ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ
100 ფინჯან ყავას
მზე რომ ჩავა
ვეჭვობ,მგონი კითხულობთ მარკესს
დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს.
არ ამხელთ,მაგრამ ალბათ გჯერათ
მაღალი მოდის.
განიცდით როცა ყვავილებით
არავინ მოდის.
თქვენ გეყვარებათ სიგარეტი
კაფე და პროზა.
რასაც დაარქვით პოეზია,
უფროა პროზა.
თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს,
ლოცულობთ გახდეთ,
და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან,
დაიჩურჩულებთ
ღმერთი არს ჩვენთან.
მთავარი კიდევ...
ო,არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ?!
ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ.
რადგან არ გიცნობთ....