♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 1 » სტატია
1:50 PM
სტატია


შეკითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი? არის თუ არა ღმერთის არსებობის დამადასტურებელი საბუთი?

პასუხი: არსებობს თუ არა ღმერთი? საინტერესოა, რომ ეს საკითხი ძალზედ საკამათო თემაა. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა 90% -ს სჯერა ღმერთისა თუ უმაღლესი აზრის არსებობის. თუმცა, ეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ადევთ, რომელთაც სჯერათ, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ამით მტკიცდება, რომ ის არსებობს. ჩემი აზრით, ეს სხვანაირად უნდა დამტკიცდეს.

მიუხედავად ამისა, ღმერთის არსებობა ვერც დამტკიცდება და ვერც მის უარყოფას შევძლებთ. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთის არსებობის ფაქტს ჩვენ რწმენით უნდა მივუდგეთ: ”ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების” (ებრაელთა მიმართ 11:6). ღმერთს რომ სურდეს, ის უბრალოდ გამოჩნდებოდა და მთელ სამყაროს დაუმტკიცებდა თავის არსებობას. მაგრამ მას ეს რომ გაეკეთებინა, რწმენის საჭიროებაც აღარ იქნებოდა. ”ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე” (იოანე 20:29).

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ბიბლია ამბობს ”ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი”. (ფსალმუნი18:2-5 ) როდესაც ჩვენ შევყურებთ ვარსკვლავებს, ვიაზრებთ სამყაროს სიდიადეს, ბუნების საოცრებებს ვხედავთ და დაისის სილამაზეს ვუცქერთ - ეს ყველაფერი შემქმნელი ღმერთისკენ მიგვითითებს. ეს თუ საკმარისი არ არის, ღვთის არსებობის დასტური ჩვენს გულებში სუფევს. ეკლესიასტე გვეუბნება: ”...და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა...” ჩვენი არსების სიღრმისეული წიაღი აღიარებს, რომ არსებობს რაღაც, რაც ამ ცხოვრებასა და ამ სამყაროს სცილდება. გონებრივად ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ ეს ცნება. მაგრამ ღმერთის არსებობა ჩვენში და შვენს გარეთ სუფევს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთმა შეიძლება კვლავაც უარყოს ღვთის არსებობა: თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი” (ფსალმუნი13:1 ). თუ ისტორიის არსებობის მანძილზე, ყველა კულტურაში, ყველა ცივილიზაციაში, ყველა კონტინეტნტზე ადამიანთა 98% -ს სჯერა, რომ არსებობს ღვთისნიერი ძალა - ესე იგი არის რაღაც (ან ვიღაც), ვინც ამას იწვევს.

ღმერთის არსებობის ბიბლიურ არგუმენტებთან დამატებით არსებობს ლოგიკური საფუძვლებიც. პირველ რიგში, არსებობს ონტოლოგიური არგუმენტები. ონტოლოგიურ არგუმენტთაგან, ყველაზე გავრცელებული აზრი ეყრდნობა ღმერთის კონცეფციას მისი არსებობის დასადასტურებლად. მისი განმარტება იწყება იმით, ”რომ წარმოუდგენელია უფრო დიადი რამის აღქმა”. არსებობს წინააღმდეგობრივი აზრი, რომ არსებობა გაცილებით დიადი რამ არის ვიდრე არარსებობა და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უნდა არსებობდეს. ღმერთი რომ არ არსებობდეს, ის არ იქნებოდა ყველაზე დიადი, მნიშვნელოვანი რამ - ეს კი ეწინააღმდეგება ღვთის განსაზღვრებას. მეორე საფუძველი არის თეოლოგიური არგუმენტი. თეოლოგიური არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი სამყარო ასეთი განმაცვიფრებელია რამაა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი ღვთიური შემქმნელიც. მაგალითად, დედამიწა მზისგან რამოდენიმე მილით ახლოს ან შორს რომ ყოფილიყო, ის ვერ შეინარჩუნებდა ამჟამად არსებული სიცოცხლის მსგავსს. ჩვენს ატმოსფეროში არსებული ელემენტები რამოდენიმე პროცენტით განსხვავებული ყოფილიყვნენ, დედამიწაზე არსებული ყველა სიცოცხლის უნარიანი არსება დაიღუპებოდა. ცილის მოლეკულის მაფორმირებელი რიცხვი უდრის 1 -ს 10243-ში (ანუ, 10 მიყვება 243 0-ს). ერთი უჯრედი კი შედგება მილიონობით მსგავსი ცილის მოლეკულისაგან.

ღმერთის არსებობის მესამე, ლოგიკურ არგუმენტს კოსმოლოგიური არგუმენტი ეწოდება. სამყარო და სხვა ყველაფერი არის შედეგი. უნდა იყოს მიზეზი, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის არსებობა. საბოლოო ჯამში, უნდა არსებობდეს რაღაც ”პირველმიზეზი” რომელიც მუდმივად არსებობს ის, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის წარმოქმნა. ეს მუდმივი და ”პირველმიზეზი” რამ არის ღმერთი. მეოთხე არგუმენტი ცნობილია, როგორც მორალური საბაბი. ისტორიის მანძილზე არსებულ ყველა კულტურას კანონის მსგავსი რამ გააჩნდა. ყველას გააჩნია კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. მკვლელობა, ტყუილი, ქურდობა და ამორალური საქციელი ყველგან და ყოველთვის უარყოფითი ცნებებია. საიდან მოდის კარგისა და ცუდის გარჩევის ეს გრძნობა, თუ არა თვით წმინდა ღვთისაგან?

ყველაფერ ამის მიუხედავად, ბიბლია გვეუბნება, რომ ადამიანები უარყოფენ წმინდა და ცხადად არსებულ ღმერთს და ამის საპირისპიროდ ირწმუნებენ ტყუილს. რომაელთა 1.25. ”რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ”. ბიბლია ასევე აცხადებს, რომ ადამიანებს არ ეპატიებათ ღვთის უარყოფა, ”რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ” (რომაელთა 1:20).

ადამიანებს სჩვევიათ არ აღიარონ ღმერთი, რადგან ეს არ არის ”მეცნიერულად დამტკიცებული” ან ”არ არსებობს ამის დამამტკიცებელი საბუთი”. ნამდვილი მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც კი ადამიანები აღიარებენ ღმერთს, მათ ასევე უნდა გაიაზრონ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე და საჭიროებენ ღმერთის პატიებას. (რომალეთა 3:23, 6:23). თუ ღმერთი არსებობს, მის წინაშე ჩვენს საქციელზე პასუხი მოგვეთხოვება. ღმერთის არსებობის უარყოფისკენ მიმართული აგრესიული ქცევის ფაქტები მის არსებობას ადასტურებენ.

ნება მომეცით, უკანასკნელი არგუმენტი მოვიყვანო ღვთის არსებობის სასარგებლოდ. საიდან ვიცი, რომ ღმერთი არსებობს? მე ვიცი, რომ ღმერთი არსებობს, რადგან მე მას ყოველ დღე ვესაუბრები. მე სმენით მისი არ მესმის, თუ როგორ მელაპარაკება ის მე, მაგრამ მე ვგრძნობ მის თანადგომას, მე ვგრძნობ, რომ ის მე მწყემსავს, მე ვიცი მისი სიყვარულის ძალა, მე მსურს მისი კურთხევა მივიღო. ჩვემს ცხოვრებაში მომხდარა შემთხვევები, რომლებიც ღვთის გარეშე ნამდვილად ვერ მოხდებოდა. ღმერთმა სასწაულებრივად გადამარჩინა და ჩემი ცხოვრება ისე შეცვალა, რომ მე არ შემიძლია არ ვაღიარო და ხოტბა არ შევასხა მას. ამ არგუმენტთაგან არცერთს არ ძალუძს დაარწმუნოს ადამიანი, რომელიც უარყოფს იმას, რაც ასე ნათელია. ბოლოს კი ვიტყვი, რომ ღვთის არსებობა რწმენით უნდა მივიღოთ (ებრაელთა 11:6). ღვთის რწმენა არ არის სიბნელეში ბრმად სიარული, ეს არის უსაფრთხო ნაბიჯი გარგად განათებულ ოთახში, სადაც ადამიანთა 90% უკვე დგას.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1641 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024