♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » წითელი ბაღი
6:28 PM
წითელი ბაღი


დათო და ელენე 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, საღამოს 6-ის 15 წუთზე, "წითელ ბაღში”...
მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, სხვა წყვილებისგან განსხვავებით ისინი არასოდეს ჩხუბობდნენ. ელენე 17 წლის იყო დათო კი 19-ის.
საშინელი ამინდი იყო. წვიმა და ქარი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ფიქრებში გართული ელენე ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა:"უეჭველი ის იქნება” გაიფიქრა მან.
— გისმენთ?
— ელენიკო მე ვარ!
— ამ წუთას შენზე ვფიქრობდი, რა ვქნათ ასეთი საშინელი ამინდი რომაა?
— 15 წუთში მზად იყავი, მანქანით გამოგივლი და გავიაროთ სადმე.
— კარგი გელოდები.
მანქანა გიჟივით მიჰქროდა ქალაქის სველ ქუჩებში.
— დათო სად მივდივართ?
— იქ სადაც სიწყნარეა და მარტონი ვიქნებით.
— აუუუ....მითხარი რაა?....გთხოოვ...
— კარგი, გეტყვი: დღეს ბინა ვიქირავე და მინდა, რომ გაჩვენო...
ბინა ერთოთახიანი, ლამაზი, მყუდრო და წყნარი იყო.
— აუ რა მაგარია...ზუსტად ისეთი ბინაა როგორიც მინდა რომ გვქონდეს.
— ხო, ამ ბინაში ზუსტად სამ თვეში ერთად ვიცხოვრებთ, მანამდე კი დაკეტილი მექნება.
— შენ რა იყო, თვეების და დღეების თვლა დაიწყე?
— წუთებს და წამებსაც კი ვითვლი, ერთი სული მაქვს როდის მოვა
— მალე მოვა, მალე..
ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მოხდა ის, რაც სამი თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო...
— იცი დათო?არც ერთი წამითაც არ ვნანობ იმას, რომ ჩვენს შორის ყველაფერი მოხდა.
დათოს გაეცინა. ელენემ გემრიელად აკოცა იმ ლოყაზე რომელიც ეჩხვლიტებოდა.
— ვგიჟდები ამ ლოყაზე.
— მე კი შენზე ვგიჟდები
— ავდგეთ, თორემ დამაგვიანდება და დედაჩემი ინტერპოლით დამიწყებს ძებნას..
ამის შემდეგ ისინი კვლავ "წითელ ბაღში” ხვდებოდნენ ერთმანეთს, ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ...
მათ იჩხუბეს!!! 2 წლის განმავლობაში პირველად! ჩხუბის მიზეზი კი ის ბოროტი ენები იყო, რომელმაც მათ ურთერთობას წერტილი დაუსვა, ერთმანეთს დაშორდნენ...
სასოწარკვეთილი ელენე მეორე დღესვე მოსკოვში მიდის თავის ძმასთან და რძალთან, დათო კი თავის მოკვლით ცდილობს საქმიდან გამოსავლის პოვნას, მან სწორედ ის დანა გაიყარა გულში რომელიც ელენემ აჩუქა "სიყვარულის დღეს”.
სისხლისგან ნახევრად დაცლილ დათოს თავის დამ შეუსწრო ოთახში და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანა, მისვლისთანავე საოპერაციოში შეიყვანეს.
ამ დროს ელენემ თავის რძალ ნინას უთხრა:
— გული ცუდს მიგრძნობს, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.
მოულოდნელად გული წაუვიდა, გიომ და ნინამ სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს.
ამ დროს თბილისში დათო სიცოცხლეს ებრძოდა, ელენეს კი მოსკოვში ექიმი სინჯავდა.
გონს მოსულმა ელენემ პირველ რიგში იკითხა:
— რა მოხდა? ექიმებს აქ რა უნდათ?
— არაფერი, უბრალოდ გული წაგივიდა, მე და გიო კი ძალიან შევშინდით.
— ექიმო რა მჭირს?
— ცუდი არაფერი...გილოცავთ თქვენ ფეხძიმედ ხართ.
— რაააა?...
ერთად წამოიყვირეს გაოგნებულმა ელენემ, ნინამ და გიომ.
— დიახ, თქვენ 2 თვის ფეხძიმე ბრძანდებით, დანარჩენი ყველაფერი წესრიგში გაქვთ.
— არ არსებობს...რატომ შემემთხვა ეს ყველაფერი მაინც და მაინც მე? ღმერთო რა დაგიშავე...
ტიროდა ელენე, გიომ კარები გაიჯახუნა და ისე გავარდა გარეთ რომ ხმა არ ამოუღია, ნინამ კი ელენე დაამშვიდა.
— კარგი, ნუ ტირიხარ, ვის არ მოსვლია შეცდომა, არაუშავს, ყველაფერი მოგვარდება.
ელნემ ყველაფერი დაწვრილებით უამბო რაც დათოსთან შეემთხვა.
— ხვალვე ჩავეწერები ექიმთან და აბორტს გავიკეთებ.
— რაა? შენ ხომ არ გაგიჟდი? შენი იდიოტური შეცდომების გამო ბავშვს კლავ?
— აბა რა ვქნა? რომ მკითხავს მამაჩემი ვინ არისო რა ვუთხრა?
— კარგი რა ელენე, უმამოდ ვინ არ გაზრდილა? მეც უმამოდ გავიზარდე მაგრამ არავიზე ნაკლები არ ვარ, იცოდე ამით ისეთ შეცდომას ჩაიდენ, რომ მთელი ცხოვრება ინანებ.
— აბა რა ვქნა? ჩემს მშობლებს რა ვუთხრა? ამას რომ გაიგებენ მომკლავენ,ხომ ნახე გიოს რა რეაქციაც ქონდა.
— აბა როგორ გინდოდა რომ მოქცეულიყო? ჩაგხუტებოდა და გენაცვალეთ შენ და შენ შვილსო, ეგ ეთქვა?!..
— ....................................
ექიმები დათოს მშობლებს იმედს არ აძლევდნენ რომ გადარჩებოდა, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ცოტაც რომ დაეგვიანებინათ მისი მიყვანა, ვეღარ გადაარჩენდნენ.
გავიდა 7 თვე. ამ 7 თვის განმავლობაში დათო ყოველ დღე დადიოდა "წითელ ბაღში” და იმ სკამზე იჯდა სადაც ელენესთან ერთად მრავალი ლამაზი წამი ჰქონდა გატარებული.
ელენე კი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არ დაბრუნებულა, მისმა მშობლებმა ყველაფერი გაიგეს, რაღაც დროით საერთოდ არ ელეპარაკებიდნენ... გიო და ნინა არაფერს აკლებდნენ, ხელის გულზე ატარებდნენ... ეყოლა ბიჭი, რომელსაც ნიკუშა დაარქვა.
ბავშვი მამას მხოლოდ ტუჩებით და ჩაჩხვლეტილი ლოყით ჰგავდა.
როდესაც ბავშვს 3 წელი შეუსრულდა, ელენემ გადაწყვიტა რომ თბილისში ჩამოსულიყო, გიო და ნინაც გამოყვნენ თავიანთი შვილით.
გიომ ელენეს სიურპრიზი გაუკეთა, ერთოთახიანი ბინა უყიდა ვაჟაზე. როდესაც ელენემ ეს ბინა ნახა სიხარულის მაგივრად ტირილი დაიწყო. ეს სწორედ ის ბინა იყო, რომელიც 4 წლის წინ დათომ იქირავა, რომ ელენესთან დაქორწინების შემდეგიქ ეცხოვრათ.
— ელ, რატომ ტირი? არ მოგეწონა ეს ბინა? თუ არ მოგწონს რა პრობლემაა, გავყიდოთ და ის ვიყიდოთ, რომელიც მოგეწონება.
უთხრა გიომ დაიკოს.
— არა, არა პირიქით, ეს ბინა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან მომწონს და არსადაც არ წავალ აქედან, აქ ვიცხოვრებ.
ამოიზლუქუნა ელენემ.
გაურკვეველი დარჩა გიოსთვის, თუ რას ნიშნავდა ელენეს ეს საქციელი, ნინამ კი ყველაფერი იცოდა, ის ერთადერთი მესაიდუმლე იყო ელენესი.
ეს ბინა ძალიან ახლოს იყო "წითელ ბაღთან”. ელენე ყოველ დილით ასეირნებდა ბავშვს ამ ბაღში, საღამოობით კი "ვაკის პარკში” დაყავდა.
ელენესგან განსხვავებით დათო საღამოობით სეირნობდა "წითელ ბაღში”, ხანდახან თავის პატარა დიშვილს ასეირნებდა ხოლმე.
ერთ დღეს ელენემ დილით ვერ მოახერხა ნიკუშას "წითელ ბაღში” გასეირნება და შეპირდა, რომ რახან ეხლა ვერ ვახერხებ, საღამოს წაგიყვანო. ბავშვიც დათანხმდა.
ელენემ თავისი დანაპირები შეასრულა და ნიკუშა საღამოს "წითელ ბაღში” გაასეირნა.
ელენე სკამზე იჯდა და თავის საყვარელ შადრევანს უყურბდა, ნიკუშა კი იქვე თამაშობდა პატარა ბავშვებთან ართად.
დათომ ჩვეულებისამებრ გაისეირნა საღამოს "წითელ ბაღში”, დაჯდა სკამზე და იმ ადგილს მიაშტერდა, სადაც პატარა ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ. უეცრად ერთმა ბავშვმა ფეხი წამოკრა ქვას და წაიქცა. დათო თავისდაუნებურად მივარდა აბღავლებულ ბავშვს, წამოაყენა და შარვლის ფერთხვა დაუწყო. ამ დროს ელენეც მიუახლოვდა ნიკუშას, ჩაკუზული დათო ზურგიდან კი ვერ იცნო.
— რა იყო ნიკუშ რა გაბღავლებს? კაცი ხარ თუ არა?
— წავიქეციიი....
— მერე რა, ვინ არ ცაქცეულა;
დათო ელენეს ხმის გაგონებაზე გაშეშდა, წამოდგა და მიაშტერდა.
— ელენეეე?...
ასე პირველად მიმართა მან ელენეს, რადგან ყოველთვის "ელენიკოს” ეძახდა.
— ....................................
— ამდენი ხანია არ მინახიხარ და ძალიან შეცვლილი მეჩვენები, დაქალებულხარ.
დათოც ძალიან შეცვლილიყო, ამ ტკივილს და მოგონებებს ღრმა ნაკვალევი დაუმჩნევია მისთვის როგორც შინაგანად ასევე გარეგნულად.
ელენე შოკში იყო, ხმას ვერ იღებდა, ადგილიდანაც კი ვერ ინძრეოდა.
— ეს ბავშვი ვისია?
ამ კითხვამ გამოაფხიზლა ელენე და აც პირველი პირზე მოადგა ის უთხრა:
— ჩემი ძმიშვილია ნიკუშა,
— იცი? საოცრად გგავს...
— ვიცი, მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე, მეჩქარება, ნიკუშას ძილის დროა.
ამღვრეული თვალებით უთხრა ელენემ დათოს და სასწრაფოდ გამობრუნდა.
დათოს უნდოდა მივარდნოდა, ჩახუტებოდა და მაგრად ეყვირა, რომ "მე ისევ მაგრად მიყვარხარო”, მაგრამ ყელში რაღაც ახრჩობდა, ხმას ვერ იღებდა.
ასეთივე მდგომარეობაში იყო ელენეც, რომელიც უაზრო გამომეტყველებით მიაბიჯებდა სახლისკენ.
— დეეე! არ მინდა სახლში!
— მე არ მაინტერესებს შენ რა გინდა და რა არა.
ასე უხეშად პირველად მიმართა ელენემ ბავშვს, ნიკუშა აბღავლდა.
ელენეს მისი ტირილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, იგი ამ წუთას მხოლოდ დათოზე ფიქრობდა, ცდილობდა, რომ ბავშვის თვალწინ არ ეტირა რადგან თავიდან აეცილებინა უამრავი კითხვა, მაგრამ...
— დედიკო რატომ ტირი? ჩემი გულისთვის?
— არა დედი, შენ რა შუაში ხარ!
უთხრა ელენემ ნიკუშას და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩაეხუტა.
მთელი ღამე თეთრად გაათენა ელენემაც და დათომაც.
ორი კვირის განმავლობაში ელენეს ნიკუშა ყოველ დღე ხან ზოოპარკში, ხან ცირკში, ხან მაგდონალდში და ხან მუშტაეთში დაყავდა, რომ არ მოენდომებინა "წითელ ბაღში” სეირნობა, არადა ძალიან უყვარდა ბავშვს იქ თამაში.
ელენემ გადაწყვიტა, რომ ნიკუშა ბაღში შეეყვანა, მშობლების და ძმის წინააღმდეღობების მიუხედავად მაინც შეიყვანა კერძო ბაღში, რომელი სახლთან ახლოს მდებარეობდა, ნიკუშას ძალიან მოეწონა ბაღი.
— იცი დედიკო, ერთი გოგოა ჩემი ბაღელი, "ლიზი” ჰქვია და ჩემს გარდა არავის ეთამაშება.
— მერე თუ გინდა დავპატიჟოთ შენს დაბადების დღეზე.
— რამდენ დღეში მოვა ჩემი დაბადების დღე?
— 3 დღეში.
— შენი დაბადების დღეც ხომ 3 დღეშია?
— ჰო შვილო.
ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც დათომ ელენეს აჩუქა ეს ნიკუშა იყო, რომელიც 31 მარტს დაიბადა, ზუსტად ელენეს დაბადების დღეზე.
ელენემ გადაწყვიტა, რომ ნიკუშასთვის დაბადების დღე "ბასტი-ბუბუს” ცენტრში გადაეხადა, ღამე კი გიოსთან და ნინასთან ერთად აღნიშნავდა საყვარელ რესტორანში.
დაბადების დღეზე ნიკუშას ბაღელები და გიოს შვილი დაჩი იყო, ლიზიც იყო დედამისთან ერთად, ელენემ და ლიზის დედა ეკამ ერთმანეთი გაიცნეს, ძალიან ამსგავსებდა ელენე ეკას დათოს და თვითონაც არ იცოდა, რატომ. უთხრა კიდევაც, რომ ჩემს ერთ ნაცნობს ძალიან გავხარო.
ნიკუშას და ელენეს დაბადების დღემ კარგად ჩაიარა, ელენე და ეკა დამეგობრდნენ. ლიზის დაბადების დღეც მოახლოვდა.
— გისმენთ!
— ელენე ეკა ვარ, როგორ ხარ?
— კარგად ეკა, შენ როგორ ხარ?
— მევ კარგად ვარ, ხვალ ჩემი ლიზის დაბადების დღეა, რესტორანში ვუხდი და უფროსებიც ვიქნებით, ძალიან მინდა, რომ შენდა ნიკუშაც მოხვიდეთ.
— დიდი მადლობა მაგრამ...
— არავითარი მაგრამ, აუცულებლად მოდი, გელოდები საღამოს 6 საათზე რესტორან "ბათუსში.”
ელენემ ბავშვი ბაღში მიიყვანა, თვითონ კი ნინასთან ერთად წავიდა მაღაზიებში, რათა დღევანდელი საღამოსთვის რაიმე კარგი კაბა ეყიდა.
— აუ დავიღალე ამდენი სიარულით, ამდენ კაბებში რით ვეღარ აარჩიე? აუუ, შენი მოსაწონი ხომ არსად არაფერი არ არის.
— კაი რა ნინა, ეხლა მაინც ნუ წუწუნებ, ძაან მაგარ ხასიათზე ვარ.
— გადავწყვიტე, ეს უნდა ვიყიდო.
— ძალიან ლამაზია.
— ნინა, გეხვეწები რა ნიკუშა ბაღიდან შენ გამოიყვანე, სალონში უნდა წავიდე.
— რა პრობლემაა, 5-ზე სახლში მოგიყვან.
ძალიან კარგ ფორმაში იყო ელენე, გრძელი შავი საღამოს კაბა ეცვა, ვარცხნილობაც შესაფერისი ჰქონდა. გამოცხადდა დათქმულ დროს დათქმულ ადგილას.
დაბადების დღეზე ეკას მეგობრები და მათი შვილები იყვნენ. სუფრასთან რომ დასხდნენ ეკამ თქვა:
— თითქმის ყველანი ვართ, მარტო ჩემს ძმას ველოდები, ისიც წუთი-წუთზე მოვა.
— ამ დროს კარები ეკას ძმამ შემოაღო.
— ესეც ჩემი საყვარელი ძამიკო "დათო”, გაიცანით.
ელენე უცებ სკამიდან წამოვარდა, დათოს ღიმილი შეაშრა, მისთვის როგორც ელენესთვის ერთმანეთის დანახვა შოკის მომგვრელი იყო.
ელენემ ეკა გვერდით გაიყვანა და უთხრა:
— ეკა, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, უნდა წავიდე, მაპატიე რა...
ძალიან გთხოვ არ წახვიდე, აგერ გვერდით ოთახში გამომყევი, დაჯექი, წყალს მოგიტან და უკეთ გახდები.
ელენე იჯდა ოთახში, უნდოდა რომ ეყვირა ბოლო ხმით...
— ეკა სად იყავი ამდენ ხანს?
— ლიზის ბაღელი როა ნიკუშა, იმის დედა ცუდად გახდა და გვერძე ოთახში გავიყვანე, წყალი უნდა მივუტანო.
— შენ იყავი და სტუმრებს მიხედე, წყალს კი მე მიუტან.
თვალცრემლიანმა ელენემ დათო რომ დაინახა წამოვარდა სკამიდან და გასვლა დააპირა, დათომ ხელი წაავლო მკლავში და უთხრა:
— ეხლაც მეტყვი რომ გეჩქარება? თუ იმას მომატყუებ, რომ შენს "ძმიშვილს” ეძინება?
— ჩემი ძმიშვილი რა შუაშია?
— რატომ მომატყუე, რომ ნიკუშა ჩემი ძმიშვილიაო?
— არ მომიტყუებიხარ...
— ახლაც მატყუებ! ვიცი რომ შენი შვილია!
ელენემ თვალი აარიდა.
— შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ნიკუშა ჩემი შვილია თუ ძმიშვილი?
— მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა, საერთოდ არ გკათხავდი.
ელენემ ხელი გააშვებინა და დარბაზში გავიდა.
— ელენე უკეთ ხარ?
— არა ეკა, უარესად ვარ, უნდა წავიდე.
— აუუ, ნიკუშა მაინც დატოვე რა, თორემ ლიზი გაგიჟდება.
ელენემ იფიქრა, ნიკუშამ რომ გაიგოს, უნდა წავიდეთ გაგიჟდება და ისეთ ამბავს ატეხავს, რომ ვერავინ გავაჩუმებთ.
— კარგი დავტოვებ და დამირეკეთ რომელზე მოვაკითხო.
— კარგი, არ არის პრობლემა.
ელენე წავიდა.
— ეკა, ნიკუშა დედამისს კითხულობს, სად არის?
მოატყუა დათომ ეკას.
— წავიდა, ძალიან ცუდად იყო, გვიან მოვა და ბავშვს წაიყვანს.
ელენე მთელი გზა ტიროდა, თან ნიკუშაზე ნერვიულობდა.
— ეკა, უკვე პატარების წასვლის დროა, ელენე იქნებ ისევ შეუძლოდაა, მომეცი მისამართი და მეთვითომ მივუყვან ბავშვს.
— კარგი იდეაა, მართლაც ასე აჯობებს.
დათოს ნელა მიყავდა ნაწვიმარ ქუჩებში მანქანა, თან ნიკუშას ელაპარაკებოდა.
— მოსკოვში უფრო კარგია თუ აქ?
— აქ, იმიტომ, რომ ბევრი მეგობრები მყავს, ბებო, ბაბუ ყველა აქ მყავს.
დათოს უნდოდა, რომ მამამისზეც გამოეკითხა ცოტა რამე, მაგრამ თავი შეიკავა.
— შენი დაბადების დღე როდის არის?
— ჩემი დაბადების დღე უკვე იყო 31 მარტს.
— რააა? იქნებ თვე გეშლება? ნამდვილად 31 მარტს გაქვს?
— კიი, შენც ამ დღეს ხომ არ გაქვს?
— არაა...ჩემს ახლობელს აქვს.
— ჩემ დედიკოსაც ჩემ დაბადების დღეზე აქვს დაბადების დღე.
— ნიკუშას სიტყვები აღარ ესმოდა დათოს, სულ ელენეზე ფიქრობდა.
— ამ კორპუსში ცხოვრობ?..
— კიი
— კარგი, ავიდეთ...
ნიკუშა ნაცნობ კარს მიადგა და დააკაკუნა, დათო გაოცდა
— იქნებ გეშლება, ეს ნამდვილად შენი სახლია?
— კი
ამ დროს თვალებდაწითლებულმა ელენემ გააღო კარები, ნიკუშა და დათო რომ დაინახა ხელჩაკიდებულები ლამის გული წაუვიდა.
ნიკუშა გიჟივით შევარდა სახლში, ელენე და დათო კი გაჩუმებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს.
— დათო ბიძია შემოდი რა, ჩემს სათამაშოებს გაჩვენებ.
ბავშვის ხმამ გამოარკვია ელენე და დათო ფიქრებიდან.
— შემობრძანდით
უთხრა ელენემ დათოს, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკუშას ჰქონდა შეთავაზებული ბინაში შემოსვლა.
— არა, გმადლობთ, მეჩქარება.
უთხრა დათომ და უკანმოუხედავად გამობრუნდა.
მანქანას გიჟივით მიაქროლებდა. სულ ნიკუშას სიტყვები ესმოდა და ელენეს ნამტირალევი თვალები ედგა თვალწინ, ერთადერთი კითხვა უტრიალებდა თავში "ასე მალე როგორ დამივიწყა?!”
ამ ამბის შემდეგ ელენემ გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო და ნიკუშა დედამისთან ერთად წყნეთში გაუშვა ერთი კვირით.
ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ "წითელ ბაღში” გაევლო და ის ლამაზი წუთები გაეხსენებინა რომელიც იქ ჰქონდა გატარებული. დაჯდა იმ სკამზე, სადაც ყოველ საღამოს დათოსთან ერთად იჯდა ხოლმე. ელენე ფიქრებში იყო გართული როდესაც ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო.
— როგორ ხარ ელენე?
დათოს ხმის გაგონებაზე ელენე გაშრა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.
— კარგად, შენ?
— მე ცუდად ვარ!
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა, ელენემ დახედა, დედამისის ნომერი იყო.
— ხო დედი
— დედიკო როგორ ხარ?
— კარგად ჩემო სიხარულო, იცი როგორ მომენატრე?
კაი დედი, როგორც შენ გინდა, ბებოს ვეტყვი და ხვალვე ჩამოგიყვანს.
— ჰო, კარგი.
— გკოცნი.
— ნიკუშა იყო?
ჰკითხა დათომ.
— ჰო...
— გათხოვდი არა?...ბედნიერი ხარ ჰო?
ელენემ ხმა არ გასცა და ამღვრეული თვალები აარიდა.
— შენ არ მოგიყვანია ცოლი?
— არა, შენგან განსხვავებით მე შენს გარდა ცხოვრებაში არავინ შემყვარებია და არც არასდროს არავის არ მოვიყვან ცოლად!
— შენი ქმარი ქართველია?
— მე ქმარი არ მყავს...
— რააა?... დაშორდი?
ელენეს ამ კითხვისთვის ხმა არ გაუცია.
— მერე? ნიკუშა რომ გეუბნება მამაჩემი სად არისო რას ეუბნები?
— იცის, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ამინდი მოიღრუბლა, საშინელი თქეში წვიმა დაიწყო. სველდებოდა ორივე, ელენეს რატომღაც წასვლა არ უნდოდა. უნდოდა, რომ მთელი ამდენი ხნის საიდუმლო ერთბაშად გაემჟღავნებინა მისთვის.
— ამ წვიმაში გაცივდები, წამოდი სადმე კაფეში დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ.
— კარგი, წავიდეთ.
დათოს გაუკვირდა მისი ასეთი პასუხი.
ელენე დათოს გვერდით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ მოწყენილი იყო. დიდხანს საუბრობდნენ ისინი სხვადასხვა თემებზე, ყველაფერს შეეხნენ გარდა გრძნობებისა.
მოულოდნელად დათომ უთხრა:
— მეტი აღარ შემიძლია, მე ძველებურად ძალიან მიყვარხარ, არ ყოფილა წამი, რომ შენზე არ მეფიქრა, უსიყვარულოდ კი ყველაფერი უაზროა...აი ამიტომაც არ მოვიყვანე ცოლი.
ელენე განცვიფრებული უსმენდა და ხმა ვერ ამოეღო, დათო ხვდებოდა და გრძნობდა, რომ ელენეს მიუხედავად ყველაფრისა ის ისე უყვარდა.
— მოდი ელენე ყველაფერი დავივიწყოთ რაც აქამდე მოხდა და დავქორწინდეთ...
ელენეს ირონიულად გაეღიმა და გაიფიქრა "როგორც ყოველთვის ჩემს აზრებს კითხულობს”. მიუხედავად მისი ასეთი ფიქრისა პასუხი მაინც არ გაუცია.
— უნდა წავიდე, უკვე გვიანია, ხვალ ნიკუშა ჩამოდის და უნდა მოვემზადო.
— კარგი, მაშინ თუ ნებას დამრთავ, სახლამდე მიგაცილებ.
— კარგი.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1227 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 11:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024