანჯრის მინებსაც აწვალებს. მე მას გამოვატანე ლამაზი ოცნება, შენ კი დარაბები მჭიდროდ დახურე და არ მიიღე სული ჩემი, ქარად ქცეული.
შენ ალბათ არ იცი, რომ ეს მე ვარ და რომ იცოდე, ნეტავი თუ გააღებდი შენი სახლის ფანჯრის დარაბებს?!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1080 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 5:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024