♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » წითელი ბაღი 2
6:30 PM
წითელი ბაღი 2


დათო მანქანას გიჟივით ატარებდა. საშინლად წვიმდა. ორივეს ერთი ეპიზოდი ახსენდებოდა, როდესაც სახლის საჩვენებლად მიყავდა დათოს.
როდესაც სახლს მიუახლოვდნენ ელენემ ზრდილობისთვის უთხრა: "ამოდი ყავაზე დაგპატიჟებ”-ო.
მისდა გასაოცრად დადებითი პასუხი მიიღო დათოსგან.
— რა ლამაზად მოგიწყვია ეს ბინა...
— ჰოო? ჩემი და ნიკუშას დიზაინითაა მოწყობილი.
დათო დაღონდა და გაიფიქრა "წესით აქ მე უნდა ვცხოვრომდე ელენესთან ერთად ბედნიერი”-ო.
ნიკუშას პატარაობის სურათი იდო ჩარჩოში, რომელშიც იცინოდა და ჩაჩხვლეტილი ლოყა ეტყობოდა.
— ფეხძიმობაში კვერცხი მოიპარე ნიკუშას რომ ლოყა ჩაჩხვლეტოდა?
ელენემ ეჭვით გახედა, რამეს ხომ არ მიხვდაო მაგრამ, რომ ნახა სერიოზულად ეკითხებოდა გაეღიმა.
— ვის უფრო გავს შენ თუ მამამისს?
— იერით, თვალწარბით და თმისფერით მე მგავს დანარჩენებით კი მამამისს, ხასიათი და ქცევებიც კი მამამისის აქვს.
— ესეიგი ბუტია არ არის
— როგორ არ არის, ჩემზე ბუტია ის არის.
დათო ძალიან ბუტია იყო, მაგრამ წყენა მალევე ავიწყდებოდა.
— ელენე დაფიქრდი ჩემს წინადანებაზე, გპირდები, რომ უბედნიერეს ქალად გაქცევ, ნიკუშას შვილივით მოვუვლი და მოვექცევი
ამ სიტყვებმა ტანში ჟრუანტელივით დაუარა ელენეს.
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. მოულოდნელად დათომ უთხრა:
— ნიკუშა დაიფიცე, რომ აღარ გიყვარვარ, საერთოდ აღარაფერს გრძნობ ჩემს წინაშე და თავს დაგანებებ.
ელენემ თვალი აარიდა, დათომ ხელი მხარში ჩაავლო და უთხრა:
— მითხარი, გელოდები, რატომ არ მეუბნები?
ნინას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, დათომ გულში ჩაიკრა მაგრად, ელენემ თავი ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე აღრიალდა:
— მიყვარხარ, ძალიან მაგრად მიყვარხარ.
დიდი ხანი ტიროდა ელენე დათოს მკლავებში.
— ელენე...............
— ...............................
— გამომყევი რა ცოლად, ძალიან გთხოვ.
— როდის?
— ამ წუთას
— კი მაგრამ ხვალ რომ ნიკუშა ჩამოდის?
— მერე რა, ნიკუშას ერთად დავხვდეთ დაქორწინებულები
— დათო, რაღაც უნდა გითხრა
— ეხლა არაფრის მოსმენა არ მინდა ისეთი ბედნიერი ვარ
— აუცილებლად უნდა გითხრა
— კაი, გისმენ!
— ამას რომ გაიგებ ძალიან განაწყენდები და გაბრაზდები
— ოღონდ არ მითხრა, რომ ცოლად აღარ მომყვები და გპირდები, რომ არ გაგიბრაზდები
— ................................
— ჰა, რაღას უცდი გისმენელენემ მზერა აარიდა დაუთხრა:
— ნიკუშა შენი შვილია!
— რააააა?
დათო გიჟივით წამოვარდა სკამიდან.
ხო, ნიკუშა შენგან მყავს, რაც შეეხება ვითომ ვიღაც ჩემ ქმარს, ყველაფერი ტყუილი იყო.
— რატომ მიმალავდი? აქამდე რატომ არ მითხარი?
— .........................
— ნიკუშამაც არ იცის რომ მე მამამისი ვარ?
— არა, მან იცის, რომ მამა საზღვარგარეთ ჰყავს.
— ბავშვს მაინც რატომ ატყუებდი?
— აბა რა მეთქვა მამაშენი საქართველოშიათქო? მერე რომ ჩამოვიდოდი მომთხოვდა, რომ მანახეო, მოვსულიყავი შენთან და მეთქვა: "ნიკუშა გაიცანი ეს მამაშენიათქო?!”
— აუუ, არ მჯერა, ამ წუთას მე უბედნიერესი კაცი ვარ, საყვარელი ადამიანისგან მყავს შვილი და მე დღეიდან მათ გვერდით ვიცხოვრებ.!
ელენეს და დათოს არც კი უფიქრიათ ქორწილის სხვა დღისთვის გადატანა, იმ ღამესვე დათომ ელენე წაიყვანა თავის სახლში და განუცხადა მშობლებს, რომ მოიყვანა ცოლად ის ადამიანი რომლის გულისთვისაც თავს იკლავდა და ის ადამიანი რომლისგანაც 3 წლის შვილი ჰყავდა.
შოკის მომგვრელი იყო დათოს ოჯახისთვის ეს ამბავი, განსაკუთრებულად კი ეკასთვის, სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო.
კარგად მიიღო დათო ელენეს ოჯახმაც, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკუშაც, ელენემ ყველაფერი დალეგებულად აუხსნა. ნიკუშას ძალიან გაუხარდა მამის გაცნობა თან ის, რომ ამიერიდან მამასთან ერთად იცხოვრებდა.
დათომ გადაწყვიტა, რომ ცოტა ხანი იმ ბინაში ეცხოვრათ სადაც ელენე და ნიკუშა იყვნენ, ხოლო მომავალში კი ბინას იყიდიდა.
ახლა ელენე, დათო და ნიკუშა ერთად სეირნობენ "წითელ ბაღში”.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1164 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:45 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 30
სტუმარი: 30
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024