♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 2 » ვ. ღლონტის ლექსების კრებულს "სიყვარული" მაღაზიაში ვერ მივუსწარი...
10:45 PM
ვ. ღლონტის ლექსების კრებულს "სიყვარული" მაღაზიაში ვერ მივუსწარი...


სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.

მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.

სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.

შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.


1983, 7 მარტი.ბათუმი

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1705 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:52 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024