♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 31 » სხვისი ცოლი
1:28 PM
სხვისი ცოლი

ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.
თითქოს უეცრად და უნებურად
ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა
აანთეს ღამე წინანდებურად.
ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი
მე გავაღვიძე ხელის შევლებით
და ძუძუები აყვავდნენ უცებ,
ვით იასამნის თეთრი მტევნები.
მისმა ხაბარდამ გახამებულმა
შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა
და აშრიალდა აბრეშუმივით,
თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.
დაუფერავნი ვერცხლის სევადით
ხეები გახდნენ უფრო მაღლები
და ცის შორეულ ჰორიზონტივით
მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.
როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
გავშალე მისი დამძიმებული
და მოელვარე თმების სინაზე.
მან შემოიხსნა წელზე სარტყელი
და გაიხადა ჭრელი ფარაგი,
მე მოვისროლე ამოქარგული
ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.
არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
არა აქვთ კანი ისე ნატიფი,
და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
განათებული ყვითლად სათიბი.
გაელვებული სველი სინათლით
და ასხლეტილი ცივი შეხებით,
ბადეში გაბმულ კალმახებივით
არ მიკარებდნენ მისი ფეხები.
იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით
უბადლო გზებზე _ შეუსვენებლივ,
უუზანგებოდ და უაღვიროდ
მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.
ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა
მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,
და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,
არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.
როცა კოცნით და სილით მოსვრილი
წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,
გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები
ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.
ვით ნამდვილ ბოშას შეეფერაბ
მე უშურველი ვიყავ მისადმი _
მრეში ატლასის დიდი ზარდახშა
ვაჩუქე ერთი _ ხელსაქმისათვის,
მაგრამ მე იგი არ შევიყვარე,
რადგან პასუხად სიტყვამისაგებს _
არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო,
როცა მიმყავდა მდინარისაკენ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 10:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024