♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 14 » ზღვაში წვეთი
11:46 AM
ზღვაში წვეთი


თავი პირველი

შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო... კიდევ ერთი ჩვეულებრივი, უსაზღვრო დროის სივრცეში... ფიქრებიც ისეთივე... შეიძლება გუშინდელთან შედარებით აზრეული და პირიქითაც სულელური, ანდა არსებობის ტკივილით დამძიმებული... ღამით მიხვდები, შესაძლოა ვერც მიხვდე, რომ უცნაურია, უ-ცნაური.
ზოგჯერ ისე ღრმად შედიხარ შენს უხილავ განზომილებაში, რომ საკუთარ თავთან საუბარი იფერფლება, თითქოს ქრება და მხოლოდ გონებით უცქერ სიტყვებს... დგახარ პირისპირ ოცნებასთან და თვალყურს ადევნებ შენს მიერ შექმნილ სამყაროს... ისე შორს მიდიხარ, რომ გეშინია უკან დაბრუნების... გეშინია რადგანაც ერთხელაც შენს თავსაც ვეღარ იპოვი... აკვირდები როგორ იმსხვრევა შენი ”მე” - საბოლოოდ კი უბრალოდ ქრება... რთულია გაერკვე სადა ხარ, წარმოუდგენელი კი ისაა გაიგო რად ხარ.
ზოგჯერ გინდა დათვივით შეძვრე სოროში და დაივიწყო ქალაქი, ქვეყანა და თუ შეძლებ გათიშო გონებაც, მიჰყვე იმ გრძნობას, რაც სხეულს არ ემორჩილება, ჩამოშორდე ყოველივეს რაც აქ არის, დაივიწყო ადათ-წესები, სავალდებულო ურთიერთობები, თვითდამკვიდრების მიწიერი აუცილებლობა... კაცობრიობის პრაქტიკული გონება ვერ ჩასწვდება სულის ამგვარ გაცისკროვნებას და ამორალობად მიიღებს მას.
თავისუფალი ადამიანი უფრო ახლოა საკუთარ თავთან და აიტომაც მევალე ხდება ”მე”-სი, იღობება ამქვეყნიური კანონებით, მიწიერი დანიშნულებით... ამას ის ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად და წარმოიდგინეთ ქვეცნობიერადაც კი სჩადის. ამავე დროს ჩნდება ტკივილი, აბსურდის ტკივილი, რომელიც მას დაასნეულებს კიდეც. მიზეზი ამ ტკივილის რეალობად ქცეული აბსურდია, მას ჰყოფნის გონება სინათლე სიბნელისაგან გაარჩიოს... ამისათვის სჯიან უგუნურნი, რადგან თავად, განსხეულებით დაბნეულებს, ეს არ ძალუძთ. ამადაც არის რეალობა აბსურდული. ამაოებას მიჯაჭვული გონებით არის იგი შექმნილი, ადამიანი კი ამ აბსურდის უხალისო წევრია, იმდენად უხალისო, რომ ხშირად სიკვდილის სიტკბოებაზეც კი დაფიქრდება და იწყება ეიფორია...........
კაი, აპირებ გაქცევას... დგახარ აბობოქრებული, ამღვრეული, მომხიბლავად მოელვარე ტალღების წინ... სიცოცხლესთან ერთად მათ შიშმაგეში გინდა ჩაახშო არეული ფიქრები... გინდა უკანაც რომ არ მოიხედო ისე გაუჩინარდე ზღვის მრისხანე ტალღებში... მაგრამ არის კი ეს გზა?! იქნებ მხოლოდ ქვეცნობიერის ინტუიციით გრძნობ ამას? როგორ გრგვინავს შენი ძალა უხილავი, ხმაურიანიც და მდუმარიც. არც იცი რა ძალის მეშვეობით მოძრაობს შენი სხეული, როგორ იტევს გონება ამხელა სამყაროს? ალბათ ეს მართლა სულის მოძრაობა............
ყოველდღიურად იცვლება ადამიანი, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში დრო და განსაცდელი გძერწავს. იცვლება ხასიათი, აზროვნება და გარეგნობა, თუნდაც შესამჩნევი და გამორჩეულიც კი. ვერასოდეს ამოვწურავთ თავს სიცოცხლეში და ვერ შევიცნობთ მას. მხოლოდ სიცოცხლესთან განშორებისას ცხადდება დიდი საიდუმლო. აქ მთავრდება შეცნობისა და განვითარების ერთ-ერთი საფეხური. გამუდმებით ვფიქრობთ ვინ და როგორები ვიქნებით მომავალში. ეგებ სჯობდეს იფიქრო ახლა ვინა ხარ და რას ქმნი სამყაროში ან სამყაროსთვის?
დავღალე თავი ამ იდიოტიზმით. დროა ვესტუმრო ჩემს ჯადოსნურ ბაღს, სადაც რეალურად არაფერიც არ ხდება, მაგრამ არც არასოდეს ვეძებდი საკუთარ თავს რეალობაში... სისულელეა არ არსებობს არანაირი ბაღი და ისიც ჯადოსნური... ეს ხომ ისედაც ვიცი. უბრალოდ მარტოდ მყოფი ადამიანი ცდილობს ამ უაზრობიდან თავის დაღწევას და ათასგვარ სისულელეებს ხატავს გონებაში. ჩვენ ხომ გვჭირდება რაიმეს რწმენა, თუნდაც ოცნების... ერთადერთი საშველი გაიქცე იქ სადაც ყოველივე ისეთია, როგორიც გენატრება ცივ სინამდვილეში მყოფს... არადა რა აღმაფრენა იქნებოდა ერთი სურვილი, ერთი ნატვრა ასრულებულიყო. გულში ხომ ცოცხლობს იმედი ამქვეყნიური ბედნიერებისა და სამართალისა.
ეჰ, რას იზამ, მსგავსი მდგომარეობა სულისა და სხეულის მუდმივი შეუთავსებლობის შედეგია. სული ეწინააღმდეგება სხეულს, ანუ საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს და ყოველივეს, რაც აზროვნებით არის შექმნილი. იგი იძირება ყრუ სივრცეში და გონიერი სიცარიელის ტყვე ხდება. ჯერ გონი და სიცარიელე ერთიმეორეში ერევა, როგორც სხეული სულში. თავი გონიერი სხეული ჰგონია ან სული ცარიელი. ვერ ერკვევა ვინ ვის ებრძვის, ვინ არის თვითონ, ვის ეომოს, ანდა რა საშუალებით დაიბრუნოს სიმშვიდე. შემდეგ კი....... ბეთჰოვენის ”მე-9-ე სიმფონია”...........
ო, გონიერებავ რაოდენ ძალუმია შენი სუფევა, როგორი სიმაღლით და მოთმინებით ჰფენ ნათელს კაცობრიობას... რამდენი დრო და ენერგია სჭირდება მარტივის შეცნობას. ნუ იომებთ სულო და სხეულო, რადგან მთლიანობა ხართ, წარმავლობის და მარადისობის ბინადარიც. ”შეუცნობელია უფლის გზები, როგორც შეუცნობელია თავად უფალი!” წმინდაა ყოველი ფიქრი წმინდანისა და ბინძურია მოკვდავთა გოდება უბედობაზე...
სისულელეებს ვფიქრობ, არ ვიცი აზრთა თქეში საიდან მოდის, ესეც ალბათ ქვეცნობიერშია და ხშირად ნაბოდვარსა ჰგავს. რა მცირეა და უბადრუკი პატარა გონების, ”ჯერჯერობით უმწიფარის” ფიქრი. გავა სულ ცოტა დრო და დაიცინება, ჩანავლდება, გაქრება იგი.
და მაინც, სანამ წუთისოფელში ვართ, აზროვნების სრულყოფის შანსი გვაქვს. ფიქრი განსაწმენდელია გონების, როგორც ცხოვრება სულის. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა პიროვნების სრულყოფისაკენ. ჰოდა წავალ იქ სადაც არაფერი დამკარგვია ჩემი თავის გარდა.

თავი მეორე

მშვენიერია დროებაში წარმოქმნილი დრო. აქაურობაში დაბადებული და განსხეულებული. დროებამ შექმნა დრო. შემქმნელი გაჩერებულია, შექმნილი კი მიდის.
ნიავი უბერავს და მიჰყავს მიწას მიფენილი ფოთლები. გაცრეცილი ხეები ზემოდან დაჰყურებენ დაღლილი მზერით. ხეთა ძირში სკამებია ჩამწკრივებული. ფოთლები ემუდარებიან ნიავს მშვიდად განისვენონ სადაც დაბადებულან... ეჰ, უკვდავი განცდა ”სამშობლო”...
გარემო ემოციის გარეშე... გაყინული... მოძრავი უძრავში... არაბუნებრივი სინამდვილე... რითმი მშვიდი... სურნელი მუდმივი შემოდგომის... ქვეცნობიერის ყვირილი და აღფრთოვანების სიჩუმე... მუსიკა მშვენიერი... ცა ნაცრისფერი... რწმენა გაურკვეველი... არსებობა დაუჯერებელი... სიკვდილი ყველგან და არსად...
არ ვიცი როგორ შევძელი ბაღის პორტრეტის აღწერა, რადგან ფიქრი მეტია სიტყვაზე.
აი სკამიც სადაც გამუდმებით და დროებით ვკლავ მარტოობის განცდას, ანდაც უფრო მძაფრად განვიცდი მას. თავს ვაიძულებ მელანქოლიურ ბურუსში გავეხვიო, ვეწამო დეპრესიით და არსებობის სევდით ნევროზიანი ადამიანივით, რომელსაც ყველასაგან მიტოვებული მშვენიერი კრავი ჰგონია საკუთარი თავი.
ჰოდა ბაღი, ჰოდა შემოდგომა, სკამი და ჩემი მოხუციც...

- მშვენიერი დღეა არა?
- სასიამოვნოდ მშვენიერი. გუშინ კი სილამაზის სიმძაფრე იყო, ქარი, ნისლში გახვეული წვიმა. მეგონა არასოდეს გამოიდარებდა
- ამ ბაღში კი არასოდეს უნახავთ ხეებს წვიმა
- მათ ბევრი რამ არ უნახავთ. შენ გუშინდელი წვიმა არ გახსოვს?
- არა
- მისი ხმაც არ გაგიგონია?
- არა, არ გამიგონია
- უცნაურია, უცნაური... არადა რა იდუმალი განცდები გააღვივა მან ჩემში! იყო შუადღე. ვფიქრობდი სიტყვის მეუფეზე. სიტყვა წარმომედგინა წვიმის წვეთად. უამრავი წვეთი კი ფიქრებად, რომლებიც უცნაურად სდის ადამიანს. იშვიათია მისი დაუცხრომელი ენერგია რომ იგრძნო, რადგან ეს არ არის მიწიერი ან წარმავალი ძალა. ეს არის რაღაც სხვა, რაც აქაობაში არ ეტევა. ეს არის სულის ღვთაებრივი გარდასახვის ენერგია, რომელიც განსხეულებულ ფიქრში ისახება. მინდოდა მისი შეგრძნება, მინდოდა მისი მფარველი ანგელოზი ეხილა ჩემს ანგელოზს და ღვთაებრივი სიტყვა მიწიერ სიტყვად ქცეულიყო... სიტყვა - ფიქრად, წვეთი - წვიმად... რამდენი თვე ველოდი მას. ნაცნობი გულისძგერით ავივსე. მზე ღრუბლებმა დაფარა. ისევ ვეძახი ფიქრისა და სიტვის ღვთაებას. შევაერთე ხელისგულები, თითქოს გავმთლიანდი, მივიდე შუბლზე და ვჩურჩულებდი: ”მომენატრე, ნუ მიმატოვებ, გელოდები, მნიშვნელობა არა აქვს რა სახით მოხვალ, ოღონდ მოდი”. მედიტაციას უფრო ჰგავდა ჩემი ქმედება, ვიდრე სურვილს ან ნატვრას. უცებ ნიავი ოთახში შემოიჭრა და თმა შემირხია. მუსიკის ჰანგებივით აჟღერდნენ წვიმის წვეთები, მშვიდად, მაგრამ მოუსვენრად... შორიდან ცის გუგუნი - ბრძანება ღვთისა... ჩემი ხმა მაღლა ამომსკდარი... სხეული იფანტება, მძაფრად გრგვინავს წვიმა და სხეული ქრება... მეფობს წუთიერი მარადისობა, მეფობს სრული თავისუფლება, ერთმანეთს ერწყმის ცა და მიწა, წვიმა კი თითქოს შუახიდია... ცა თითქოს შეიშალა, მეტეორივით ჩაიშხუილა ელვამ, ცა გაკვეთა მანათობელმა... ხმა შეშფოთებული... სველი ბალახი ეფინება ფეხებს, ვიჟღინთები წვიმით, წამში ბალახივით სველი და წმინდა ვხდები, უთვლელი წვეთები სხეულზე, სისხლი მდუღარებს, მინდა ვიყვირო მთელი ხმით, მინდა ამოვანთხიო ციდან მოსული განცდა, მინდა ვუთხრა ხეებს და ბალახბს, რომ ის მოვიდა ჩემთან, მოვიდა წვიმისა და ელვის სახით, რადგან თავადაც ასეთი მძაფრია და მრისხანე... დაცლილია ზეცა, დატირებულია მიწა... ნელი-ნელ სიმშვიდე ისადგურებს, როგორც გარეთ, ისე ჩემში... ცა იწმინდება... სისხლი დაოტდა... გონება ჩაცხრა და ღრუბლებთან ერთად ფიქრებიც იფანტება... მეჩვენა რომ ეს წვიმა მხოლოდ ჩემთვის მოვიდა, ის მხოლოდ მე ვნახე და მე ვიგრძენი, როგორც სასწაული ღვთისა...

- ფიქრი მეტია სიტყვაზე, არა?
- რადგან ადამიანი მეტია ფიქრზე
- არ მესმის
- ადამიანი ქმნის სიტყვას, სიტყვა ქმნის ფიქრებს
- ფიქრი რას ქმნის?
- რა თქმა უნდა სამყაროს. ყოველი სიტყვა სამყაროში რჩება. ქმნის ენერგიასა და გრძნობას. კაცობრიობის წარსულიც სიტყვებითა და ნაფიქრალით მასში იფანტება.

.........დროებითი დუმილი..........

- მშვიდი ამინდია!
- მოსაბეზრებლად მშვიდი
- მხიბლავს ეს ბაღი
- გხიბლავს საკუთარი არსებობა
- მიყვარს მარტოობა
- და მაინც გაურბიხარ მას
- სხეული კი ტკბება, როდესაც ხალხში ითქვიფება, ბრბოში ირევა, როგორც თავისიანი

თავი მესამე

დავიცალე აზრისაგან, სიცარიელის ბურუსში გავეხვიე. დროებით ვწყვეტ თამაშს. ვწყვეტ ფიქრს. ცარიელი ფურცელი მინდა შევქმნა, უსიტყვო დრო...
მუსიკა დიდებულია გარინდულ მდუმარებაში, ის თავად ქმნის მარადისობას და სიტყვას. გაუშვი შენს ცარიელ ფურცელზე ვერდი, უსიტყვო დროებაში ბგერით გავიაზროთ მარტოობის მეფობა ჩვენს სულებზე, მივეცეთ გონიერ მდუმარებას. გავიფანტოთ სამყაროში მრავალგვარ იდეად, ქვეცნობიერი ცნობიერში გამოვსახოთ, ვიფრინოთ არა სამყაროში, არამედ სამყაროს უსასრულობაში, გავცდეთ სხეულებს და როგორმე მივიდეთ ჩვენს ”მე”-მდე, თუნდაც მთელი სიცოცხლე დაგვჭირდეს, ანდაც ცარიელი ფურცელი. ის ხომ არც ისე შორს იმყოფება, ის ხომ ჩვენშია მხოლოდ. დავინახოთ და შევიცნოთ რისთვის ვცხოვრობთ და რისთვის ვაზროვნებთ.

მაშ ასე..................................ვერდი (ცარიელ ფურცელზე)


თავი მეოთხე

იგი გაყინულ დროებაში მიაბიჯებდა. სევდიანი მზერით ემშვიდობებოდა შემოდგომას, აუჩქარებლად ტოვებდა მას. ბაღი უკან დარჩა. არც შეუხედავს მისთვის ისე განაგრძო სიარული. ფოთლები გზადაგზა თოვაში ეხვეოდა. მერე კი თოვლის მინდორი გადაეშალა თვალწინ. იგი გასცდა შემოდგომას და ზამთრის ცივ სივრცეში შეიჭრა. ისე შეუმჩნევლად მიაბიჯებდა, რომ თოვლზე კვალსაც კი არ ტოვებდა. აი მდინარეც. გაეღიმა. ხიდზე ჩამოჯდა და კარგა ხანს ჩასცქეროდა რძისფერ ჩქერებს. გასცდა მდინარეს და ყაყაჩოების დიდ მინდორზე გადაირბინა. აღარც მოუხედავს მისკენ. ალბათ დაავიწყდა გაზაფხულს მისალმებოდა. ასე დაეხეტებოდა დროებიდან დროებაში.
ისე შემოდგომას აღარ ეძებდა. აღარც რასმე ფიქრობდა. უბრალოდ სრულ სიჩუმეს მიაღწია, გონიერ სიჩუმეს.
ახლა იგი მატარებლით მიემგზავრება მზისკენ. მატარებელი ჩქარა მიჰქრის. ბეთჰოვენის ”მე-5-ე სიმფონიის” რითმს იმეორებს. აქა-იქ განათებული ნათურები სიცოცხლის კარიბჭეში არიან მოქცეული. ვარსკვლავებიც მკვეთრად ანათებენ. მთვარე ისე ახლოს არის, რომ ხელით შეძლებ შეხებას. აღარც ემოცია აფორიაქებს, აღარც ხმაური. მთელი სიმშვიდით მიეცა ზღაპრულ ღამეს. ცის კამარა შეუმჩნევლად იხსნება. შორიდან ნათელი ტალღა მიიწევს ვარსკვლავებისკენ.
გვირაბი გამოჩნდა. იგი შეცბა. თითქოს შეცნობილისა და შეუცნობელის ზღვარზე მოექცა. საინტერესოა შიში, საინტერესოა მასზე გამარჯვება ან ამით ტკბობა. ისევ ის განცდა, გამძაფრებული ღელვა, გაოგნებული თვალები. ის იკარგება სიბნელეში, იკარგება ხმაურში, გრძნობებში, ოღონდ არა ფიქრში. მატარებელიც იკარგება თვალებთან ერთად. ხმა გვირაბის წიაღში ჩაინთქა.
სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა, ვარსკვლავებიც თითქმის გაქრნენ. ნიავი აქროლებს ბალახის სურნელს. მზე ამოდის, მას მოსდევენ სინათლის ფერიები, უცნაური არსებები, შეუმჩნევლად რომ არსებობენ და შეუმჩნევლად ატარებენ ფერებს. ისინი ყოველი ბალახის ღეროსა და ყოველ ხეს სიცოცხლისა და სიკეთის იდუმალი Ʊ




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 10:44 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024