♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 21 » ...ცრემლი მოსწყდება ტირიფს
7:30 PM
...ცრემლი მოსწყდება ტირიფს

ზამთრის უმთვარო ღამეში
ცრემლი მოსწყდება ტირიფს.
სადღაც შორს ბედის სანთელი
კელაპტარობს და იწვის.

იქვე ქალი ზის ეულად,
სულმოუთქმელად ტირის.
ეშმაკსაც აატირებდა
უბედურება მისი.

გრიგალსაც გაუღვიძია,
უმისამართოდ მიჰქრის.
თოვლის უმანკო ფიფქები
სიბინძურისკენ ილტვის...

ზღვის ტალღა ნაპირს ასკდება,
დაუოკებლად იბრძვის.
გედის სიმღერას ბანს აძლევს
ძაღლის ყმუილი ძილში.

მთის წვერზე ერთი ქოხი დგას.
შიგ დედაბერი იცდის...
შვლის ნუკრს კი გზა აბნევია...
მთაზე ჩამოწვა ნისლი.

ვაჟკაცი გულგატეხილი
სატრფოს ეხვევა ფიქრში...
რას ვიზამთ, მიჯნურის გული
ასეთ ამინდშიც იწვის...

ისევ ცრემლები ტკივილის,
ისევ წვეთები წვიმის...
ზამთრის უმთვარო ღამეში
ცრემლი კვლავ სწყდება ტირიფს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-04-25, 6:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024