♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 18 » ურწმუნო რწმენა
12:50 PM
ურწმუნო რწმენა


36 დაჯდა, ასე მგონია ახდა ჩემი ოცნება, ენა აღარ მემორჩილება მაგრამ ვახერხებ ორიოდე სიტყვით მივახვედრო ავთო ჩემ გულისთქმას, ისიც დგება მიდის მოლარესთნ და ახსნევინებს 100 ლარიან პაჩკებს, ერთი სული მაქ როდის მომცემენ ნამდვილი ოფლით მოპოვებულ ფულს, რო ამ დროს მესმის სიტყვები ლადო ადექი გაგვიანდება, ეჭვმა ჯერ გულში გაიტანა გრიალი და მერე ტვინის კუთხეში იმ იქსს შეეჯახა რომელსაც ეს სახელი საგანგებოდ ვუბოძე და რომელიც პასუხს აგებს 100 ლარიანების პაჩკზე, ნელ-ნელა ვაცნობიერებ საზარელ სინამდვილეს.............ვეჭიდები იმედს რომელიც ხავსზე თხელია, ვატრიალებ გვერდძე თავს და გულდამშვიდებული ავთოს ვსაყვედურობ შენი საქმე დააჩქარეთქო, რომ ამ დორს იგივე ხმა მეორდება და ვხვდები რომ ეს ავთოსი კი არა დედაჩემის ხმა არის.
საშინელი რელობის ჯინაზე თვალს არ ვახელ და მინდა დავიბრუნო ჩემი დოლარები...5, 10, წუთი და გაქრა ყველაფერი. ის x5 და ის პუმას ნასკებიც 10 წუთის წინ ჯიბეში რო მქონდა დაგულებული, იწყება სასკოლო დღე რომელიც გუშინდელისაგან რიცხვით და გაკვეთილებით განსხვავდება. როგორც იქნა ავიზლაზნე ჩავიცვი ადიდასის ნასკები...ეჰ არა და რა ახლოს იყო პუმა....დავადექი სკოლის გზას, დადიანიდან ავტობუსის გაჩერებამმდე, როგორც ყოველთვის ავტბუსში ზედ მაზის გარკვეული სუბიექტი, ვიღაცა კიდე ამოსვლას კადრულობს რომ ამ დროს ცხოვრებაზე გამწარებული ქალბატონი ზუმა დელუქსისხელა ენით ტკბილ სიტყვას სტყორცნის, ამომსვლელიც არ აყოვნებს და ქალბატონის დედას ამკობს გაურკვეველი შინაარსის ტექსტით. ამ ამბით მობეზრეული ვრთვ აიპოდს და მუსიკა ის-ისაა საყავარელ ადგილას უნდა მივიდეს რომ ჩემი ჩასვლის დროც მოდის.
როგორც იქნა მივედი სკოლაში ვესალმები დარაჯს და თვალს ვარიდებ მის ბულდოგის სახეს, ჩავუარე გვერძე შკოლნიკებს ...არადა დრო იყო ვსწავლობდი, ავდივარ კლსაში და ვუყურებ 7 გაკვეთილი როგორ ეწამებიან ჩვენ ხელში მასწავლებლები, რომელთაც თავიანთი შვილები ვგონივართ ბოლოს კი საჭირო ოთახში გამსვლელს მისურვებს იმმმის იქითც წავიდე.... თავს შეუარცყოფილად ვგრძნობ საჭირო ოთახის იქით ხომ კანალიზაციაააა.....
დამთავრა გაკვეთილები მოწყენილ მოვვდივარ სახლში და ვფიქრობ მალე გავიყვანო ეს არაფრით განსხვავებული დღე....იქნებ ტვინი გადამიბრუნდეს და ჩემი ურწმუნო რწმენით ეკლესიაშიც წავიდე.. ბოლოს კი ისევ იგივე აზრები მიტრიალებს თავში, ან კინოში წავალ ან დაბადებისდღეზე ან კიდევ სულაც guru- ში ან კიდევ flat-ში, მერე კი მახსენდება რომ ხვალე სკოლაა და ვჯდები სამეცადინოდ.
ღამის 1 საათზე არაქათ გამოცლილი ვწვები იმ იმედით რომ ამ ღამით 36-ზე მეტ სტავკას გავალ..... და ხვალინდელი დღე განსხვავებული იქნება როგორც გაკვეთილებით და რიცხვითაც ისე ჩემი არეული ტვინისთვისაც...
p.S. ეძღვნება მომავალ თაობას, რომელთა ქვეყანაც საშინელ განსაცდელში იმყოფება, რომელიც წინაპრებმა ერთიანობით და ვაჟკაცობით მოგვიტანეს....იმ ვაჟკაცობით რომელსაც უფლის ჯვარი ქვია...მათ მოახერხეს მისი გოლგოთაზე ატანა და სამარადისოდ იქ დამკვიდრება..... ხოლო ჩვენ იმის მაგივრად რომ გვერდებზე შევუდგეთ, ზემოდან ვაწვებით ამ ჯვარს და მაინც, ამ ქვეყანას აქ მომავალი თაობის იმედი და კიდე იმ იქსის იმედი, ფულის მაგივრად ქვეყანაზე და სარწმუნოებაზე რო უნდა აგებდეს პასუხს.....


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1182 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 1:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024