♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » ვინ მომპარა მზე?
9:44 PM
ვინ მომპარა მზე?

უკვე გაგუდა საათმა მაჯა
და აღსასრულა ჰპოვა სასჯელი.
მარადისობამ მოძებნა სადღაც
მზე _ ამაზრზენი.

და აღარ ვიცი, რას დასდევს წამი
ქანქარის რხევას, თუ ლექსის ცხენებს,
უკვე წვიმასაც არა აქვს ნამი,
ვინ მომპარა მზე?

და თითქოს წუხელ არ იჯდა მთაზე
თვით პოეზიის ცხრა ჰორიზონტი,
დღეს კი შეკითხვით ეშმა ზის მხარზე:
ვინ მოგპარა მზე?

ცას ჩამოლეწავს ლურჯი გრიგალი
და ამირანი მოიხევს მხრებს,
ოღონდ მოშალეთ ზღვას ეს ხავილი,
ვინ მომპარა მზე?

გზად ტლაპოებში მზის ღუზებივით
გდიან ნიღბები გვამების დღეს,
მეტაფორები მეკითხებოდნენ,
ვინ მოგვპარა მზე?

მე შიშს ვეჯექი აღსარებაზე
და ყრუ ტკივილი მიგუდავს ხმებს,
ვისთან მივიდე ზიარებაზე,
ვინც მომპარა მზე?

და თუ ამ ფირალს ჰქვია ცხოვრება,
მისი ნაბადი ემოსა მტვერს,
სჯობს, ვიქცე ფერფლად, მის დამონებას,
მე თუ ის მპარავს მზეს.

მე დავესწარი მთვარის პარაკლისს
და ღვინით სავსე რქებს.
ნთქამდა თვით ღამე, ღამე მომავლის
უხმო შეკითხვით: ვინ გვპარავს მზეს?

დღეს ვიმუხლები ლურჯი წერაქვით,
ვთლი მარტოობის ტაძრების სვეტს.
ისმის ორღანის ჰანგი ფერადი:
ვინ მომპარა მზე?

და ჩემს ქუჩაზე, სადაც ქალაქი
უსიყვარულო ბინდებს გვპირდება,
დგას მონუმენტი მწერლის მაღალი,
დგას არა ბინდი, დგას შებინდება.

მაშინ მოვუსწროთ ელვის ეპოქას
თვით ალიონის მოვუსწროთ ქუსლებს,
მოვუსწროთ ბოლო გედის მეფობას,
სიკვდილს სულ წამით, წამით რომ უსწრებს.

დღეს, იცით, მიწის ბოლო ბრუნია,
ბოლოჯერ მღერის კოვენ-გარდენი
და თუე ს ისევ ჟამის წუნია,
მაშ, დასაკეფი დაგვრჩა ვარდები.

თუმცა ჩემს გულში წევს კიდობანი,
მე ამ გოდოლმა დამიხსნა სული,
მას სიყვარულის აქვს ჭრილობანი,
მას ხორცის წარღვნის ატყვია წყლული.

შენ, მეგობარო, გთხოვ, მომიცადე!
თუ სიკვდილია, ბოლოჯერ იყოს,
მე მას შევხვდები პირმომცინარე
ვით გალაქტიკად ამაყი იო.

თუ, გათენებავ, შენს ტაძარში ვარ,
მე ხვალ არწივის შეგწირავ ფრთებს,
გთხოვ, პოეზიავ, ნუ მიმატოვებ
კაბადონს ნუღარ მოსტაცებ მზეს. . .

23.08.2003
წყნეთი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1187 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 4:19 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024