♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 16 » წამიერი ბედნიერება
8:38 PM
წამიერი ბედნიერება


-ტიროდა,
შეუჩერებლივ სცვიოდა გადაღლილი თვალებიდან ცრემლები. ტიროდა და თან გულში ფიქრობდა:
-რატომ ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, ასე რისთვის მსჯიო.
ის კი არ იცოდა რომ ასეთი იყო მისი ბედისწერა და მას ვერავინ შეცვლიდა.ადამიანთან ერთად იბადება მისი ბედისწერაო გაგონილი ჰქონდა მაგრამ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია.
U უეცრად თვალწინ წარმოუდგა ის დღე რომლის გამოც ასე იტანჯებოდა და ილეოდა საწყალი გოგონა.
გაზაფხულის მშვენიერი, მზიანი დღე იყო. ბიჭი სახლიდან გამოვიდა.ძალიან მხიარული და ბედნიერი იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა აესრულებინა ის ჩანაფიქრი რომლის ასრულებაც დიდი ხანია უნდოდა მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა.ოქროს ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან, კიდევ ერთხელ სიყვარულით ავსებული თვალებით დახედა და ჯიბეში ჩაიდო ისევ. ყვავილების მაღაზიისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით. ფიქრობდა: ჯერ ყვავილებს მივართმევ და მერე კი დავუსვამ იმ კითხვას რომელზე პასუხსაც ამდენი ხანია ველი.საუკეთესო თაიგული ამოარჩია, საფასური გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდა. უზომოდ ბედნიერი იყო. ასე ეგონა კი არ დადიოდა დაფრინავდა. ამ მშვენიერ გრძნობაში ჩაფლულს ყველა თავისნაირი ბედნიერიერი ეგონა.რუსთაველზე უნდა შეხვედროდა თავის გულისსწორს. გულის ბაგაბუგი გარკვევით ესმოდა. ....და აი გამოჩნდა ისიც...... იმ დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ეჩვენა.გახარებულები ჩაეხუტნენ ერთმანეთს. გოგონას ძალიან მოეწონა ყვავილები. ხელები ჩასჭიდეს და გზაზე გადადიოდნენ. ბიჭმა ვეღარ მოითმინა, უნდოდა განსაკუთრებულ ვითარებაში მომხდარიყო ყველაფერი. შუა გზაზე დაუჩოქა და ჰკითხა: ცოლად გამომყვები? გოგონა უცებ შეკრთა, მაგრამ მერე სიყვარულით შეჰყვირა : თანახმა ვარ. ამის თქმა იყო და მათი ტუჩები ერთმანეთს დაეკონა. ხალხი თბილი ღიმილით შეჰყურებდა შეყვარებულ წყვილს. უცებ ვიღაცის ხმამ საზარლად შეჰკივლა: ფრთხილად!
გოგოს და ბიჭს ერთმანეთის ალერსში გართულებს არც ეს ყვირილი გაუგიათ და არც მანქანის სიგნალი. ამ სამყაროდან მოწყვეტილნი იყვნენ. მანქანა დიდი სისწრაფიდ მიდიოდა და გაჩერება ვერ შეძლო. ...და მოხდა ისეთი საშინელება რომელმაც ყველა შეძრა.
გოგონას თავის ძლიერი ტკივილით გამოეღვიძა. იგი საავადმყოფოს პალატაში იწვა და გარს ხალხი ეხვია.
-სად არის? იკითხა შეშინებულმა. ყველა მიხვდა ვისაც გულისხმობდა, მაგრამ ხმის ამოღება ვერავინ გაბედა. მათ შეშინებულ სახეებს, რომ შეხედა, გოგონა ყველაფერს მიხვდა.
ის აღარ იყო. . . .

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1221 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 5:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024