♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 15 » ვთამაშობ..
12:45 PM
ვთამაშობ..

ვთამაშობ,
გიწყობ სიტყვებს ხელისგულზე
და ვჩუმდები,
ველოდები რეაქციებს სივრცეში...
ველოდები რომ შეირხევა ფარდა
გატოკდება სკამი
ან სულაც
გავიგებ შრიალს...

ეს ის თამაშია,
სადაც მხოლოდ მე და შენ -
ორნი ვართ,
შენ გამუდმებით მაკვირდები
მე კი თვალებს ვხრი და...
როგორც ყოველთვის გეღიმება;
ფანჯარასთან აკაციები ირხევიან...

ვიღებ ფანჯარას,
ვშლი ფრთებს,
რომლებიც არ მქონდა და მაჩუქე -
სივრცე ფოთლებს შორის
ერთგვარი ნაზავია გვირაბის
და ასაფრენი ზოლის,
მგონი უნდა ვიფრინო შეზღუდულად.

ვხუჭავ თვალებს
მინდა ბოლომდე შევიგრძნო,
შეგიგრძნო და
ვგრძნობ აკაციებს...
ვწყდები ჩარჩოებს...

ჩარჩოები სველია და ხის...
ჩარჩოები ძველია,
ვხსნი და...
ამ ზოლში უსაზღვრო ოცნების უფლება მაქვს,
ამ ზოლში უსაზღვროდ ვთამაშობ,
თითებზე დაწყობილი სიტყვებით
მხოლოდ გვირაბი მახსენებს რომ არ ხარ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 5:52 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024