... წამებით კვდებოდა წამების ისარი, წრეზე ბრუნვაში თავბრუ ეხვეოდა, სამოცი ნაბიჯის შემდეგ ცხოვრება მეორდებოდა, უკვე აღარავის ესალმებოდა. ... წამების ისარი ბრუნვაში კვდებოდა, დედამიწაც რომ ბრუნავს იმას ვერ ხვდებოდა, ყოველ ახალ წრეზე ცხოვრება ბეზრდებოდა. ... წამებით კვდებოდა წამების ისარი, იგი ხომ არავის ახსენდებოდა! -რომელი საათია? -თორმეტის ნახევარი. -რომელი საათია? -ხუთ წუთში გახდება ოთხი. ... წამებზე არავინ არაფერს ფიქრობდა და არავის არ სჭირდებოდა. ... წამების ისარი წამებით არ მოკვდა, იგი საათს და ხალხს გაურბოდა, გაიქცა, გაქრა, თითქოს არ ახსოვდათ. საათები გაჩერდნენ, ხალხმა მოიწყინა. ხალხმა და საათმა დაკარგა წამები, ყველასათვის ძვირფასი, ლამაზი წამები.
|