♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » (ზღაპარი?)
6:00 PM
(ზღაპარი?)


ლექსებზე მონადირე...
"ნაძვების წვერზე,ფეხის ცერებზე შემდგარი,ხელის გულებიდან კენკავ ჩემს სულს ლექსებად და ამით მე უფრო ვნაყრდები ვიდრე შენო"გვირილას გაუწითლდა ლოყები და ყვითელი გულით სარკის ნამსხვრევებიანი წიგნი მიიხუტა...დიახაც რომ მეათე ცაზე ამოსულ გვირილას ქაღალდის ქოხში სტუმარი ყავდა და გვირილასთან ხშირად მიჰქონდა კალათით,ორი აბი ვარსკვლავი,ნახევარი ნაჭერი მზე და ერთი წვიმისჭიქა ქარი...შემოსხდებოდნენ ღრუბლის სავარძელში და ინაწილებდნენ ნუგბარს...მეათე ცაზე არ იყო განსხვავებულობის სურვილით შეპყრობილი ადამაინები,გვირილა ცხოვრობდა მარტო და სტუმრები...
ერთხელ როდესაც კეთილი სტუმარი ლექსებზე სანადიროდ წავიდა,ის აღარ დაბრუნებულა...



წერილი ბებოს(მონადირე წავიდა ბე)
ბე მე მამიდამ ახალი კაბა შემიკერა ბე...შენი დარგული პიონები შენსავით მიწაშია და სძინავს,მე ისევ მოვალ შენთან და ისევ შემსუდრე სხვისთვის ვერწარმოსადგენი სითბოთი...აქ ცოცხლები უფრო გვანან მკვდრებს,ვიდრე მკვდრები ცოცხლებს...შენ უფრო თბილად ხარ მანდ,ფეხის ცერებით და მუხლის თავებით გითბობ სხეულს...გემრიელია შენი მიწა,ცხელი გული დამიამა...მონადირე წავიდა ბე...თბილი ხელისგული და ღრუბლის საბანი წამართვა,ეხლა შენი თბილი ხელისგული უნდა მომადო სახეზე...ლოყებიც გამითეთრდა და სხეულიც სიფრიფანა გამიხდა ბე...ეხლა შავი ღრუბელი მივაჭამე სუნთქვას და გული დამიმძიმდა ბე...გახსოვს ჩვენს უფანჯრო ოდაში ქარი როგორ უკრავდა სალამურზე...გახსოვს შუა ღამით რომ გამაღვიძე და ქარის სტიქიით შეშლილი სული ფურცლებზე მაწერინე...გახსოვს როგორ მიმიქსოვე სუნთქვასთან ერთად იდუმალებასთან ჭიდილი...შენ წახვედი და ეხლა მარტო ვწევარ სტიქიების სუნთქვაში...მაგრამ შენიდან ჩემამდე კიდევ ცხრა ცაა,მეათე ცაზე მარტო ვარ,ქაღალდის ფიცრული დავანგრიე და ჩვენი ოდა დავდგი...მარტოობა რომ ვისუნთქო...ნუ მჯაჭვავ ბე ასე შენს სულთან,შემიბრალე,თორემ შ ე მ ო მ ე ხ ა რ ჯ ა ჯ ე რ ვ ე რ წ ა კ ი თ ხ უ ლ ი ს ა მ ყ ა რ ო...ბე უთხარი ღმერთს დამიბრუნოს მონადირე,მემძიმება უმისობა


...
ეხლა აქეთ ქარია თბილი ქარი...ბე დაბრუნდა მონადირე მე კი არ მინდა მას ბანალური მესიჯი მივწეო,მე ხის მერქანზე,სისხლის მელნით მინდა დავუწერო სული და როინის რომ მტრედი ყავს დიდაჭარის მუზათა კოშკში,იმ მტრედს გავატანო...უცნაურია ბებო ჩემი სუნთქვა,ჩემივე შეთხზილი სამყაროს ტყვე ვარ და გრძელი ნაწნავით ვიიმედებ თავს...ბებო ქარში ფრთაგაშლილ სულს ვალსი უნდა შენთან,ის რომ არ მეცეკვება იმიტომ...ბებო ისევ ბავშვი მინდა ვიყო,რვა მარტს ვარდებს რომ გჩუქნიდე...გახსოვს ღამე ჩვენს ჩრდილებს რომ დავცინოდით მინდორზე...შენი ხელით რომ მჭრიდი ჩოლკებს,ბებო ეხლა ცივ მიწაზე ვწევარ და ვერ ვარჩევ,მე უფრო ცივი ვარ თუ მიწა,ან პირიქით,მიწა უფრო ცხელია თუ მე...მითხრეს აგვისტო ხარო და გავუბრაზდი...მაგრამ არ ვიფიქრე...აგვისტო ცხელია...აგვისტო წვიმიანია...აგვისტოში ტუჩები უსკდებათ ქალწულებს სხივის უმანკო კოცნისაგან....აგვისტო აშიშვლებს ადამიანებს...მე თუ აგვისტო ვარ მონადირევ არ შენიღბო თავი თვისი,რამეთუ მე მზე ვარ და შენ წვიმა უნდა იყო,რომ მაჯებდასერილმა სხივებმა სიყვარულისგან არ დაახმოს მიწა,მე ყოველ ღამე თავს დავიხრჩობ ზღვაში და ყოველდილით გადავიჭრი მაჯებს,სითხე რომ გაიფანტოს და თქვენამდე ოქროსფრად მოვიდეს...

....

ბოლო ბოლო მე ხომ გვირილა ვარ გამოგდებული საკუთარი ქორწილიდან,ვარდიაო დედოფალი...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1279 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 6:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024