წაგიკითხო მოდი მარტი
არეული ფურცელ-ფურცელ,
მიმიყვანე აპრილთან და
ნუშის ხესთან გადამფურცლე...
გადამთვალე ამდენ სითბოდ
ამდენ უთქმელ სიტყვად მფანტე...
მე დაგიწერ მაისს წვიმით
შენ ნისლებით დამიხატე...
ნარცისებად გამომკარი
ჩამაყოლე მწკრივად მზერას...
ატმისფერი წამიკიდე
თამამ კაბას შემიკერავს ეს
ამდენი პწკალი ლექსის,
რითმის წვიმად დამითოვე...
მარტში აპრილს შემახვედრე
ადექი და მიმათხოვე იმ
ნუშის ხეს აყვავებულს,
ნატვრის ხეს,რომ ეფარება,
თორემ ნახე თმაში მგონი
ნისლის ფერი მეპარება...
წაგაკითხო მოდი მარტი
არეული ფურცელ-ფურცელ
მე აპრილთან გელოდები
შენ მაისთან გადამფურცლე...